საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ვარლამ ჩერქეზიშვილი:
ვარლამ ჩერქეზიშვილი
დედოფალი ვიქტორია

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, ვარლამ ჩერქეზიშვილი წლების მანძილზე დიდი ბრიტანეთიდან აწვდიდა კორესპონდენციებს ქართული პრესის ორგანოებს.

ერთი შეხედვით ანარქისტული მსოფლმხედველობის იდეოლოგი, იგი პირველ რიგში აყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს, რითაც უპირისპირდებოდა ქართველ სოციალ-დემოკრატების იმ ფრთას, რომლებიც არ ცნობდნენ ნაციონალურ თავისუფლებას. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისათვის მებრძოლი, იგი არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს მოვალეობად მიაჩნდა. თუ ამას მისი ერის ინტერესები მოითხოვდა, იგი არალეგალურადაც ჩადიოდა საქართველოში; დიდად მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს; ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლივ წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. ქართველი ანარქისტი, კაცი, რომელიც თითქოსდა მწყრალად უნდა ყოფილიყო სულიერებასთან, კირიონ II-ის მხარდამხარ იბრძოდა ავტოკეფალიის აღსადგენად!

გრიგოლ რობაქიძის სიტყვებში, რომლებიც ვარლამ ჩერქეზიშვილს ახასიათებენ, ნათლად არის გამჟღავნებული ამ პატრიოტი ქართველის პოლიტიკური სიმპათიების ქარაგმული მნიშვნელობა:

,,თუ მოიშლებოდა სახელმწიფო წყობილება საერთოდ - ანარქიზმის მიზანი ესაა - მაშინ რუსეთიც, რომელიც პრეისტორიული მამუტივით თავს აწვა საქართველოს, დაიმხობოდა სახელმწიფოებრივი მხრით და როგორც შედეგი ამისა,

პრინცესა ვიქტორია
საქართველოც თავისუფლად ამოისუნთქავდა. აი, ქვეშეცნეული ხაზი ვარლამ ჩერქეზიშვილის პოლიტიკური ბრძოლისა’’.

 

დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალება

,,ივერია’’

1901 წ. N 24, სამშაბათი  30 იანვარი

 

 

ჩვენ ყველამ კარგად ვუწყით, რომ გუშინ ოსბორნში გარდაცვალებული დედოფალი ვიქტორია ახალ დროის ერთი სახელ-განთქმული და ცნობილი გვირგვინოსანთაგანი იყო. ყველა ჩვენგანს უთუოდ წაუკითხნია ან გაუგონია, ინგლისელნი რა ერთ-გულნი და პატივისმცემელნი იყვნენ თავიანთ კეთილისმყოფელ დედოფლისა, ამ ,,იდეალურ მოღვაწისა, ცოლისა, დედისა’’, მაგრამ ყველა იმან, რაც ამ დღეებში წავიკითხეთ და გავიგონეთ, მოლოდინს გადააჭარბა: აღმოჩნდა, რომ ინგლისელნი უფრო მეტის პატივის-ცემითა და ერთგულებით ყოფილან განმსჭვალულნი დედოფლის მიმართ, იმ დედოფლისა, რომელმაც 63 წელზედ მეტი იმეფა. მხოლოდ ეხლა რწმუნდება კაცი, რომ განსვენებული პირადად უყვარდათ, უყვარდათ როგორც დედაკაცი, როგორც გულ-კეთილი და მოსიყვარულე ,,ბებია’’, ,,დედა’’.

დედოფლის გარდაცვალების გამო დაბეჭდილ საგაზეთო და საჟურნალო წერილებში ყველაზე მეტად გაოცებთ გულ წრფელი სიყვარულით გამსჭვალული კილო. ამ წერილებში უფრო მეტს ლაპარაკობენ დედოფლის ხასიათისა, შინაურ ცხოვრებისა, ზნე-ჩვეულებისა, შვილებისა, შვილის-შვილებისა და მოსამსახურეებისა, ვიდრე დიად

დედოფალ ვიქტორიას მონარქად კურთხევა
პოლიტიკურ ცვლილებათა შესახებ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისტორიული მნიშვნელობა ,,ვიქტორიის დიად ეპოქისა’’ დიდი ხანია გამორკვეულ იქმნა, და ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,ვიქტორიის დროის ლიტერატურა’’, ,,მეცნიერება’’, ,,ვიქტორიის ეპოქის დემოკრატიის აღყვავება: და სხვა, უკანასკნელ ათ-ოც წელიწადს უკვე საზოგადო სახმარებელ სიტყვებად გარდაიქცა. არც ეხლა აქვს დასასრული დედოფლის ქებას, იმის ჭკვასა და გამოცდილებას საპოლიტიკო და სახელმწიფო საქმეებში. მაგრამ გაცილებით ბევრს ლაპარაკობენ თვით დედოფლის შესახებ, იგონებენ იმის ბავშვობას, იმის საყვარელ გასართობებსა და საქმეებს, თვით მშრალი და გამოფიტული პოლიტიკური გამოცემანიც კი სავსეა დედოფლის ბავშვობის დროის სურათებით, იმის ტიკინებით; დახატულია ოთახები, სადაც მომავალი გვირგვინოსანი დაიბადა, სწავლობდა, გადაღებულია იმისი პირველი ნაწერი, სურათი; გადმოგვცემენ მრავალ საყურადღებო წვრილმანს იმის ხანგრძლივ და, როგორც ყველა დასის გაზეთები სწერენ, უნაკლულო და სათნო ცხოვრებიდან... და ყველა ამ ნაწერებში გამოჰკრთის გულწრფელი სიყვარული დედოფლის მიმართ.

რით დაიმსახურა განსვენებულმა ქვეშევრდომთა ასეთი სიყვარული? რა ნიჭის პატრონი იყო იგი? რით გაითქვა სახელი?

სახელი-კი მეტად დიდი ჰქონდა გავარდნილი; საკმაოა ინგლისის გვირგვინოსანთა ეხლანდელი მდგომარეობა შევადაროთ იმ დროინდელ მდგომარეობას, როდესაც დედოფალი ტახტზედ ავიდა.

ობსკ

ურატიზმმა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებამ გეორგ III-ის მართვა-გამგეობის დროს, გარყვნილებამა და ტახტისა და არისტოკრატიის ზნე-დაცემულობამ იმის ორი მემკვიდრის მართვა-გამგეობის დროს კონსტიტუციონურ სამეფოს სახელი მარტო ირლანდიის მამულიშვილთა და ინგლისის რადიკალთა თვალში არ დასცა: თვით საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, მდიდარი ბურჟუაზია, შორს იყო მმართველთა და იმათ მართვა-გამგეობის სისტემის ქება-დიდებისაგან. როდესაც ვიქტორიას წინა-მოადგილე გარდაიცვალა, იმ დროინდელი ,,Times’’-სი სწერდა, რომ ,,გარდაიცვალა ისეთი კაცი, რომლის სიკვდილის გამოც მახლობელნი უფრო ნაკლებ შესწუხდებიან, ვიდრე უკანასკნელ ღარიბის სიკვდილის გამოო’’.

ეხლა? - პარლამენტში, აღტაცებულ ტაშისცემის დროს, ბალფურმა თუმცა არა კონსტიტუციონურად, მაგრამ მაინც განაცხადა, რომ ,,ჩვენს კონსტიტუციაში მეფის როლსა და უფლებებს დიდი გავლენა აქვთ, და ეს გავლენა უკანასკნელ დროს თანდათან ძლიერდებაო’’, იმავე ,,Times’’-მა მოწინავე წერილში დედოფლის გარდაცვალების დღეს აღნიშნა ის ცვლილება, რომელიც საზოგადოების აზრ-შეხედულებაში მოხდა: რა თვალით უყურებდა და როგორ ექცეოდა ეს საზოგადოება მეფის უფლებას დედოფლის ტახტზედ ასვლისა და გარდაცვალების დროს, განსვენებულის მოხერხებულ მოქმედებასა და იმის ხასიათს უნდა უმადლოდეთ უმთავრესად, რომ კონსტიტუციონური მონარქია გამაგრდა, მტკიცე ნიადაგზე დადგა, შინა და გარედ ნდობა და სახელი მო

დედოფალ ვიქტორიას სახელული
იპოვა’’.

განსვენებული დედოფალი სიყმაწვილიდგანვე დიდ ჭკუასა და მოხერხებულებას იჩენდა. საკმაოა გავიხსენოთ 1848 წელი. ამ წელს, როდესაც ხალხის უკმაყოფილებამ მეტად მწვავე ხასიათი მიიღო, და როდესაც ლონდონის მუშებმა ჩარტისტებთან ერთად განიზრახეს პარლამენტისათვის საზოგადოებრივ რეფორმების შემოღება მოეთხოვათ, დედოფალი, როგორც ფილანტროპ-რეფორმატორი შეფტესბიური გადმოგვცემს, დასთანხმდა, რომ მისს მეუღლეს, პრინც ალბერტს, შეფტესბიურთან ერთად დაევლო ღარიბთა და აღელვებულ მუშათა უბნები, ტკბილის სიტყვებით გამოჰლაპარაკებოდა ამ მუშებს და დაჰპირებოდა, რომ დედოფალი და იმის მახლობელნი ღარიბთა გაჭირვებულ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეცდებიან სასურველ რეფორმების შემოღებასაო. ყველამ კარგად უწყის, რა ნაყოფიერი შედეგი მოჰყვა პრინცის ამ მოგზაურობას და საუბარს აღელვებულ მუშებთან. ასეთსავე ჭკუასა და მოხერხებულებას იჩენდა დედოფალი თავისს მინისტრებთან დამოკიდებულების დროს. იგი თუმცა პირადად მაგრე რიგად არ თანაუგრძნობდა რობერტ პილს, მაგრამ იმის პოლიტიკას-კი ყოველთვის მხარს უჭერდა, რაკი ერთხელვე დარწმუნდა, რომ ეს მინისტრი დასის კერძო ინტერესებით კი არა, სახელმწიფოს მოღვაწის უმაღლეს პოლიტიკით ხელმძღვანელობდა. უფრო შესანიშნავია დედოფლისა და გლადსტონის დამოკიდებულება. მაგდენად არც გლადსტონი მოსწონდა, ბევრად ერჩივნა პირ-მოთნე და ყველაფერში მორჩილი დიზრაელი, მაგრამ ამისდა მიუხედავად თავისს მეფო

ვარლამ ჩერქეზიშვილი
ბის სიამაყედ დედოფალი მაინც პილსა და გლადსტონსა სთვლიდა.

ასევე საზრიანად იქცეოდა დედოფალი ყველასთან, ვისთანაც-კი ოდესმე საქმე ჰქონია: კერძო კაცებთან, მინისტრებთან, ლიტერატორებთან, მეცნიერებთან, არტისტებთან; საყოველთაოდ ცნობილია, როგორ აფასებდა და პატივს სცემდა დედოფალი ტენისონს, დიკკენსს და სხვათა. ეხლაც იგონებენ, რა მოწიწებით და გულწრფელად უძღვნა დედოფალმა რაღაც თავისი ნაწარმოები დიკკენსს. თვით საუცხოვოდ განათლებული, დედოფალი დიდად აფასებდა ნიჭს, მიმართულების მიუხედავად. როდესაც გარდაიცვალა იმისი საყვარელი სამეფო კარის პოეტი ტენისონი, იგი სიამოვნებით დასთანხმდა ეს საპატიო წოდება ებოძათ ვილიმს მორრისისათვის, თეორიულ ანარქიზმის თანა მგრძნობ პოეტ-სოციალისტისათვის; თვით საუკეთესო მემუსიკე, ვაგნერის პირველი დამფასებელი, დედოფალი ყოველთვის იწვევდა თავისთან პირველ ხარისხოვან მემუსიკეთ. ხოლო როგორის პატივის-ცემით ექცეოდა ამ მემუსიკეთ, შემდეგიდგანა სჩანს: შესანიშნავი ჯენნი ლიდი სასახლეში მღეროდა. პიანინოს დამკვრელი ვერ იყო კარგ განწყობილებაში მომღერალ ქალთან, რის გამოც პირველ პიესის აკკომპანიმენტის დროს ტაკტს განგებ არ იცავდა. დედოფალი თვით მიუჯდა საკრავს: ,,მოხარული ვიქნები, თუ ასეთ დიდებულ არტისტ ქალის სიმღერის დროს თვით მე მეღირსება პიანინოს დაკვრაო’’, განაცხადა დედოფალმა.

აი, ასეთმა ხასიათის სიმტკიცემა და საუკეთესო, ყოველმხრივმა განათლებამ, საქმიანო

ბამა და მუდმივობამ სახელმწიფო საქმეებში, გულკეთილობამა და ჰუმანიურმა განწყობილებამ მოუპოვეს პოპულიარობა, ის შარავანდედი დიდებისა, რომლითაც ინგლისის საზოგადოებამ შეჰმოსა იმისი სახელი Victoria Regina. გასაოცარია, რომ ყველა დასები ერთნაირად აფასებენ იმის ისტორიულ მნიშვნელობას. თითქმის კონსერვატორთა ,,Standard’’-ის და უნიონისტთა Times-ის სიტყვებით ლაპარაკობს დედოფლის შესახებ რესპუბლიკანური და სოციალურ-რადიკალური ,,Reynolds’s Newspaper’’-ი.

,,როგორც დედოფალი, - ამბობს ეს გაზეთი, - ვიქტორია სახელგანთქმული და დიდებული ხანგრძლივის მეფობით კი არ არის, არამედ იმით, რომ იგი სამაგალითო კონსტიტუციური გვირგვინოსანი იყო, რომელმაც ახალ დროის ბრიტანია, მონარქია შეჰქმნა. იგი არასოდეს დაჟინებით არ ერეოდა საქმეში, არასოდეს ძალას არ ატანდა მინისტრებს. დედოფალი მიხვდა, რომ ძველმა ტრადიციებმა თავიანთი დრო მოიჭამეს, ამიტომ გულწრფელად ახალ დროის მოთხოვნილებათა კვალს დაადგა; ყველაფერში გონიერ მოსაზრების მოთხოვნილებითა ხელმძღვანელობდა. მოხუცებულებაში ამ გვირგვინოსანმა დიდი ცოდნა და გამოცდილება მოიპოვა, რომელთა წყალობითაც ბრიტანიის მთავრობა ესოდენ ამაღლდა. ინგლისის გვირგვინოსანთა შორის განსვენებული ერთ უპირველესს ადგილს დაიჭერს’’.

ამას ამბობს ინგლისის რესპუბლიკელთა უკიდურესი ოპოზიციური გაზეთი. დამეთანხმენით, რომ ეს სიტყვები ბევრით არაფრით განსხვავდება ბალფურისა და ,,Times’

’-ის სიტყვებისაგან.

 ლონდონი, 10 იანვარი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq