საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ესპანეთის მეფე ფილიპე II

1598 წლის 13 სექტემბერს, ესკორიალში გარდაიცვალა ესპანეთის მეფე  1556-1598 წწ ფილიპე II, ჰაბსბურგი ( Felipe II de Habsburgo).

მომავალი მეფე დაიბადა 1527 წლის 21 მაისს ვალიადოლიდში. იგი იყო იმპერატორ კარლ V-ის ერთადერთი კანონიერი ვაჟი. ტახტზე ავიდა მამამისის კარლ V-ის გადადგომის შემდეგ, რომელმაც თავისი იმპერია შვილებს გაუყო. ფილიპე II-მ მიიღო ესპანეთი, ორივე სიცილიის სამეფო, ნიდერლანდი, ფრანშ-კონტე, მილანი, სამფლობელოები ამერიკასა და აფრიკაში და იგი იყო:

ესპანეთის პირველი ოფიციალური მეფე 1556-1598 წწ.
ნეაპოლის და სიცილიის მეფე 1554-1598 წწ.
ინგლისის თანამეფე, როგორც დედოფალ მერი I-ის მეუღლე 1554-1558 წწ.
ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი (პროვინციების მიხედვით ზოგან გრაფი, ზოგან ჰერცოგი) 1556-1581 წწ.
პორტუგალიის და ალგარვის მეფე ფილიპე I-ის სახელით 1580-1598 წწ.
ჩილეს მეფე 1554-1556 წწ.

განამტკიცა აბსოლუტიზმი. არაგონს, კასტილიას, კატალონიას ჩამოართვა ფუეროსები, გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი. იყო ფანატიკოსი კათოლიკე. დევნიდა მორისკებს. გაააძლიერა ფეოდალური ჩაგვრა ნიდერლანდში, რითაც დააჩქარა ნიდერლანდის რევოლუცია.

1581 წელს თავის სამფლობელოებს შემოუერთა პორტუგალია. 1588 წელს „უძლეველი არმადის“ დაღუპვამ ძირი გამოუთხარა ესპანეთის საზღვაო ძლიერებას. ფილიპე II სამხედრო დახმარებას უწევდა ფრანგ კათოლიკეებს რელიგიური ომების დროს. 1595 წელს პარიზში ესპანეთის გარნიზონი შევიდა.

1595 წლის ივნისში ანრი ნავარელმა ფონტენ-ფრანსეზთან დაამარცხა ესპანეთის ჯარები და ფილიპე II იძულებული გახდა საფრანგეთის მეფე ანრი IV ეცნო. ესპანეთის ჯარები საფრანგეთიდან განდევნეს. გაუთავებელი ომები დიდ სახსრებს მოითხოვდა. ფილიპე II-მ გაზარდა გადასახადები, მათ შორის ალკაბალაც. სახელმწიფო დეფიციტის მოსაგვარებლად ართმევდა ამერიკიდან შემოტანილ ოქროს, ვერცხლს. 1557, 1575 და 1598 წელს სახელმწიფო გაკოტრებულად გამოაცხადა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq