საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ეკატერინე II-ის მიერ მოკლული ქმარი - პეტრე III
პეტრე III (10 თებერვალი, 1728, კილი, გერმანია - გ. 7 ივლისი, 1762, როფშა, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად) - რუსეთის იმპერატორი 1761-1762 წწ. პეტრე I-ის ქალიშვილის ანა პეტრეს ასულისა და ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგის ვაჟი. 1742 წელს იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა იგი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1745 წელს პეტრე III შეუღლდა პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტთან (მომავალი იმპერატორი ეკატერინე II). 

ცოლის ორგანიზებით, და რუსი იმპერიალისტების შესრულებით პეტრე III ტახტიდან ჩამოაგდეს და როფშაში გაასახლეს, სადაც ეკატერინეს ბრძანებით მოკლეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq