საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

საფრანგეთის მეფე ჟან II - ღირსების გამო ტყვეობაში თავისი ფეხით დაბრუნებული მეფე
ჟან II (ფრანგ. Jean II de Valois), მეტსახელად „კეთილი“ (ფრანგ. le Bon) (დ. 16 აპრილი, 1319, გე-დე-მოლუის ციხე-დარბაზი, მანსის მახლობლად— გ. 8 აპრილი, 1364, ლონდონი), საფრანგეთის მეფე 1350-1364 წლებში, ვალუას დინასტიიდან.

მის დროს მიმდინარეობდა ასწლიანი ომი; კრესის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო და ფინანსური მდგომარეობა მეტად დამძიმდა. საომარ მოქმედებათა გასაგრძელებლად საჭირო თანხების მისაღებად ჟან II-მ 1355 გენერალური შტატები მოიწვია, რომელიც დათანხმდა მიეცა მისთვის სუბსიდია, თავისი კონტროლის ქვეშ. მაგრამ ჟან II-მ საჭირო თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო. პუატიეს ბრძოლაში (1356) ჟან II ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს. 1359 ხელი მოაწერა ლონდონის ხელშეკრულებას, რომლითაც სამეფოს ნაწილს ინგლისელებს უთმობდა და გამოსასყიდ თანხას (3 მლნ. ოქროს ეკიუ) ჰპირდებოდა. მძევლად ონდონში დარჩა მისი ძე, ლუი ანჟეელი.
 1360 საფრანგეთში დაბრუნდა, მაგრამ გამოსასყიდი მთლიანად ვერ გადაიხადა. ამ დროს მისი ვაჟი გამოიქცა ლონდონიდან. ღირსეული მეფე დაბრუნდა ლონდონში, რადგან თვლიდა, რომ მამაკაცმა, მით უმეტეს მეფემ, სიტყვა უნდა შეასრულოს.
მალე ლონდონში გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq