საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

საყოველთაო კეთილდღეობისათვის მზრუნველი ბიზანტიის იმპერატორი ტიბერიუს II
ტიბერიუს II კონსტანტინე (დ. 520/535 — გ. 14 აგვისტო 582) — ბიზანტიის იმპერატორი 578-582 წლებში. წარმოშობით იყო თრაკიელი. იმპერატორ იუსტინე II-ს პირადი დაცვის უფროსი და მეგობარი. 
იმპერიას ფაქტირად ერთპიროვნულად მართავდა 574 წლიდან, როდესაც ის იუსტინე II-მ იშვილა და თანამმართველად გამოაცხადა, ხოლო თვითონ ქვეყნის მართვას განერიდა. 
ტიბერიუსი არ ზრუნავდა პირად კეთილდღეობაზე. მას მთავრ მიზნად მიაჩნდა საყოველთაო კეთილდღეობა. ამისთვის ხაზინიდან სოლიდურ ხარჯებსაც არ ერიდებოდა. მისი კურსით უკმაყოფილო დედოფალმა სოფია-მ და მხედართმთავარმა იუსტინიანემ მისი ჩამოგდების მიზნით მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც გამჟღავნდა. თუმცა ტიბერიუსმა გამოიჩინა იმ დროისათვის გაუგონარი სულგრძელობა და შეთქმულები ცოცხალი დატოვა. 

მრავალი ბრძოლა გადახდა სპარსელებთან, სლავებთან და ავარებთან. მათ ებრძოდა გარდამავალი უპირატესობით. 582 წელს თავისი ასული შერთო მხედართმთავარ მავრიკიოსს და იგი გამოაცხადა მემკვიდრედ. ისტორიაში შევიდა როგორც ჭკვიანი და წინდახედული მმართველი.
სამეფო კლუბის გერბი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq