საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ედუარდ VIII - მეფე, რომელმაც სიყვარულის გამო ტახტზე უარი თქვა

ედუარდ VIII (ინგლ. Edward VIII; ნათლობის სახელები ედუარდ ალბერტ ქრისტიან ჯორჯ ანდრია პატრიკ დავითი; 23 ივნისი 1894 — 28 მაისი 1972) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე, ინდოეთის იმპერატორი 10 თვის განმავლობაში: 20 იანვარი – 11 დეკემბერი 1936 წელს, მაგრამ ოფიციალურად კორონაცია არ იყო ჩატარებული.

1936 წლის 20 იანვარს ედუარდVIII ინგლისი მეფე გახდა. მართალია ის დაქორწინებული არ იყო, მაგრამ დიდ დროს ატარებდა თავის საყვარელთან, მისის ვოლის სიმპსონთან. მისის სიმპსონი გახლდათ ამერიკელი, რომელმაც ორჯერ იქორწინა. ის თავის პირველ ქმარს დაშორდა და მეორსთან კი ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო, როდესაც ინგლისის მეფესთან გააბა რომანი.

1936 წლის ზაფხულს ისინი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ გაემართნენ დასასვენებლად. რის შემდეგაც ევროპულ-ამერიკულმა გაზეთებმა ამბავი მათი ურთიერთობის შესახებ პირველი გვერდებზე დაბეჭდეს. თუმცა ინგლისური პრესა სკანდალისგან თავის ასარიდებლად დუმილს ამჯობინებდა.

ოქტომბრის დასასრულს სიმპსონი უკვე თავის მეორე მეუღლეს გაეყარა, რითაც ამერიკულ პრესას საბაბი მისცა მათ მოსალოდნენ ქორწინებაზე ელაპარაკა. ამ ამბით დიდად შეწუხებული იყო ბრიტანეთის მთავრობა.16 ნოემბერს, მეფესა და პრემიერ-მინისტრ სტენლი ბოლდვინს შორის სერიოზული საუბარი შედგა. მეფემ მას უთხრა, რომ უოლი სიმპსონის ცოლად შერთვას აპირებდა. ამის საპასუხოდ კი ბოლდვინმა ის რელიგიური, ლეგალური, მორალური და პოლ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იტიკური მიზეზები დაუსახელა, რის გამოც ბრიტანელი მოსახლეობა ამ ქორწინებას არ დაუშვებდა, მაგრამ მეფე დანებებასა და გეგმების შეცვლას არ აპირებდა, ამიტომაც გადაწყვიტა სამეფო ტახტიდან გადამგდარიყო.

ყოფილმა მეფემ მიიღო ტიტული „უინძორის ჰერცოგი" (ინგლ. Duke of Windsor). მეფედ მისი უმცროსი ძმა ჯორჯ VI აკურთხეს. 

 მეფე ედუარდ VIII ცნობილია თავისი კონტაქტებით ნაცისტებთან. 1940-1945 წლებში ბაჰამის კუნძულების გუბერნატორი.

საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა მსოფლიო ისტორია,  ედუარდ VIII რომ არ გადამდგარიყო ტახტიდან და ინგლისსა და ნაცისტურ გერმანიას შორის სამხედრო კავშირი ჩამოყალიბებულიყო?


ედუარდმა და მისის სიმპსონმა 1937 წლის 3 ივნისს იქორწინეს.საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდნენ. 

.


სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq