საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

დანიის დედოფალი 78 წლის გახდა
georoyal.ge
დანიის დედოფალი დაიბადა 1940 წლის 16 აპრილს. იგი გახლავთ დანიის ყოფილი მეფის ფრედერიკ IX -სა და დედოფალ ინგრიდის ქალიშვილი. დედამისი შვედეთის პრინცესა იყო.

დღევანდელი მონარქი ტახტზე ავიდა 1972 წლის 14 იანვარს. დანიის მონარქთა დინასტიის გვარია შლეზვინგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი. დედოფლის მეუღლეა დანიის პრინცი ჰენრიკი. ეს ტიტული ფრანგი გრაფების შთამომავალს ანრი მარი ჟანა ანდრე დე ლაბორდ დე მონპეზას მიენიჭა 1967 წელს, მომავალ დედოფალზე ქორწინების შემდგომ. სამეფო წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ფრედერიკი და იოაჰიმი.

მარგარეტ II 1972 წლიდან ხალხის სამსახურშია - ასრულებს დანიის სახელმწიფო მეთაურის მოვალეობას. დედოფალი გატაცებულია ხატვით, გრავიურით, წიგნების დიზაინით. მეუღლესთან ერთად თარგმნის წიგნებს.


სამუხაროდ, წელს, 2018 წლის 13 თებერვალს მას გარდაეცვალა მეუღლე, მეფე-კონსორტი ჰენრიკი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq