საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

უმბერტო II - მეფობის 33 დღე
იტალიის უკანასკნელი მეფე  უმბერტო II  ნიკოლა ტომაზო ჯოვანი  ( Umberto II. Nicola Tomaso Giovanni), სავოიის დინასტიიდან, დაიბადა 1904 წლის 15 სექტემბერს, რაკონიჯიში, იტალიაში.

უმბერტო ვიტორიო ემანუელე III-ის და მისი მეუღლის მონტენეგროს პრინცესა ელენეს ვაჟი იყო.

სხვა დროს ჩვენ გიამბობთ, როგორ აჩუქეს  საქართველოში მოგზაურობისას ქართველმა თავადებმა მამამისს, მომავალ მეფეს  ემანუელე III-ს დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა.

უმბრტო 1946 წელს ემანუელე III-ს ტახტიდან გადადგომის შემდეგ იგი იტალიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა. მისმმა მმართველობამ მხოლოდ 33 დღე გასტანა, 1946 წლის 9 მაისიდან 12 ივნისამდე.

ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, იტალიის მოსახლეობამ არ აპატია დინასტიას მუსოლინისთან თანამშრომლობა და ქვეყნის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმა და დამარცხება...

მონარქიის გაუქმების შემდეგ ყოფილი მეფე უმბერტო ემიგრაციაში წავიდა და აღარასოდეს დაბრუნებულა იტალიაში. 1983 წლის 18 მარტს იგი ჟენევაში გარდაიცვალა, თუმცა დაკრძალეს სავოიაში.

1930 წლის 8 იანვარს უმბერტო II-ემ იქორწინა ბელგიის პრინცესა მარი ბელგიელზე (1906–2001), რომელთანაც 4 შვილი შეეძინა:

მარია პია (* 24 სექტემბერი 1934) - იუგისლავიის პრინცესა

ვიტორიო ემანუელე (* 12 თებერვალი 1937) - სავოიის ჰერცოგი

მარია გაბრიელა (* 24 თებერვალი 1940) - გრაფინია

დე ბალკანი

მარია ბეატრიჩე (* 2 თებერვალი 1943) - სენიორა კორვალანი


მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq