საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუცია


მიღებულია 1814 წლის 17 მაისს

ა) მმართველობის ფორმა და რელიგია

მუხლი 1. ნორვეგიის სამეფო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი და განუსხვისებელი სახელმწიფო. მისი მმართველობის ფორმა არის შეზღუდული და მემკვიდრეობითი მონარქია.

მუხლი 2. სახელმწიფოს ყოველი მაცხოვრებელი ფლობს რელიგიური რწმენის თავისუფლებას.

სახელმწიფოს ოფიციალირი რელიგია არის ევანგელისტურ-ლუთერანული რელიგია. მისი აღმსარებელი მაცხოვრებლები ვალდებული არიან ამგვარად აღზარდონ საკუთარი შვილები.

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლება, მეფე და სამეფო გვარი

მუხლი 3. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მეფეს, ან დედოფალს იმ შემთხვევაში, თუ იგი მემკვიდრეობით მიიღებს გვირგვინს ამ კონსტიტუციის მე-6, მე-7 ან 48-ე მუხლების შესაბამისად. როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება გადადის დედოფალზე, მაშინ მასზე ვრცელდება ყველა უფლება და ვალდებულება, რომელიც ამ კონსტიტუციით ან ქვეყნის კანონების შესაბამისად ეკუთვნის მეფეს.

მუხლი 4. მეფე ვალდებულია ყოველთვის აღიაროს ევანგელისტურ-ლუთერანული რელიგია, დაუჭიროს მხარი და გაუწიოს მფარველობა.

მუხლი 5. მეფის პიროვნება წმინდაა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს განსჯადობას და ბრალდებას. პასუხისმგებლობა ეკისრება მის საბჭოს.

მუხლი 6. ტახტი მემკვიდრეობით გადადის პირდაპირი ხაზით მეფის ან დედოფლის კანონიერ ქორწინებაში შობილ ბავშვებზე ან მათზე, ვისაც თვითონ გააჩნია მემკვიდრეობის უფლება; უახლოეს ხაზს უპირატესობა ენიჭება შორეულთან შედარებით და უფროსს უმცროსთან შედარებით.

ტახტის მემკვიდრეების რიცხვს ასევე განეკუთვნება ჯერარშობილი ბავშვი, რომელიც როგორც კი მოევლინება ქვეყანას დაუყოვნებლივ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს მემკვიდრეობაში.

თუმცა, ტახტი არასოდეს არ შეიძლება ეკუთვნოდეს მას, ვინც არ დაბადებულა პირდაპირი დაღმავალი ხაზით ყველაზე უკანასკნელი მეფის ან დედოფლისგან ან მათი დებისგან ან ძმებისგან, ან თვითონ არიან ამგვარი დები ან ძმები.

ნორვეგიის ტახტის მემკვიდრეობის უფლების მქონე პრინცესის ან პრინცის დაბადების შემთხვევაში, მათი დაბადების თარიღი ეცნობება სტორტინგს, რომელიც მას შეიტანს დღის წესრიგში.

მათთვის, ვინც დაიბადა 1971 წლამდე, ვრცელდება ძირითადი კანონის მე-6 მუხლი, რომელიც შეტანილ იქნა 1905 წლის 18 ნოემბერს. მათთვის, ვინც დაიბადა 1990 წლამდე, მამაკაცებთან დაკავშირებული დებულებები მოქმედებს ასევე ქალებთან დაკავშირებით.

მუხლი 7. მემკვიდრე პრინცესას ან პრინცის არარსებობის შემთხვევაში, მეფე ვალდებულია სტორტინგს შესთავაზოს თავისი მემკვიდრე, რომელსაც უფლება აქვს თვითონაც გააკეთოს არჩევანი იმ შემთხვევაში, თუ მეფის წინადადებას არ მიიღებს.

მუხლი 8. მეფის სრულწლოვანება განისაზღვრება კანონით.

მეფე კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევისთანავე ოფიციალურად აცხადებს თავისი სრულწლოვანების შესახებ.

მუხლი 9. როგორც კი მეფე სრულწლოვანების მიღწევისას შეუდგება მმართველობას, სტორტინგის წინაშე წარმოთქვამს შემდეგ ფიცს:

,,პირობას ვდებ და ვფიცავ, რომ ნორვეგიის სამეფოს ვმართავ კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად; დაე, დამეხმაროს ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი’’.

თუ ამ დროს სტორტინგი არ არის შეკრებილი, მაშინ ფიცი წერილობითი ფორმით მიიღება სახელმწიფო საბჭოში და საზეიმოდ მეორდება მეფის მიერ სტორტინგის პირველივე სესიაზე.

მუხლი 10. ამოღებულია.

მუხლი 11. მეფე ვალდებულია ცხოვრობდეს სახელმწიფოში და არ შეუძლია სტორტინგის თანხმობის გარეშე მუდმივად ექვს თვეზე მეტხანს იმყოფებოდეს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას გვირგვინზე.

მეფეს არ შეუძლია მიიღოს რაიმე გვირგვინი ან მმართველობა სტორტინგის თანხმობის გარეშე, რისთვისაც საჭიროა ხმების ორი მესამედის უმრავლესობა.

მუხლი 12. მეფე დამოუკიდებლად ირჩევს საბჭოს ხმის უფლების მქონე ნორვეგიელ მოქალაქეთაგან. ეს საბჭო უნდა შედგებოდეს პრემერ-მინისტრისა და არანაკლებ შვიდი წევრისაგან.

სახელმწიფო საბჭოს ნახევარზე მეტი უნდა იყოს სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიის აღმსარებელი.

მეფე თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს საქმეებს სახელმწიფო საბჭოს წევრებს შორის. საგანგებო ვითარებაში მეფეს შეუძლია სახელმწიფო საბჭოზე დასასწრებად მისი მუდმივი წევრების გარდა ასევე მოიწვიოს სხვა ნორვეგიელი მოქალაქეები, გარდა სტორტინგის წევრებისა.

მეუღლეებს, მშობლებს, ბავშვებს, ძმებს და დებს არ შეუძლიათ ერთდროულად შეიკრიბონ სახელმწიფო საბჭოში.

მუხლი 13. მეფეს შეუძლია სახელმწიფოს ფარგლებში მოგზაურობის დროს სახელმწიფო მმართველობა გადასცეს სახელმწიფო საბჭოს. ის განახორციელებს მმართველობას მეფის სახელით და დავალებით. ის ვალდებულია განუხრელად დაიცვას ამ კონსტიტუციის დებულებები, ასევე მეფის მითითებით კონსტიტუციის შესაბამისად მიცემული განსაკუთრებული განკარგულებები.

გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით; თუმცა, ხმათა თანაბრობის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ან მისი არყოფნისას სახელმწიფო საბჭოს უმაღლეს პირს ექნება ორი ხმა.

სახელმწიფო საბჭო ვალდებულია მეფეს წარუდგინოს მოხსენება იმ საკითხებზე, რომლებიც ამგვარად იქნა გადაწყვეტილი.

მუხლი 14. მეფეს შეუძლია დანიშნოს სახელმწიფო მდივნები, სახელმწიფო საბჭოს წევრებისათვის თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობებისას დახმარების გასაწევად. ყოველი სახელმწიფო მდივანი მოქმედებს სახელმწიფო საბჭოს იმ წევრის სახელით, რომელთანაც დაკავშირებულია შესაბამისი დებულების შესრულებისას.

მუხლი 15. ამოღებულია.

მუხლი 16. მეფე წყვეტს ყველა ოფიციალურ სეკლესიო და ღვთისმსახურების, რელიგიური საკითხების შესახებ ყველა ღონისძიებისა და შეკრების საკითხებს და თვალყურს ადევნებს, რომ რელიგიის მასწავლებლებმა დაიცვან მათთვის დადგენილი წესები.

მუხლი 17. მეფეს შეუძლია გამოსცეს და გააუქმოს ვაჭრობასთან, საბაჟოსთან, ეკონომიკასთან, ასევე პოლიციასთან დაკავშირებული დადგენილებები, თუმცა ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციასა და სტორტინგის მიერ მიღებულ კანონებს (77-ე, 78-ე და 79-ე მუხლების შესაბამისად). ისინი ძალაში რჩებიან დროებით, სტორტინგის უახლოეს სესიამდე.

მუხლი 18. მეფე უზრუნველყოფს საერთო წესით გადასახადების აკრეფასა და სტორტინგის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 19. მეფე თვალყურს ადევნებს, რომ სახელმწიფო საკუთრება და სამეფო ხელისუფლების პრეროგატივები გამოყენებულ იქნეს და განხორციელდეს სტორტინგის მიერ დადგენილი წესით და საზოგადოებრივი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით.

მუხლი 20. მეფეს სახელმწიფო საბჭოში უფლება აქვს განაჩენის გამოტანის შემდეგ შეიწყალოს დამნაშავეები. დამნაშავეს აქვს არჩევანის უფლება: მას შეუძლია შეწყალებისათვის მიმართოს მეფეს ან დაემორჩილოს მის მიმართ გამოტანილ სასჯელს.

საქმეები, რომლებიც ოდელსტინგის მოთხოვნით განსახილველად გადაეცა სახელმწიფო სასამართლოს, არ შეიძლება დაექვემდებაროს არანაირ შეწყალებას, გარდა სიკვდილით დასჯისგან გათავისუფლებისა.

მუხლი 21. მეფე სახელმწიფო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩევს და ნიშნავს ყველა სამოქალაქო, სასულიერო და სამხედრო მოსამსახურეს. ისინი ვალდებული არიან თანამდებობაზე დანიშვნამდე დადონ ფიცი ან თუ კანონით გათავისუფლებული არიან ფიცისგან, საზეიმოდ დადონ კონსტიტუციისა და მეფის ერთგულების პირობა; თუმცა ამ ვალდებულებისგან კანონით თავისუფლდებიან მოსამსახურეები, რომლებიც არ არიან ნორვეგიის მოქალაქეები. სამეფო სახლის პრინცებს არ შეუძლიათ ეკავოთ სამოქალაქო თანამდებობები.

მუხლი 22. პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო საბჭოს სხვა წევრები, ასევე მათთან ერთად სახელმწიფო მდივნები, წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან მეფის მიერ, ამ საკითხზე სახელმწიფო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ. იგივე ეხება სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეებს, დიპლომატიურ ან საკონსულო სამსახურში მყოფ, უმაღლეს სამოქალაქო ან სასულიერო თანამდებობის პირებს, პოლკისა და სხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებს, ციხე-სიმაგრეების კომენდანტებსა და სამხედრო სასამართლოების მეთაურებს. სტორტინგი თავის უახლოეს სხდომაზე წყვეტს ამ წესით გათავისუფლებულ მოსამსახურეთათვის პენსიის დანიშვნის საკითხს. იქამდე ისინი იღებენ თავიანთი თანამდებობრივი სარგოს ორ მესამედს.

სხვა თანამდებობის პირები შეიძლება ვადამდე იქნენ გადაყენებული თანამდებობიდან მეფის მიერ და მათი საქმე მაშინვე უნდა გადაეცეს სასამართლოს; თუმცა, მათი გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მათი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება გადაყვანილ იქნენ სხვა თანამდებობაზე.

ყველა თანამდებობის პირი შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, კანონით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას. კანონით შეიძლება განისაზღვროს ზოგიერთი თანამდებობის პირი, გარდა მოსამართლისა, რომელთა დანიშვნა დასაშვებია შეთანხმებით, განსაზღვრული ვადით.

მუხლი 23. მეფეს აქვს თავისი სურვილით, საუკეთესო სამსახურისთვის ორდენებით დაჯილდოების უფლება, რაც ოფიციალურად ქვეყნდება; მაგრამ მას არ შეუძლია სხვა წოდებებითა და ჩინებით დაჯილდოვება, თუ არა იმ პირებისა, რომლებიც შეესაბამებიან მოცემულ თანამდებობას. ორდენით დაჯილდოება არავის არ ათავისუფლებს ყველა მოქალაქისათვის საერთო ვალდებულებებისაგან, ასევე არ აძლევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისათვის რაიმე უპირატესობას. დამსახურებულად გადამდგარი თანამდებობის პირები, ინარჩუნებენ იმ თანამდებობრივ წოდებას ან ჩინს, რომელიც მათ ეკავათ. თუმცა, ეს არ ეხებათ სახელმწიფო საბჭოს წევრებსა და სახელმწიფო მდივნებს.

დაუშვებელია ამ დროიდან ვინმესთვის რაიმე პირადი ან შერეული მემკვიდრეობითი პრივილეგიების მინიჭება.

მუხლი 24. მეფე თავისი შეხედულებისამებრ ნიშნავს და ათავისუფლებს თავის კარისკაცებსა და სასახლის მოსამსახურეებს.

მუხლი 25. მეფე არის სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. დაუშვებელია მათი გაზრდა ან შემცირება სტორტინგის თანხმობის გარეშე. ისინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოთა სამსახურისათვის, ასევე უცხო სახელმწიფოს რაიმე შეიარაღებული ძალები, გარდა მტრული თავდასხმისაგან დასაცავად დამხმარე ძალებისა, არ შეიძლება შემოყვანილ იქნეს სამეფოში სტორტინგის თანხმობის გარეშე.

სახმელეთო და სხვა ჯარები, რომლებიც არ არიან რეგულარული ჯარები, არ შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამეფოს საზღვრებს გარეთ სტორტინგის თანხმობის გარეშე.

მუხლი 26. მეფეს აქვს ჯარების მობილიზაციის, ქვეყნის დასაცავად ომის დაწყებისა და ზავის დადების, კავშირებში შესვლისა და მათგან გამოსვლის, დიპლომატიური წარმომადგენლების გაგზავნისა და მიღების უფლება.

განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებზე ხელშეკრულებები და ხელშეკრულებები, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამისად საჭიროებენ სტორტინგის მიერ ახალი კანონის ან დადგენილების მიღებას, საჭიროებენ სტორტინგის მიერ დამტკიცებას.

მუხლი 27. სახელმწიფო საბჭოს ყველა წევრი, თუ არ არსებობს მათი არყოფნის კანონიერი მიზეზი, ვალდებულია დაესწროს სახელმწიფო საბჭოს სხდომებს. სახელმწიფო საბჭოს არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება იქნას მიღებული, თუ არ ესწრება მის წევრთა ნახევარზე მეტი.

სახელმწიფო საბჭოს წევრი, რომელიც არ არის სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიის მიმდევარი, არ შეიძლება მონაწილეობდეს სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.

მუხლი 28. თანამდებობის პირთა დანიშვნისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე წინადადებები წარედგინება სახელმწიფო საბჭოში მის იმ წევრებს, რომელთა მმართველობის სფეროშიც ისინი შედიან და მათ მიერ გადაწყვეტილება მიიღება სახელმწიფო საბჭოში მიღებული რეზოლუციის შესაბამისად. თუმცა, სამხედრო ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული საკითხები, მეფის მიერ მითითებულ ნაწილში შეიძლება გამოირიცხოს სახელმწიფო საბჭოს მმართველობიდან.

მუხლი 29. თუ სახელმწიფო საბჭოს წევრს რაიმე კანონიერი მიზეზით არ შეუძლია სხდომაზე დასწრება და მის უწყებაში შემავალ საკითხებზე მოხსენების გაკეთება, მოხსენებას მეფის დავალებით აკეთებს სახელმწიფო საბჭოს სხვა წევრი.

თუ კანონიერი მიზეზით დამსწრე წევრთა რაოდენობა აღემატება დადგენილ წევრთა არაუმეტეს ნახევარს, სახელმწიფო საბჭოში ადგილების დასაკავებლად შეიძლება დროებით დაინიშნოს სხვა საჭირო რაოდენობის პირები, მამაკაცები ან ქალები.

მუხლი 30. სახელმწიფო საბჭოში განხილულ ყველა საქმეზე დგება ოქმი. ის დიპლომატიური საკითხები, რომლებიც სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა საიდუმლოდ შეინახოს, შეიტანება განსაკუთრებულ ოქმში. იგივე ეხება სამხედრო ხელმძღვანელობის საკითხებს, თუ სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა მათი საიდუმლოდ შენახვა.

სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ყოველი მონაწილე ვალდებულია თავისი მოსაზრება გამოთქვას ღიად და მეფე ვალდებულია მოუსმინოს მას. თუმცა, მეფეს ეძლევა უფლება მიიღოს გადაწყვეტილება თავისი შეხედულებისამებრ.

თუ სახელმწიფო საბჭოს წევრთაგან რომელიმე ჩათვლის, რომ მეფის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მმართველობის ფორმას ან სახელმწიფო კანონებს, ან რომ ეს აშკარა ზიანს აყენებს სახელმწიფოს, მაშინ იგი ვალდებულია აქტიურად გამოვიდეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და შეიტანოს თავისი აზრი ოქმში. ის, ვინც ასეთი სახით არ გააპროტესტებს, ჩაითვლება მეფის მომხრედ, რის შედეგადაც ექვემდებარება ქვემოთ განსაზღვრულ პასუხისმგებლობას და მის წინააღმდეგ შეიძლება ოდელსტინგის მიერ აღიძრას ბრალდება სახელმწიფო სასამართლოს წინაშე.

მუხლი 31. მეფის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ნამდვილობისათვის საჭიროებს კონტრასიგნაციას. სამხედრო ხელმძღვანელობის საკითხებზე გადაწყვეტილებები ხელმოწერილ უნდა იქნეს ამ საკითხების მომხსენებლის მიერ, სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებები - პრემიერ-მინისტრის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - სახელმწიფო საბჭოს უმაღლესი რანგის დამსწრე წევრის მიერ.

მუხლი 32. მეფის არყოფნისას მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულდება მეფის სახელით და მათ ხელს აწერს სახელმწიფო საბჭო.

მუხლი 33. ამოღებულია.

მუხლი 34. მეფე იღებს დადგენილებას მათი ტიტულების შესახებ, ვინც იქნება ტახტის მემკვიდრე.

მუხლი 35. როგორც კი ტახტის მემკვიდრეს შეუსრულდება 18 წელი, იგი უფლებამოსილია დაიკავოს ადგილი სახელმწიფო საბჭოში, ხმის უფლებისა და პასუხისმგებლობის გარეშე.

მუხლი 36. ნორვეგიის სამეფოს პრინცესას ან პრინცს უფლება არ აქვთ დაქორწინდნენ მეფის თანხმობის გარეშე. ასევე არ შეუძლიათ მიიღონ სხვა გვირგვინი ან მმართველობა მეფისა და სტორტინგის თანხმობის გარეშე; სტორტინგის თანხმობისათვის საჭიროა ხმების ორ მესამედზე მეტი.

თუ იგი დაარღვევს ამ წესს, შესაბამისი პირები, ასევე მათი შთამომავლები კარგავენ ნორვეგიის ტახტის მემკვიდრეობის უფლებას.

მუხლი 37. სამეფო სახლის პრინცები და პრინცესები არ იქნებიან პასუხისმგებელნი არავის წინაშე, გარდა მეფისა და მათთვის დანიშნული მოსამართლეებისა.

მუხლი 38. ამოღებულია.

მუხლი 39. მეფის გარდაცვალების შემთხვევაში ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანებისას სახელმწიფო საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეკრიბოს სტორტინგი.

მუხლი 40. სტორტინგის მოწვევამდე და მართვის შესახებ დებულებების მიღებამდე, მეფის არასრულწლოვანებისას, სახელმწიფოს მართვაზე კონსტიტუციის შესაბამისად პასუხისმგებელია სახელმწიფო საბჭო.

მუხლი 41. თუ მეფე იმყოფება სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, გარდა ომის ველზე ყოფნისა, ან თუ იგი იმდენად ავად არის, რომ არ შეუძლია მართვა, მაშინ უახლოესი ტახტის მემკვიდრე, თუ მან მიაღწია იმ ასაკს, რაც დადგენილია მეფის სრულწლოვანებისათვის, თავის თავზე იღებს მმართველობას, როგორც სამეფო ხელისუფლებით დროებით აღჭურვილი პირი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მმართველობა გადადის სახელმწიფო საბჭოზე.

მუხლი 42. ამოღებულია.

მუხლი 43. მეფის არასრულწლოვანების პერიოდში მმართველობის განმახორციელებელ რეგენტებს ირჩევს სტორტინგი.

მუცლი 44. პრინცესა ან პრინცი, რომლებზეც 41-ე მუხლის თანახმად გადადის მმართველობა, სტორტინგის წინაშე დებენ წერილობითი ფორმის შემდეგი შინაარსის ფიცს: ,,მე, ვდებ პირობას და ვფიცავ, ვმართავ კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად; დაე, დამეხმაროს ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი’’.

თუ სტორტინგი ამ დროს არ არის შეკრებილი, ფიცი იდება წერილობითი ფორმით სახელმწიფო საბჭოს წინაშე და ამის შემდეგ მეორდება სტორტინგის უახლოეს სესიაზე.

პრინცესა ან პრინცი, რომლებმაც ერთხელ უკვე დადეს ფიცი, შემდგომ აღარ იმეორებენ მას.

მუხლი 45. თავისი მმართველობის შეწყვეტისთანავე ეს პირები ანგარიშს აბარებენ მეფესა და სტორტინგს.

მუხლი 46. თუ შესაბამისი პირები არ იზრუნებენ 39-ე მუხლის თანახმად სტორტინგის დაუყოვნებლივ შეკრებაზე, სახელმწიფო სასამართლო უპირობოდ ვალდებულია ეს შეკრება გამართოს ოთხ კვირიანი ვადის განმავლობაში.

მუხლი 47. არარულწლოვანი მეფის აღზრდის ხელმძღვანელობა, თუ მისი ორივე მშობელი გარდაიცვალა და არცერთმა მათგანმა ამის შესახებ არ დატოვა წერილობითი მითითება, განისაზღვრება სტორტინგის მიერ.

მუხლი 48. თუ სამეფო დინასტიის გამგრძელებელი აღარ იქნება და ტახტის მემკვიდრე არ იქნება დანიშნული, ახალი დედოფალი ან მეფე აირჩევა სტორტინგის მიერ. აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება მე-40 მუხლის შესაბამისად.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq