საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II
1825 წლის 2 დეკემბერს, რიო-დე-ჯანეიროში, დაიბადა ბრაზილიის უკანასკნელი იმპერატორი პედრუ II (პორტ. Pedro II). პორტუგალიური სამეფო საგვარეულოს - ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი.
იგი იყო ბრაზილიის მეორე და უკანასკნელი იმპერატორი 1831-1889 წლებში. 
პედრუ II-მ იმპერატორის ტახტი 1831 წელს, მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა მამამ პედრუ I-მა უარი თქვა ქვეყნის მართვაზე. ამ დროს იგი სულ 6 წლის იყო. 1840 წლამდე მას პარლამენტის მიერ დანიშნული რეგენტი ჰყავდა. ხასიათის მიხედვით პედრო იყო წყნარი და კარგად განათლებული ადამიანი.
1888 წელს ქვეყანაში იმერატორის არ ყოფნის პერიოდში (წასული იყო ევროპაში სამკურნალოდ), მისმა შვილმა ისაბელამ ხელი მოაწერა კანონს მონობის გაუქმების შესახებ. 
1889 წლის 15 ნოემბერს რესპუბლიკელებმა რიო-დე-ჟანეიროში დაიწყეს აჯანყება და დაამხეს იმპერატორის ხელისუფლება.პედრუ II გარდაიცვალა პარიზში, 1891 წლის 5 დეკემბერს.1939 წელს იმპერატორისა და მისი მეუღლის ნეშტი ბრაზილიაში გადაასვენეს.
1843 წელს იქორწინა ორივე სიცილიის სამეფოს პრინცესა ტერეზა კრისტინა ბურბონ-სიცილიელზე, რომელთანაც შეეძინა 4 შვილი: აფონსუ, ისაბელა, ლეოპოლდინა და პედრუ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq