საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

To Chairman of the Central Election Commission of Georgia Mrs. Tamar Zhvania საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას
Unity of Georgian Nationalists ქართველ ნაციონალისტთა ერთობა


 

S T A I T M E N T

  Mrs. Tamar, a political organization registered with the Central Election Commission: Unity of Georgian Nationalists - Gaioz Mamaladze, will not submit a party list to the Central Election Commission as a sign of protest, because the election legislation is discriminatory and anti-democratic.

  We do not refuse to register with the CEC, but we want to participate, with the same registration in the next local elections in 2021. Until then, we demand that we maintain the CEC registration for the parliamentary elections, which may be re-appointed. We demand the October 31, 2020 elections to be postponed, the election legislation to become truly democratic, andparliamentary elections to be held after all of that.

  Yes, we want to participate in the parliamentary elections, but the election legislation is discriminatory, because the Electoral Code distinguishes between parties on the basis of property, in the case of being in power or gaining an advantage gained during the previous government or participating in the previous parliamentary elections by formally (or machinally) acquiring a "qualification" acquired by joining any blockand this one part participating in the elections, the so-called qualified parties, gives a very large amount of money (especially for a violation of the rule of law, democracy, justice and equality) is the parliamentary decision on September 3rd this year to provide additional funding for the so-called qualified parties with an extra large amount (GEL 1,600,000 each).

  The political organizations from the middle class and the poor people are prevented in every possible way not to reveal the will of the representatives of the mentioned strata. Moreover, it imposes secret taxes ( the so-called drug certificate ) which is paid, which is usually common for all candidates, but for a middle-class party it is quite a large amount ( although it was canceled for this particular election, it was canceled very late, according to our categorical request), imposes the need to submit a notice of deprivation of rights (which, in fact, is also costly and only a formality, because the letter can be seen by the CEC as a governmental ( on the websites of the Ministry of Internal Affairs and the Public Registry) and imposes the need to fill in the property de

claration (possible sanctions in the amount of GEL 1,000 in case of violation of the deadline). Although out of 9,000 candidates, only 150 become members of parliament.

 

       Added to this is the ban on airtime, actual, real, for unqualified, or poor, parties, not only on the public broadcaster, but also on other, commercial (indirectly) televisions. Since e. წ. The Parliament (together with the government and the parliamentary opposition) allocated GEL 600,000 to the qualified parties for the purchase of seven (7 leading) strong and popular TV stations. The large sum of GEL 10,800,000 allocated to 18 "qualified" parties will completely occupy the airtime of popular TV channels, greatly increase, eliminate free airtime and make the price of political advertising inaccessible to "unqualified" political forces. That is, for those who have not become "qualified" by being in a bloc with the government or another wealthy party (by machinations because there was no candidate on the exit list) .

From the budget of Georgia, ie with the money of the citizens / payers of Georgia, the government, by the decision of September 3, finances "Qualified" parties. This is a deal between the government and the opposition, which is a sign of political corruption. The middle and poor class of Georgian citizens, who also pay taxes to the state budget, were deprived of the opportunity to have their representative in the highest legislative body of Georgia. The Election Code still has many other shortcomings and unacceptable records ...

       We have tried to rectify all this, but neither the government nor the parliamentary opposition seems to be pleased with the amendment of the election legislation.

       Thus, holding elections according to the anti-democratic law will be unacceptable for the electorate, will soften our strategic partners and, most importantly, will cause complications in the country ...

      At the same time, the epidemic situation in the country is becoming very difficult, some political parties are treating each other very aggressively, which creates a danger of getting out of control of the processes. It should be clear to the entire political spectrum, the government, the parliamentary and the advertised opposition that such an election law is wrong. By giving a tribune to overlapping political parties and seizing a tribune for parties representing the interests of others (50-60%) and at the same time

discrediting them, the country may fall into a bad situation.

 

     Therefore, elections should be postponed until the law becomes democratic and simple.

  We will send copies of this letter to the Parliament, the Diplomatic Corps, and introduce it to the public. We hope that you will also give a remark to the Parliament on this issue .

 

       Warm regards

   Gaioz Mamaladze, Leader of the Unity of Georgian Nationalists 


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

                                       ქალბატონ თამარ ჟვანიას

                                                                    

                                                                    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       ქალბატონო თამარ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია: ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ წარადგენს პარტიულ სიას, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობა არის დისკრიმინაციული და ანტიდემოკრატიული.

       ჩვენ უარს კი არ ვამბობთ ცესკოში რეგისტრაციაზე, გვსურს, ამავე რეგისტრაციით მომავალ, 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. მანამდეც, ვითხოვთ შეგვინარჩუნდეს ცესკოს რეგისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელიც შეიძლება განმეორებით დაინიშნოს. ჩვენ ვითხოვთ გადაიდოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობა გახდეს ნამდვილად დემოკრატიული და ამის შემდეგ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

       დიახ, ჩვენ გვსურს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებშ

ი, მაგრამ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დისკრიმინაციული, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი განასხვავებს პარტიებს ქონებრივი ნიშნით, ხელისუფლებაში ყოფნის ან წინა ხელისუფლების დროს მოპოვებული უპირატესობის ან წინა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისას ფორმალურად (ანუ მაქინაციურად) რომელიმე ბლოკში გაერთანებით შეძენილი „კვალიფიციურობით“ და არჩევნებში მონაწილე ამ ერთ ნაწილს, ე. წ. კვალიფიციურ პარტიებს, აძლევს ძალიან დიდ თანხას (განსაკუთრებით, კანონის, დემოკრატიის, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის დარღვევაა ამა წლის 3 სექტემბრის საპარლამენტო გადაწყვეტილება ე. წ. კვალიფიციური პარტიებისათვის დამატებით ძალიან დიდი თანხით (თითოეულს 1 600 000 ლარი) დამატებით დაფინანსების შესახებ.

         ხოლო, საშუალო ფენის და ღარიბი ხალხის წიაღიდან გამოსულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ყველანაირად ხელს უშლის, რათა არ გამოვლინდეს აღნიშნული ფენებისა და იდეოლოგიის წარმომადგენელთა ნება არჩევნებში. მეტიც, უწესებს ფარულ გადასახადებს (ე. წ. ნარკოლოგიურიდან ცნობა (რომლის აღებაც ფასიანი, საერთო ჯამში, ყველა კანდიდატისთვის, ჩვეულებრივი, საშუალო ფენის ინტერესების გამომხატველი პარტიისათვის საკმაოდ დიდი თანხაა (მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული არჩევნებისთვის გააუქმეს, ისიც ძალიან დაგვიანებით, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად), უწესებს უფლების ჩამორთმების ცნობის მიტანის აუცილებლობას (რაც, ფაქტობრივად, ასევე ფასიანია და მხოლოდ ფორმალიზმია, რადგან ეს უკანასკნელი ცნობა ცესკომ შეიძლება იხილოს სამთავრობო (შსს და საჯარო რეესტრის საიტებზე) და უწესებს ქონებრივი დეკლარაციის შევსების აუცილებლობას (ვადის დარღევის შემთხვევაში შესაძლო სანქციებს 1 000 ლარის ოდენობით). მიუხედავად იმისა, რომ 9 000 დეპუტატობის კანდიდატისაგან მხოლოდ 150 ხდება პარლამენტის წევრი.

      ამას ემატება საეთერო დროის, ფაქტობრივი, რეალური, აკრძალვა არაკვალიფიციური, ანუ ღარიბი პარტიებისთვის, არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამედ, სხვა, კომერციულ ტელევიზიებშიც (ირიბად). ვინაიდან ე. წ. კვალიფიციურ პარტიებს შვიდი (7 წამყვანი) ძლიერი და პოპულარული ტელევიზიების ეთერის საყიდლად პარლამენტმა (ხელისუფლებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ ერთად) გამოუყო 600 000 ლარი. რაც, იმხელა თანხაა, რომ 18 „კვალიფიციური“ პარტიისთვის გამოყოფილი 10 800 000 ლარი მთლიანად დაიკავებს პოპულარული ტელევიზიების საეთერო დროს, ძალიან გაზრდის, გააქრობს უფასო საეთერო დროს და მიუწვდომელს გახდის პოლიტიკური რეკლამის ფასს „არაკვალიფიციური“ პოლიტიკური ძალებისთვის. ანუ მათთვის, ვინც  თუ სახელისუფლებო, ან სხვა მდიდარ პარტიასთან ბლოკში ყოფნის გამოყენებით (მაქინაციებით, რადგან გამსვლელ სიაში არ ჰყოლია კანდიდატი) არ გამხდარა „კვალიფიციური“.

       საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ საქა

რთველოს მოქალაქეების/გადამხდელის ფულით, ხელისუფლება, 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, აფინანსებს ე. წ. „კვალიფიციურ“ პარტიებს. ეს არის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გარიგება, რაც პოლიტიკური კორუფციის ნიშანს ატარებს. საქართველოს მოქალაქეების საშუალო და ღარიბ ფენას, რომლებიც ასევე იხდიან გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, წაერთვა საშუალება ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში.

        საარჩევნო კოდექსს კიდევ აქვს უამრავი სხვა ხარვეზი და მიუღებელი ჩანაწერი...

        ჩვენ ვეცადეთ, გამოგვესწორებინა ეს ყველაფერი, მაგრამ, არც ხელისუფლებას, არც საპარლამენტო ოპოზიციას არ აწყობს, როგორც ჩანს საარჩევნო კანონმდებლობის გამოსწორება.

       ამრიგად, ანტიდემოკრატიული საარჩევნო კანონით არჩევნების ჩატარება, იქნება ელექტორატისთვის მიუღებელი, ჩვენი სტრატეგიული პარნიორების გაწბილება და რაც მთავარია, შეიძლება ქვეყანში გამოიწვიოს გართულებები...

       მით უმეტეს, რომ ძალიან რთულდება ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ძალიან აგრესიულად ექცევა ერთმანეთს, რაც პროცესების კონტროლიდან გამოსვლის საშიშროებას ქმნის.

       მთელი პოლიტიკური სპექტრის, ხელისუფლების, საპარლამენტო და რეკლამირებული ოპოზიციისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი საარჩევნო კანონით, მხოლოდ ერთმანეთისადმი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული პოლიტიკური პარტიებისათვის ყველა ტრიბუნის მიცემით, სხვათა, ელექტორადის 50-60 % ინტერესების გამომხატველი პარტიებისათვის ტრიბუნის ჩამორთმევით და მათი დისკრედიტაციით შეიძლება ქვეყანა ურთულეს ვითარებაში ჩავარდეს.

          ამიტომ, არჩვნები უნდა გადაიდოს, სანამ კანონი არ გახდება დემოკრატიული და მარტივი.

          წინამდებარე წერილის ასლებს გავუგზავნით პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, გავაცნობთ საზოგადოებას. იმედი გვაქვს, თქვენც მისცემთ შენიშვნას პარლამენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

                პატივისცემით

                ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მეთაური                                 გაიოზ მამალაძე

 

       

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
9 (22) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
9 (22) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოციქულის იაკობ ალფესის (I) ხსენების დღე.
gaq