საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჰაილე სელასიე I ეთიოპიელი - ბიბლიური სოლომონ მეფის შთამომავალი
გაიოზ მამალაძე
 1975 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა ეთიოპიის ყოფილი იმპერატორი  ჰაილე სელასიე I, ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974 წლებში.

დაიბადა 1892 წლის 23 ივლისს, სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. მისი სახელი იყო  თეფერი მაკონენი. მამამისი იმპერატორის მენელიკ მეორის ბიძაშვილი გახლდათ. ეს დინასტია ითვლება ბიბლიური მეფეების, დავითისა და სოლომონის შთამომავლებად, ისევე როგორც ბაგრატიონები (ამაზე სხვა დროს ვუამბობთ მკითხველს).

მენელი მეორის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილიშვილი იასუ მეხუთე. 

დროთა განმავლობაში ახალმა იმპარატორმა მიიღო ისლამი და აცხადებდა არა სოლომონის, არამედ მაჰმადის შთამომავალი ვარო. მისი არაადექვატური ქცევებით შეწუხებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა, 1916 წელს ის გადააყენეს და ტახტზე მისი ქალიშვილი, ზაუდიტუ აიყვანეს.


თეფერი მაკონენი გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. ეს სახელი ძლიერებას, სამების ძალას ნიშნავს.

შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

იყო რეფორმატორიც და კონსერვატორიც. ჰქონდა ცენზურა, არისტოკრატიის ინტერესებს იცავდა...

1935 წელს ქვეყანას თავს დაესხა ფაშისტური იტალიის არმია. ეთიოპია სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მუსოლინის კარგად სეიარაღებულ არმიას, თუმცა დამარცხდა და იმპერატორს მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ძალები მოიკრიბა და 1941 წელს დაბრუნდა და სათავეშე ჩაუდგა სახალხო აჯანყებას და წარმატებასაც მიაღწია.

1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად. უმთავრესი მიზეზი იყო ქვეყანაში დაწყებული დიდი შიმშილობა, რომლის სედეგადაც დაიღუპა 200 000 ადამიანზე მეტი.

გადაყენებული იმპარატიორი, როგორც აღვნიშნეთ გარდაიცვალა 1975 წლის 27 აგვისტოს.

  

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq