საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ანტონინუს პიუსი
ანტონინუს პიუსი ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი (Antoninus Titus Aurelius Fulvus Pius) (დ. 19 სექტემბერი, 86, ლანუვიუმი — გ. 7 მარტი, 161) — რომის იმპერატორი 138-დან. დაიბადა სენატორის ოჯახში. კონსულად იყო 120 წელს, აზიის პროკონსულად 135-136; იმპერატორ ადრიანემ იშვილა და თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 138 წელს მიიღო - "პიუსის" (ღვთისმოსავი) ოფიციალური წოდება. ანტონინუს პიუსის დროს სახელმწიფო გაძლიერდა პოლიტიკურად და ეკონომიურად. მოწესრიგდა პროვინციების მმართველობა. ანტონინუს პიუსის ღონისძიებებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა კანონი, რომლითაც ისჯებოდა მონის მკვლელი მონათმფლობელი და იძულების წესით იყიდებოდნენ ულმობელ მეპატრონეთა მონები. ანტონინუს პიუსმა მიიღო "სამშობლოს მამის" წოდება. ატარებდა მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას. გაამაგრა სახელმწიფო საზღვრები ("ანტონინუსის კედელი" ბრიტანეთში). იცავდა სენატორული არისტოკრატიას და მქონებელი კლასების ინტერესებს, რამაც გამოიწვია აჯანყება რომის პროვინციებში (ეგვიპტეში, დაკიაში, აქაიაში, იუდეაში). 147 წელს ანტონინუს პიუსმა მოაწყო დიდი ზეიმი რომის დაარსების 900 წლისთავის აღსანიშნავად.
 იმპერატორმა იბერიის მეფე ფარსმანი რომში მიიწვია.ეს იყო პირველი შემთხვევა ანტიკური იბერიის ისტორიაში,როდესაც იმპერატორის მოწვევით იბერიის მეფე რომში შედის. ფარსმანი დათანხმდა ამ შემოთავაზებას,საჭიროებისათვის დიდი ამალაც გაიყოლა თან და რომისაკენ გაემართა.მ
ეფე ფარსმანი ამაყად შევიდა მსოფლიოს დედაქალაქში,სადაც იბერთა მეფეს არნახული პატივი მიაგეს.

რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი გადმოგვცემს:  კეისარმა გაუდიდა მას [ ფარსმანს ] სამეფო.,ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, ენიეონში მისი ქანდაკება დაადგმევინა და მისი,მისი ძისა და სხვა დიდებულ იბერთა სამხედრო ასპარეზობას უყურებდა.

ანტონინუს პიუსმა პირველ რიგში, ცნო იბერიის  სუვერენიტეტი და გაუდიდა კიდეც საზღვრები ფარსმანს.ნება დართო უცხო არარომაელს, იბერთა მეფეს, მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში. ეს უდიდესი პატივის მანიშნებელი გახლდათ. ანტონინუსის ბრძანებით მარსის ველზე დადგეს მეფე ფარსმანის ძეგლი.

აღსანიშნავია,რომ თუ რომში რაიმე დიდი მოვლენა მოხდებოდა,საგანგებოდ წერდნენ ე.წ. ,,ფასტიებზე”. ერთ-ერთ ,,ფასტიაზე” რომელიც აღმოაჩინეს ნავსადგურ ოსტიასთან,მდინარე ტიბრზე – რომის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის პირველ ადგილზეა ფარსმანისა და მისი ოჯახის სტუმრობა რომში. საუბედუროდ ფასტიაზე დაწერილი მეფის მისი ვაჟისა და მეუღლის სახელები ფრაგმენტულად შემორჩენილა: ვაჟის სახელიდან შემორჩა მხოლოდ ბოლო [ e ] ხოლო დედოფლის სახელისაგან საწყისი ასოები [ phr ]  (საქართველოს ისტორიის ნარკვევები.ტომი I)

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq