საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბიზანტიის იმპერატორი იუსტინე I – ქართველი მეფეების, წათე I ლაზისა და გურგენ იბერიელის მასპინძელი
იუსტინე I (ლათ: Flavius Justinus; ბერძნ: Ἰουστίνος; დ. დაახლ. 450 — გ. 1 აგვისტო 527) — ბიზანტიის იმპერატორი 518-527 წლებში, იუსტინიანიდების დინასტიის დამაარსებელი. 

წარმოშობით ილირიელი გლეხი იყო და ღორებს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება. აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ანასტასიოს I ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დაუსახელებია. 

ახალი იმპერატორის არჩევას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სრულიად მოულოდნელად არჩეული იქნა იმპერატორის სასახლის დაცვის უფროსი იუსტინე. იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, სდევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი — მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა ქალკედონის კრების ძაგების გამო. ამასთან იუსტინე სრულიად გაუნათლებელი იყო, მან წერა-კითხვაც არ იცოდა. თუმცა შესანიშნავი განათლება მიაღებინა თავის ძმისშვილსა და მემკვიდრეს იუსტინიანეს, შემდგომში ბიზანტიის ყველაზე წარმატებულ იმპერატორს იუსტინიანე I-ს.

იმპერატორ იუსტინეს კავშირი ჰქონდა ქართველ მეფეებთან. იმ დროს ლაზიკა (ეგრისი) ბიზანტიის გავლენის ქვეში იყო. მაგრამ, მეფე წათე I ცდილობდა გათავისუფლებულიყო ამ გავლ
ენიდან, ამიტომ უარყო ქრისტიანობა და ირანელთა მხარეზე გადავიდა, შაჰმა კავად Iმა დახმარება ვერ აღმოუჩინა, და წათე I იძულებული შეიქმნა ისევ ბიზანტიელებს შერიგებოდა. 523 წელს იგი იმპერატორის მოთხოვნით კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ხელახლა მოინათლა.ქვრივმა ცოლად შეირთო ბიზანტიელი დიდმოხელის პატრიკიოს ნომეს ასული ვალერიანე და ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიის ჯარის დახმარებით წათე I-მა უკუაგდო ირანელთა შემოსევა, თუმცა ბიზანტიელებს დიდი დახმარება არ გაუწევიათ მისთვის.

523 წელს კონსტანტინოპოლში მეფე წათეს თან ახლდა იბერიის მეფე გურგენი. 523 გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ჯერ ეგრისს, მერე ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე 523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც, ქართლის ერთ ნაწილში, გრძელდებოდა მეფობა.

იუსტინე მოიხიბლა წათეს ლაზური წითელი წაღებით, გაწყობილი მარგალიტებით და ქრისოლითური არწივებით. მან გადაიღო წათესგან წაღების ჩაცმის სტილი და ამიერიდან ბიზანტიის იმპერატორების სამეფო ინსიგნიად იქცა წითელი წაღები.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq