ერიკ XIV ვაზა (შვედ. Erik XIV Vasa) (დ. 13 დეკემბერი, 1533, სტოკჰოლმი — გ. 26 თებერვალი, 1577, იორბიუსი (უპსალა),შვედეთი) — შვედეთის მეფე 1560-1568 წლებში. 1535 წელს გარდაიცვალა დედამისი, დედოფალი კატარინა ფონ ზაკსენ-ლაუენბურგი. 1557 როგორც საუფლისწულო მამული მან მამისისაგან გუსტავ I-სგან მიიღო კალმარი, კრონობერგი და იოლანდი. 1560 ერიკი აპირებდა ინგლისელ პრინცესა ელიზაბეთზე დაქორწინებას და ინგლისში წასასვლელად მზად იყო, როცა მოულოდნელად 29 სექტემბერს გარდაეცვალა მამა, მეფე გუსტავ I. იმავე წელს იგი შვედეთის მეფედ ეკურთხა. 1561 წლის 29 ივნისს ნახევრძმების ძალაუფლებათა შესაკვეცად მან გამოსცა ე.წ. «არგობას არტიკლები». იმავე წელს ერიკ XIV დაიპყრო ქალაქი ტალინი და მთელი ესტონეთი. ამით მან დაასწრო ძმას, იოჰანს, ფინეთის ჰერცოგს და ხელი შეუშალა ამ უკანასკნელის პატივმოყვარე მიზნებს. 1562 იოჰანმა დახმარებისათვის პოლონეთს მიმართა. იქორწინა კატარინა იაგელონიცაზე და დიდი თანხის სანაცვლოდ მიიღო მიწები ლიფლანდიაში. ეს მიწები ესტონეთის საზღვრებთან მდებარეობდა და ამით ხელს უშლიდა ერიკის ექსპანსიას ბალტიისპირეთში. 1563 წელს პოლონეთიდან ტურკუში დაბრუნებულ იოჰანს ერიკმა შეხვედრა შეთავაზა, რომ გამოერკვია ვის მხარეს დაიჭერდა მისი ძმა. იმევე წლის 23 აპრილს, საკუთარი მსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიხ სტაგმა იოჰანს სახელმწიფოს ღალატში დადო ბრალი და სიკვდლილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა შეწყალებულ იქნა და გრიპსჰოლმის სასახლეში დაატუსაღეს.იმავე წელს ერიკი ჩაება «სამი გვირგვინის ომში» (1563-1570) დანიისა და გერმანულ ჰანზას წინააღმდეგ. მიუხედავად ბრძოლებში პირადი მონაწილეობისა ერიკი ვერ აღმოჩნდა კარგი მთავარსარდალი და შვედეთი წაგებას წაგებაზე ნახულობდა. სამაგიეროდ დიდ გამარჯვებებს მიაღწია შვედურმა ფლოტმა. 1568 წელს ერიკ XIV ცდილობდა დაქორწინებულიყო მარია სტიუარტზე ან რენატა ფონ ლოთრინგენზე. ამასობაში მან საკმარიკი ყურადღება ვერ მიაქცია საშინაო პრობლემებს და შვედ დიდებულთა აჯანყებას აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. იმავე წლის 29 სექტემბერს მეფე ერიკი იგი დაპატიმრებულ იქნა მისი მოჯანყე ძმის იოჰანის მიერ, რომელიც ერიკმა დაუფიქრებლად გამოუშვა საპყრობილედან. 1577 წლის 26 თებერვალს ერიკი გარდაიცვალა ტყვეობაში იორბიუსის სასახლეში. სავარაუდოდ იგი მოწამლულ იქნა. დასაფლავებულ იქნა ვესტერაასის ტაძარში.
ოჯახი
ერიკმა 1568 წელს იქორწინა კარინ მაანსდოტერზე, რომელთან შეეძინა შვილები: სიგრიდი 1566-1633 გუსტავი 1568-1607 ჰენრიკი 1570-1574 არნოლდი 1572 გარდა ამისა მას აყავდა არაკანონიერი ქალიშვილი ვირგინია 1559-1633 |