საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

სამეფო სტილი - პრინც ჯორჯის სამოსელი პირველი

ჰერცოგინია ქეთრინი და პრინცი უილიამი ემზადებიან თავიანთი შვილის საჯარო დემონსტრირებისათვის - ამავე დროს, ისინი იუმორით ეკიდებიან პირმშოსათვის სამოსის შერჩევას.

ქეითი ეწვია თავის საყვარელ საბავშვო მაღაზიას ჩელსიში და შეიძინა რამდენიმე პულოვერი. ერთი მათგანი ლურჯია და სუფთა  შალისა არის სამხედრო-საზღვაო ფორმის სტილში და გულზე ბრიტანული დროშით; მეორე - ბამბისაა, ბუკინგემის ციხე-სიმაგრის გვარდიის საპატიო ყარაულის სახალისო პრინტით.

ორივე ეს პულოვერი სამეფო წყვილს დაუჯდა 49,98 ფუნტი სტერლინგი: 34,99 - შალისა და 14, 99 - ბამბის.  პულოვერებს პატარა ჯორჯი მიიღებს საახალწლო საჩუქრის სახით,.

სამეფო წყვილი დამდეგ შობას განსაკუთრებული მღელვარებით ელოდება -  ეს ხომ პატარა ჯორჯის პირველი შობა იქნება.

ტრადიციულად, სანდრინგემის სასახლეში 30-მდე სტუმარი იყრის ხოლმე თავს 23 დეკემბერს, სადაც ეწყობა ყველა საახალწლო დღესასწაული.  საშობაო საჩუქრებს ალაგებენ წითელ მისაღებში და თითოეული საჩუქარი  ბაფთით არის შეკრული. ყოველ ბაფთაზე  აღნიშნულია, თუ ვის განეკუთვნება ის.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq