საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ედუარდ I - გრძელფეხება
ედუარდ I პლანტაგენეტი (ინგლ. Edward I of England; ფრანგ. Édouard Ier d'Angleterre) (დ. 17 ივნისი, 1239, უესტმინსტერი, ლონდონი — გ. 7 ივლისი, 1307, ბეფ-ბაი-სენდზი, კუმბერლენდი) — ინგლისის მეფე 1272-1307 წ.წ. და უელსის მეფე 1283-1307 წწ. პლანტაგენეტების დინასტიის წარმომადგენელი.

მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე 1271-1272 წლებში. მან გაილაშქრა ქალაქ აკრაზე, რომელიც 1291 წლამდე უკანასკნელ ჯვაროსნულ ქალაქად ითვლებოდა. 1275 წელს ინგლისში მოხდა ბარონთა აჯანყება. მათ შეუერთდნენ რაინდები და ციხისთავებიც. მათი მოთხოვნით ინგლისის პარლამენტმა რეგულარული მუშაობა დაიწყო. 1276 წელს ედუარდმა უელსის დაპყრობა გადაწყვიტა. ინგლის-უელსის საზღვარზე დიდძალი მიწები დაურიგა საზღვრისპირა ლორდებს, რომლებიც 1280 წლისთვის უელსის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ.

1282 წელს უელსის პრინცი ლიველინი (1258-1282) მოკლეს. ედუარდ I 1283 წელს ინგლისისა და უელსის მეფე გახდა. მეფემ უელსურ ციხეებში (პემბროკში, კასტელ-ე-ბერეში) ინგლისური გარნიზონები ჩააყენა. ასევე ააშენა ჩრდილოეთ უელსში ინგლისური ციხესიმაგრეები ბიომარისი, კანოვერი და კონუი. ამის შემდეგ უესელები არაერთხელ აჯანყდნენ მაგრამ, ვერცერთმა აჯანყებამ მათ მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერ მოუტანა. უელსის დამორჩილების შემდეგ მეფე ედუარდმა საშინაო პრობლემებს მიხედა. 1290 წელს მან განდევნა ებრაელები ინგლისიდან. 1301 წელს თავისი ვაჟი ედუარდი უელსის პრინცად აკუ

რთხა. 

1296 წელს შოტლანდიაში შეიჭრა და დროებით დაიპყრო. 1297-1305 წლებში ებრძოდა აჯანყებულებს, ენდრიუ მორეისა და უილიამ უოლესს. 1305 წელს უილიამ უოლესი, აჯანყებულთა მეთაური სიკვდილით დასაჯა. მშვიდობა ჩამოაგდო საფრანგეთის მეფე ფილიპე III სამართლიანთან. გარდაიცვალა 1307 წელს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq