საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

გერმანიის მეფე ადოლფ ნასაუელი
ადოლფ ნასაუელი (გერმ. Adolf von Nassau; გ. 2 ივნისი 1298) — გერმანიის მეფე 1292 - 1298 წლებში.
გერმანიის მეფედ არჩევამდე ადოლფი იყო ნასაუს გრაფი, ცხოვრობდა ვაისბადენში და სხვა დიდებულებს ემსახურებოდა. იგი ლამაზი და ძლიერი მამაკაცი იყო, ძლიერი მეომარი, განთქმული პირდაპირობით და განათლებით.
ადოლფი გერმანიის მეფედ 1292 წლის მაისში აირჩიეს, გარდაცვლილი რუდოლფ I ჰაბსბურგის ნაცვლად. გერმანელ დიდებულებს იმედი ჰქონდათ რომ ადოლფი უფრო მორჩილი იქნებოდა ვიდრე რუდოლფ ჰაბსბურგი. იგი მართლაც ბევრს დაპირდა კენჭისყრამდე, მაგრამ არჩევის შემდეგ კურფიურსტებისთვის სრულიად მოულოდნელად მოიქცა. იგი რუდოლფის მსგავსად ცდილობდა შეესყიდა მემკვიდრეობითი მამულები.
მან მოლაპარაკებები დაიწყო ინგლისის მეფე ედუარდ I-თან და დაპირდა საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რისთვისაც 100 000 გირვანქა სტერლინგი მიიღო, მაგრამ ადოლფს რომის პაპმა აუკრძალა ამ ომში მონაწილეობა. აღებული ფულით მან აღჭურვა ჯარი და 1294 წელს ჩაერია ტიურინგის ლანდგრაფისა და მისი შვილების ომში (პირველი ქორწინებიდან). ამ ომით ადოლფის მტრებმა ისარგებლეს და მის წინააღმდეგ გაილაშქრნეს. 1298 წლის თებერვალში გერმანელი დიდებულები ვენაში შეიკრიბნენ და ავსტრიის ჰერცოგ ალბრეხტთან მოილაპარაკეს ადოლფის ჩამოგდების თაობაზე. ადოლფსა და ალბრეხტს შორის ომი დაიწყო. ივნისში კურფიურსტები მაინცში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ართმევენ მეფეს ძალაუფლებას
და დაადანაშაულეს ადოლფი სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, ეკლესიის შეურაცხყოფაში და დიდებულთა უფლებების დარღვევაში. ახალ მეფედ ალბრეხტ ავსტრიელი გამოაცხადეს.
ალბრეხტი გელგეიმის მახლობლად გამაგრდა. 2 ივნისს, გამთენიისას ადოლფმა შეუტია ავსტრიელებს. მათ მოჩვენებით უკან დაიხიეს და მეფის ჯარები მხედრებისთვის არახელსაყრელ პოზიციაზე შეიტყუეს. გაჩაღდა ბრძოლა, ადოლფი ჯარისკაცებთან ერთად თავგამეტებით იბრძოლა თუმცა ბრძოლაში დაიღუპა.

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq