საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

აფონსუ V - პორტუგალიის მეფე 1438 - 1481

აფონსუ V ( პორტ. Afonso V; 15 იანვარი 1432 - 28 აგვისტო 1481) – პორტუგალიის მეფე 1438 - 1481 წლებში (ავისის დინასტია). დუარტესა და ელეონორა არაგონელის ვაჟი. იქორწინა 1448 წელს იზაბელაზე, პედრო კომბრელის ჰერცოგის ასულზე.

 დუარტეს გარდაცვალების შემდეგ, აფონსუს სრულწლოვანობამდე ქვეყანას მმართავდა მისი დედა ელეონორა. ამ პერიოდში ხშირი იყო არეულობები. დიდებულების ლიდერები იყვნენ ინფნტები პედრუ, ენრიკე და ჟუანი - მცირეწლოვანი აფონსუს ბიძა, რომელმაც ხელში ჩაიგდო რეგენტობა. 1441 წელს დედოფალი კასტილიაში გაიქცა და გარდაიცვალა ტოლედოში. 1448 წელს აფონსუმ სრულწლოვანებას მიაღწია, ცოლად თავისი ბიძაშვილი იზაბელა მოიყვანა და დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლად მმართვა.

 იგი განათლებული, მჭერმეტყველი, ზნეობრივი და ზრდილობიანი იყო, მაგრამ თავარიანი, მას იტაცებდა გეგმები, რომლის განხორციელებაც არ შეეძლო. იგი ჯერ სიმამრის, პედრუს რჩევებს უსმენდა, მაგრამ მოგვიანებით იჩხუბა მასთან და ჩამოაშორა კარს. მათ შორის კონფლიქტი ომში გადაიზარდა, 1449 წლის მაისში ალფარობეირასთან ბრძოლაში პედრო დაიღუპა.

 შემდეგ წლებში აფონსუ ებრძოდა მაროკოელ მავრებს და ატარებდა ექსპედიციებს აფრიკის ნაპირების გასწვრივ. 1458 წელს მეფე დიდი ფლოტით წავიდა ალკასერის დასაპყრობად. ციხე ცოტახანში დანებდა.

1463 და 1464 წლებში მეფემ ორჯერ უშედეგოდ სცადა ტანჟერის აღება. მესამე ლაშქრობა შედეგიანი აღმოჩნდა. პორტუგალელებმა ჯერ მდიდარი არზილა აიღეს, ხოლო 1470 წელს მეფე ტრიუმფით შევიდა ტანჟერში.

 შემდეგ აფონსო საკმაო ხანს იბრძოდა კასტილიის ტახტისთვის. თავისი პრეტენზიების გასამართლებლად მან ცოლად მოიყვანა ხუანა, ენრიკე IV-ს ერთადერთი ქალიშვილი, 1475 წელს აფონსუ კასტილიაში შეიჭრა და ომი ენრიკეს დის იზაბელას წინააღმდეგ დაიწყო. პორტუგალელებმა აიღეს ტორო და სამორა, მაგრამ მეტ წარმატებებს ვერ მიაღწიეს - კასტილიელი დიდებულები დედოფლის ერთგულები დარჩნენ. 1476 წელს გაიმართა ტოროსთან ბრძოლა. აფონსუ დამარცხდა. 1479 წელს მან უარი თქვა კასტილიის ტახტზე, იზაბელასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და გაშორდა ხუანას. იმავე წელს იგი განმარტოვდა და მმართველობა შვილს ჟუანს გადააბარა. მისი ბრძანებით ლისაბონის მახლობლად, ზღვის ნაპირზე, დაიწყო მონასტრის მშენებლობა. აფონსუს აქ სურდა დასახლება, მაგრამ იგი გარდაიცვალა სანამ მონასტრის მშენებლობა დასრულდებოდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq