საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

შოტლანდიის მეფე ალექსანდრე II

ალექსანდრე II (შოტ: Alaxandair mac Uilliam) (24 აგვისტო 1198 – 8 ივლისი 1249) - იყო შოტლანდიის მეფის უილიამ I და ერმაგარდას შვილი. ის დაიბადა 1198 წელს შოტლანდიის ქალაქ ჰადინგტონში, მან თავისი ბავშვობის წლები ინგლისში გაატარა. 1214 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა შოტლანდიის მეფე უილიამი, ტახტის მემკვიდრე გახდა ალექსანდრე, ამავე წელს მოხდა მისი კორონაცია.
ალექსანდრესთვის მემკვიდრეობით მიღებული შოტლანდია საკმაოდ პატარა იყო. მას ესაზღვრებოდა სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ტომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მეფეს არ ემორჩილებოდნენ. ჩრდილოეთით მდებარეობდა კეტნესის საგრაფო და საზერლენდი, დასავლეთით გალებით დასხლებული ჰებრიდის კუნძულები, ხოლო სამხრეთით გალოვეს დამოუკიდებელი საგრაფო. შოტლანდიის სამხრეთით არსებულ ტერიტორია სადავო იყო ინგლისთან. ალექსანდრეს სურდა დაებრუნებინა ეს ტერიტორები, ამის გამო შოტლანდიის მეფე ალექსანდრესა და ინგლისის მეფე ჯონს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
ამ პერიოდში ინგლისის მეფის წინააღმდეგ მისი გრაფები გამოვიდნენ, მათ მეფე ფულს ძალავდა საფრანგეთთან ხანგრძლივი ომების საწარმოებლად, გრაფებმა პეტიცია შეადგინეს. პეტიციაში თავიანთი მოთხოვნები იყო წამოყენებული, ამ პეტიციას მაგნა კარტას სახელი ეწოდა, ბარონებმა შოტლანდიის მეფის ალექსანდრეს მოთხოვნები 45 მუხლში შეიტანეს. მეფე ჯონი იძულებული გახდა ეს დოკუმენტი მიეღო და მან თავისივე ბეჭდით მათი მოთხოვნები დაადასტურ
ა, თუმცა როგორც კი ეს გააკეთა მაშინათვე უარყო ბარონების მოთხოვნები. ბარონებს ეს არ მოეწონათ და მათ ინგლისში მეფის მოშორება გადაწყვიტეს, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ამით ისარგებლა ალექსანდრემ და ჩრდილოეთ ინგლისში შეიჭრა. მას მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ის სამხრეთისკენ მიიწევდა. ალექსანდრემ კავშირი დაამყარა საფრანგეთთან, შოტლანდიის მეფე იყო პირველი ვინც ინგლისის სამხრეთით არსებულ დოლვერის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა, ბრიტანეთის ნახევარი მის ხელში იყო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ინგლისის მეფე ჯონი, ინგლისელმა ბარონებმა ალექსანდრეს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, ალექსანდრე იძულებული გახდა ეს შეესრულებინა. ინგლისის ახალმა მეფე ჰენრი III გამოსცა ახალი მაგნა კარტა, სადაც შოტლანდიის მოთხოვნები ამოღებული იყო. ალექსანდრესთვის მოვლნები კიდევ უფრო გაუარესდა, რომის პაპამა მხარი ჰენრის დაუჭირა და ის ეკლესიიდან განკვეთა. პაპი ალექსანდრესგან მოთხოვდა ინგლისისთვის, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის დაბრუმნებას და ჰენრისთვის პატივის მიგებას. ალექსანდრე იძულებული გახდა ეს მოთხოვნები შეესრულებინა.
ამის შემდეგ ალექსანდრე შოტლანდიის ჩრდილოეთით არსებული მიწების დამორჩიელბას შეუდგა. ჯერ მან შემოირიგა გალი აზნაურები და ისინი თავის სამსახურში ჩააყენა. ამავე პერიოდში როშში ალექსანდრეს მოწინააღმდეგე აზნაურები აჯანყდნენ, შოტლანდიის მეფის ერთგულმა გალმა აზნაურებმა აჯანყებულებს თავები მოჰკვეთეს და ის
მეფეს გაუგზავნეს. ალექსანდრე მის მეტექოებს სასტიკად უსწორდებოდა. ის იყო შოტლანდიის პირველი მეფე რომელმაც შეძლო შოტლანდიური ყველა ტომის დამორჩილება.
ალექსანდრე II 35 წელი იმეფა, ის 1249 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე (+304)
2 (15) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე (+304) ხსენების დღე.
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (+936)
2 (15) ოქტომბერს აღინიშნება ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის (+936) ხსენების დღე.
gaq