საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ალბერტ I ბელგიელი
ალბერტ I სრული სახელი ალბერტ ლეოპოლდ კლემენტ მარია მეინრადი (Albert Léopold Clément Marie Meinrad) (8 აპრილი 1875 - 17 თებერვალი 1934) ბელგიის მეფე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან, 1909 - 1934 წლებში. 1900 იქორწინა ელისაბედზე, ბავარიის ჰერცოგის კარლ ფრიდრიხის ასულზე.

ალბერტი იყო ლეოპოლდ II-ს უმცროსი ძმის უმცროსი ვაჟი და არ იყო ტახტის მემკვიდრედ დაბადებული. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო სპორტით, ჯირითით, ალპინიზმით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. ძალიან უყვარდა კითხვა. დღეში არანაკლებ ორი წიგნს კითხულობდა, ლიტერატურაზე, სამხედრო საქმეზე, მედიცინაზე, ავიაციაზე. იგი თვითონ ატარებდა მოტოციკლეტს და ისწავლა თვითმფრინავის პილოტობა. თავისი თვისებების გამო, ალბერტი პოპულარული გახდა ბელგიაში, სადაც არ უყვარდათ ლეოპოლდი.

1891 წელს, მისი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდგომ, გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ.

ტახტზე ავიდა 1909 წლის 17 დეკემბერს.

გამეფების შემდეგაც მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი გაურბოდა ფუფუნებას, უბრალოდ ღებულობდა სტუმრებს, უყვარდა მოგზაურობა და იყო კარგი ოჯახის მამა. გაატარა ბევრი რეფორმა, შემოიღო სავალდებული განათლების სისტემა, მოახდინა სახელმწიფოს ცხოვრების ჰუმანიზაცია.

ყველანაირად ცდილობდა პირველ მსოფლიო ომში ბელგიას არ მიეღო მონაწილეობა და გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მაგრამ გერმანიის იმპერატორ ვილჰემ II-ეს უნდოდა ბელგიის დაკავება. 

ალბერტ I-მა ხელში აიღო ბელგიის არმიის მთავარსარდლობა, კონსტიტუციის თანახმად. ბელგიელებმა მრავალრიცხოვანი და უძლიერესი გერმანის არმიის შემოტევას ვერ გაუძლეს და ბრიუსელი დატოვეს, თუმცა გერმანიის არმიამ ვეღარ შეძლო მთელი ბელგიის დაკავება. ბელგიის ჯარი წარმატებით იგერიებდა უძლიერესი არმიის შემოტევებს.

ბელგიელებმა "მეფე-ჯარისკაცი", მეფე-რაინდი" უწოდეს ალბერტ I-ს. 

ომის დასრულების შემდგომ ფეხზე დააყენა ბელგია, რომელიც დაზარალებული იყო გერმანული ოკუპაციის გამო. 

მეფე გატაცებული იყო ალპინიზმით და დაიღუპა 1934 წელს მარშ-ლე-დამის მახლობლად მთაზე ასვლისას უბედური სემთხვევის გამო.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq