საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

ქეით მიდლტონი - ბრიტანული მოდის დესპანი

როგორც წესი, ოფიციალური ვიზიტებისათვის პრინც უილიამის მეუღლე ირჩევს ბრიტანელი დიზაინერების კაბებს. თანაც, ყოველთვის როდი მიმართავს ისეთ აღიარებულ ბრენდებს, როგორიცაა, მაგალითად Alexander McQueen-ი.  ჰერცოგინიამ უარი განაცხადა სამეფო კარის სტილისტთა სამსახურზე და კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერი ბრენდის შემოთავაზებებს, რომლებიც თავიანთ მორთულობებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობენ.

ქეით მიდლტონი  თავისი ქვეყნის მოდის დესპანად აღიარეს მას შემდეგ, რაც შარშან მისი გემოვნება შეაფასეს აშშ-ში  მისი პირველი  ვიზიტის დროს. კალიფორნიაში ის ტრაპიდან დაეშვა „Roksanda Ilincic“-ის ცისფერი კაბით. „ეს წარმოუდგენელი გრძნობაა, როდესაც ქეთრინი, კემბრიჯის ჰერცოგინია ირჩევს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კაბას - ამბობს გულაჩუყებული დიზაინერი ილინჩიკი - „ის მოდის ფანტასტიკური დესპანია და მთელი თავისი არსებით ნამდვილი პრინცესაა“. ლოს-ანჟელესში „BAFTA Brits to Watch event“-ზე ქეითი  გამოჩნდა Alexander McQueen-ის კაბით, ხოლო სანტა-ბარბარაში სპორტულ სანახაობაზე - Jenny Packham-ის კაბით.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq