|
არაბებისგან ევროპის გადამრჩენელი - კარლოს მარტელი
კარლოს მარტელი (დ. 686 ან 688 — გ. 22 ოქტომბერი, 741) — ფრანკთა სამეფოს მაიორდომი 717—741 წლებში. კარლოსი იყო პიპინ ჰერისტალიელის შვილი უკანონო ცოლის ალპაიდასაგან. იმპერატორი კარლოს დიდი იყო მისი შვილიშვილი და მათგან შეიქმნა კაროლინგების დინასტია, რომელმაც შეცვალა მეროვინგების დინასტია.
კარლ მარტელის მთავარი დამსახურებაა 732 წელს პუატიესთან მანამდე ულეველი არაბული არმიის დამარცხება, რისი მეშვეობითაც შეწყდა არაბების წინსვლა ევროპაში. ამგვარად ევროპა გადარჩა. პუატიეს ბრძოლა, ტურის ბრძოლა – ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის. გაიმართა 732 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ტურთან ახლოს, ფრანკების იმპერიის და აკვიტანიის საზღვართან ახლოს. ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ავსტრაზიის და ნეისტრიის მაიორდომი კარლოს მარტელი და ომაიანების სახალიფოს ალ-ანდალუზიის გენერალ-გუბერნატორი აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი. ბრძოლა დამთავრდა ფრანკების გადამწყვეტი გამარჯვებით. აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ხოლო კარლოს მარტელის ძალაუფლება გავრცელდა უფრო სამხრეთით. პუატიეს ომის შედეგად შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით. პრუსიელი ისტორიკოსის, ლეოპოლდ ფონ რანკეს სიტყვებით: „პუატიეს ბრძოლა იყო გარდამტეხი მსოფლიო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში" |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|