საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

პრინცესა დაიანას კაბა - ბუკინგემის სასახლეში!
georoyal.ge

ლეგენდარულმა დიზაინერმა დევიდ ემანუელმა, რომელსაც შეკერილი აქვს საქორწილო კაბა გასული საუკუნის ყველაზე ხმაურიანი ქორწილისათვის - პრინც ჩარლზისა და დაიანა ფრენსის სპენსერის ჯვრისწერისას, გაამხილა თავისი საიდუმლოებანი. ჟურნალ ” HELLO”-სათვის მიცემულ ინტერვიუში იგი ჰყვება პრინცესასთან თავის შეხვედრაზე და კაბის დიზაინზე მუშაობის პროცესის შესახებ.

”ჩვენ შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ” Vogue”-ს მთავარი რედაქტორის მეშვეობით. მე მაშინ ვმუშაობდი ჩემი მაშინდელი მეუღლის, ელიზაბეტის კაბებზე. დაიანამ მითხრა, რომ ეძებდა ლამაზ კაბას. ის ისეთი ნაზი და მორცხვი იყო, მე მაშინვე გავიფიქრე, რომ მას კარგი აღზრდა უნდა ჰქონოდა მიღებული.

დაიანასთვის შესრულებული პირველი სამუშაო გახლდათ მისი ცნობილი ხავერდის შავი კაბა ბრეტელების გარეშე, რომელიც მომავალმა პრინცესამ ჩაიცვა ნიშნობის შემდეგ საჯარო ღონისძიებაზე  ”Goldsmith’s Hall ”-ში 1981 წლის მარტში. კაბას ისეთი მოწონება ხვდა, რომ შემდეგ დაიანას სხვა დიზაინერზე აღარც უფიქრია საქორწილო კაბის შესაკერად.

სამეფო ოჯახის თხოვნით საქორწილო კაბა დევიდ ემანუელის ”ბუტიკიდან” ინაცვლებს ბუკინგერმის სასახლის მუზეუმში.


დევიდ ემანუელი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq