საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ბიზანტიის იმპერატორი ბასილი I მაკედონელი (მან შვილებს ქართული ენა შეასწავლა)
ბასილი I მაკედონელი (ბერძნ. Βασίλειος ὁ Μακεδών) — ბიზანტიის იმპერატორი 867-886 წლებში. ის იყო უბარალო გლეხების შვილი. თუმცა იზრდებოდა საიმპერატორო პალატებში. მან მოახერხა იმპერატორ მიხეილ III-ის კეთილგანწყობის მოპოვება. რომელმაც იგი თანამმართველად დანიშნა. ამის შემდეგ მან მოაკვლევინა მიხეილ III და გახდა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. საფუძველი დაუდო მაკედონელთა დინასტიას ბიზანტიის იმპერიის ტახტზე.
იმპერატორს აწუხებდა ცოდვებიმ და ცდილობდა მონანიებას.
ბასილი პირველი მაკედონელი იყო სასწაულთმოქმედი ილარიონ ქართველის თაყვანისმცემელი, მისი წმინდა ნაწილების დასავანებლად ააშენებინა ჰრომანას (რომანას) მონასტერი, იქ დაამკვიდრა ილარიონ ქართველის სამი მოწაფე და სთხოვა მათ, ესწავლებინათ მისი შვილებისათვის ქართულიად წერა–კითხვა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq