საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჩვენი კალენდარი: 1923.12. 27 - იაპონელი სტუდენტი-კომუნისტი ნამბა დაისუკე ცდილობს უფლისწულ ჰიროჰიტოს მკვლელობას.

1923 წლის 27 დეკემბერს სტუდენტმა ნამბამ სცადა პრინც-რეგენტის მკვლელობა იაპონიაში. დაისუკე ნამბა იყო დიდგვაროვანი ოჯახის შვილი. მისი პაპა წარჩინების ნიშანს ფლობდა თვით იმპერატორ მეიძისაგან. დაისუკეს მამასაც მაღალი პოსტი ეკავა იაპონიის ხელისუფლებაში.  მაგრამ სტუდენტი ნამბა გახდა იაპონიის კომუნისტური პარტიის წევრი და აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური დაპირისპირება არსებულ წყობილებასთან.

როგორც ჭეშმარიტი კომუნისტი, დაისუკე აღსდგა მამის - მონარქისტული ქვეყნის მაღალი რანგის მოხელისა და თვით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. მის თეორიულ განვითარებაზე გავლენა მოახდინეს მარქსისა და ლენინის შრომებმა. მასზე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონია 1921 წელს გამოქვეყნებულმა პროფესორ კავაკამი ხაძიმეს ბროშურამ რუსეთის რევოლუციის შესახებ.

მის ფსიქიკას გამოუსწორებელი კვალი დააჩინა 1923 წელს ჯერ ანარქისტების მკვლელობამ და მერე კანტოს დამანგრეველმა მიწისძვრამ სექტემბერში.

1923 წლის 27 დეკემბერს ნამბამ გაანხორციელა თავდასხმა უფლისწულ ჰიროგჰიტოზე. 1924 წლის ნოემბერში ის გამოცხადდა დამნაშავედ იაპონიის უზენაესი სასამართლოს რიგგარეშე სხდომაზე და რამდენიმე დღეში ჩამოახრჩვეს. ნიშანდობლივია, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მთელი ხმით შესძახა: ”გაუმარჯოს იაპონიის კომუნისტურ პარტიას!”

თავიანთი ოჯახის წევრის სამაგალითოდ დასჯის შემდეგ მამამ (რომელიც საიმპერიო პარლამენტის წევრი იყო)  და გათხოვილმა დამ ნებაყოფლობით დატოვეს იაპონია,  გადასახლდნენ იავაზე და გვარიც შეიცვალეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq