საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ფრიდრიხ ვილჰელმ III პრუსიელი

1770 წლის 3 აგვისტოს, პოტსდამში დაიბადა პრუსიის მომავალი მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III ფონ ჰოჰენცოლერნი (Friedrich Wilhelm von Hohenzollern), მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის ძე.  

1797  წელს ავიდა ტახტზე.

1806 წელს შეუერთდა მეოთხე ანტიფრანგულ კოალიციას. ტილზიტის ზავით, (1807 წ.) ნაპოლეონ I-ს დაუთმო პრუსიის ტერიტორიის ნახევარი. 1807-1814 წწ. იძულებული გახდა გაეტარებინა რამდენიმე რეფორმა. მისმა ჯარმა, იძულებით მონაწილეობა მიიღო რუსეთში ნაპოლეონის ლაშქრობაში 1812 წელს. 

ნაპოლეონის რუსეთში დამარცხების შემდეგ 1813 წლის მარტში ომი გამოუცხადა საფრანგეთს. 

მონაწილეობდა ვენის კონგრესში. ვენის კონგრესის (1814-1815 წწ.) გადაწყვეტილებით მიიღო რაინის ოლქი, ვესტფალია და საქსონიის მნიშვნელოვანი ნაწილი.ნ

მეფე ხალხს პირდებოდა კონსტიტუციას, მაგრამ მრჩევლების ზეწოლის შედეგად ეს არ მოხდა.

 გარდაიცვალა  1840 წლის 7 ივნისს, ბერლინში.   


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq