საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

დედოფალი ვიქტორია - უკანასკნელი ჰანოვერთა დინასტიიდან
მონარქად კურთხევა

დიდ ბრიტანეთში და თანამაგობრობის ქვეყნებში პატივს აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის მონარქის, დედოფალ ვიქტორიას გადრაცვალების დღეს (1901 წლის 22 იანვარი).

მომავალი დედოფალი დაიბადა 1819 წლის 24 მაისს.  იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი 1837-1901 წლებში, 1876 წლიდან მის ტიტულს დაემატა ინდოეთის იმპერატორის წოდება.

ვიქტორია იყო ედვარდ კენტის ჰერცოგისა და ვიქტორია საქსენ-კობურგ გოთას ასული. 1840 წელს ცოლად ალბერტ საქსენ-კობურგ გოთას, თავის ბიძაშვილს გაჰყვა.

ძალიან საინტერესოა, რომ დედოფალი ვიქტორია ითვლება ჰანოვერების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენლად. ვინაიდან მისი შვილები მამის გვარს ატარებდნენ (ტრადიციისამებრ გვარი მამის ხაზით გადადის) და დედოფალ ვიქტორიას მერე დიდი ბრიტანეთის სამეფო დინასტიის გვარი გახდა საქს-კობურგ-გოთა, მისი ვაჟი ედუარდ VII სწორედ ამ გვარის წარმომადგენლად ითვლება (1917 წელს გერმანიასთან ომის გამო, დინასტიამ გერმანული გვარი საქს-კობურგ-გოთა გადაიკეთა უინძორად).

ვიქტორიას მამა, კენტის ჰერცოგი მოკვდა, როდესაც ქალიშვილი 8 თვის იყო. დედა ვიქტორიას მკაცრად ზრდიდა და არ ანებივრებდა. მომავალმა დედოფალმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი აღმზრდელი ლორდი ვილიამ მელბურნი იყო, რომელიც უკვე ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი. იგი უკითხავდა ვიქტორიას ლექციებს სახელმწიფო სამართალზე, ისტორიაზე და აცნობდა მას კონსტიტუციური მმართველ
ობის პრაქტიკას. ვიქტორიამ თავისუფლად იცოდა გერმანული, ფრანგული და იტალიური ენები. განათლება მას კარგად გამოადგა.მმართველობის პირველივე საათებში, იგი, მიუხედავად ახალგაზრდობისა, იმდენად დარწმუნებულად მოქმედებდა, თითქოს დიდხანს იჯდა ტახტზე. თუმცა დასაწყისში დედოფალს ძალიან უყვარდა გართობა, იგი ხშირად აწყობდა მეჯლისებს და მიღებებს.

დედოფლის ხასიათი მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიცვალა. მისი მეუღლე პრინცი ალბერტი მეთოდური და პუნქტუალური ადამიანი იყო. მისი გავლენის ქვეშ ვიქტორია თავნება გოგოსგან გადაიქცა პასუხისმგებელ მონარქად. ვიქტორია ყველაფერში ითვალისწინებდა მის რჩევებს და მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა იგი. თუმცა ინგლისელებს ალბერტი ნაკლებად უყვარდათ, მხოლოდ მისმა უეცარმა გარდაცვალებამ შეცვალა ხალხის დამოკიდებულება პრინცისადმი. ვიქტორიასთვის მეუღლის გარდაცვალება ისეთი დარტყმა იყო, რომლისგანაც იგი გონზე ვეღარასოდეს მოვიდა.

პირველ ხანებში იგი გამოიკეტა და უარს ამბობდა საჯარო ცერემონიებში მონაწილეობის მიღებაზე. ალბერტის გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორიასთვის მთავარი მიზანი, მისი ხსოვნის უკვდავ ყოფა გახდა. მის საპატივცემლოდ აშენდა ცნობილი ალბერტ ჰოლი. ვიქტორია თითქმის 40 წლის მანძილზე შავებს ატარებდა და ჩიოდა, რომ აკლია მისი რჩევები.

ახალი მრჩეველი დედოფალმა მხოლოდ 1874 წელს იშოვა, ტორის ლიდერის ბენჯამინ დიზრაელის სახით. დიზრაელი ენერგიულად შეუდგა მონარქიის განმტკიცე
ბას, მან დაარწმუნა ვიქტორია, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ხალხთან. 1876 წელს მან დედოფალს მიანიჭა ინდოეთის იმპერატორის ტიტული. დიზრაელის შემდეგ 1880 წელს მოსული მინისტრი ვილიამ გლადსონი დედოფალს არ მოსწონდა და მუდამ უთანხმოება ჰქონდა მის მინისტრებთან.

ვიქტორია 64 წელი მეფობდა. მისი მონარქობის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიალურ განვითარებაში, ვაჭრობაში, ფინანსებში, საზღვაო ტრანსპორტი და იმპერიის გაფართოებაში. იგი გახდა სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. თანამედროვეებიც და შთამომავლებიც ამ წარმატებებს ვიქტორიას სახელს უკავშირებდნენ (ვიქტორიანული ეპოქა).

დედოფალ ვიქტორიას ევროპის ბებიასაც უწოდებდნენ, ვინაიდან არა ერთი ევროპის დინასტიის წარმომადგენელზე დაქორწინდა მისი 9 შვილი 9ამაზე სხვა დროს გიამბობთ).

ვიქტორია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ინგლისელებისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი ერი აცნობიერებდა, რომ ემშვიდობება ეპოქას.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq