საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

აფონსუ II სქელი (პორტუგალია)
აფონსუ II სქელი (პორ. Afonso II o Gordo) (23 აპრილი 1185 - 25 მარტი 1223) პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1211 - 1223 წლებში. სანჩუ I და დუკა ბარსელონელის ვაჟი. იქორწინა 1206 წელს ურაკაზე, კასტილიის მეფის ალფონსო VIIIს ასულზე.

აფონსუს მმართველობა დებთან ჩხუბით დაიწყო. სანჩუ I-მა მათ დიდი მამულები დაუტოვა, მაგრამ მეფეს ამდენის გაღება არ სურდა. მხოლოდ 1216 წელს რომის პაპის ინოკენტი III-ს ჩარევის შემდეგ მორიგდა მათთან, მამულების ნაწილის მიცემით. 1217 წელს ნინდერლანდელი ჯვაროსნების დახმარებით, მან დაამარცხა მუსულმანები ალკასერ დო სოლის ბრძოლაში. მოქალაქეები დანებდნენ. მეფემ ბრძანა მოეკლათ ყველა მამაკაცი, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა განდევნა. რომის პაპთან კონფლიქტში, აფონსუს თავი ისევე მტკიცედ ეჭირა, როგორც მამამისს. ამის გამო იგი განკვეთეს ეკლესიისგან და მთელს სამეფოს დაედო ინტერდიქტი.

მეფე აფონსუმ კარგი კანონები შემოიღო თავისუფალი მოქალაქეების დასაცავად, ზრუნავდა სასამართლოების სამართლიანობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. იგი პაპთან შეურიგებლად მოკვდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq