საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ჟანა დ’არკი
ჟანა დ’არკი (Jeanne d’Arc), ორლეანელი ქალწული (ფრანგ.: la Pucelle d’Orléans)[1] (დ. 6 იანვარი, 1412, სოფ. დომრემი, ზემო მაასი — გ. 30 მაისი, 1431, რუანი), საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში.

ფანატიკურად მორწმუნე ჟანა დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, ორლეანს, რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. 1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟანა დ’არკი გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს ჟანა დ’არკმა თავისი ჯარით შეაღწია გარემოცულ ორლეანში. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები ჟარჟო, ბოჟანსი და სხვა.
1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟანა დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეიმსი, სადაც 1429 წლის 17 ივლისს შარლ VII მეფედ აკურთხეს.
ჟანა დ’არკის უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი ფაქტობრივად ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანა დ’არკის დასახსნელად, ქ. რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.
1456 წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq