საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

დიდი ბრიტანეთი უმდიდრესი ქვეყანაა
გაიოზ მამალაძე
ბრინატეთის ინსიგნიები (არასრული)
 დიდი ბრიტანეთი უმდიდრესი ქვეყანაა. მის ყოფილ იმპერიაში მზე არ ჩადიოდა, იმიტომ, რომ თითქმის ყველა კონტინენტზე ჰქონდა უზარმაზარი კოლონიები. ამ კოლონიებიდან უდიდესი სიმდიდრე მოედინებოდა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საუნჯე თითქმის არასდროს ყოფილა მეზობლების თუ ბოროტმოქმედებების მიერ გაძარცული. მცდელობები რა თქმა უნდა იყო. 

ამიტომ, დიდი ბრიტანეთის მეფეების მიერ დაგროვებული ქონება, დღეს ტურისტების თვალს ახარებს და სპეციალისტების ყურადღებას იპყრობს. ის დღევანდელი ბრიტანელების სიღარიბის ფონზე არ არის შექმნილი.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსიგნიებს შორის ითვლება წმინდა ედუარდის გვირგვინი. ის დაამზადეს მეფე ჩარლზ II-სათვის 1661 წელს.

წმინდა ედუარდის გვირგვინი გამოიყენება იშვიათად, ახალი მეფის კურთხევის დროს (ძალიან მძიმეა). მასში გამოყენებულია წმიდა ედუარდ აღმსარებლის გვირგვინის ოქრო. ინახაბა ვესთმისთერის სააბატოში, სადაც ტურისტებს შეუძლიათ იხილონ. 

წმინდა ედუარდის გვირგვინი, როგორც ვთქვით, ოქროსია. მოჭედილია 444 ძვირფასი თვლით. წონა 2.155 გრამი.

ძალიან ძვირფასია საიმპერიო გვირგვინი, რომელიც დამზადდა დედოფალ ვიქტორიას კურთხევის დღისათვის. 

საიმპერიო გვირგვინი შემკობილია 2868 ბრილიანტით, 277 მარგალიტით, 17 საფირონით, 11 ზურმუხტით და 5 ლალის თვლით. მასზე არის არაერთი ისტორიული ქვა. მათ შორის აღნ
ელისაბედ მეორის კორონაცია
იშნავენ «კულინანის” ბრილიანტს. ეს ბრილიანტი ახლა 317 კარატს იწონის.

კულინანის ალმასი XX საუკუნის დასაწყისში უპოვნიათ აფრიკაში. მისი წონა იყო 3106 კარატი. 1905 წელს აჩუქეს მეფე ედუარდ VII-ს დაბადების დღეზე. ალმასი დაუჭრიათ ცხრა ნაწილად. ამ 9 ნაწილს შორის უდიდესი, "აფრიკის პირველი ვარსკვლავი", 530 კარატია. მეორე ნაწილი, როგორც ვთვით, საიმპერიო გვირგვინშია ჩასმული. 

ამავე საიმპერიო გვირგვინზეა 104 კარატიანი საფირონი, რომელსაც "სტიუარტების საფირონს" უწოდებენ. ის 1214 წელს უნდა იყოს დამზადებული.

ამავე გვირგვინზეა "შავი პრინცის ლალის" თვალი. ის ისტორიაში მოიხსენიება 1367 წლიდან. სინამდვილეში უფრო ძველი უნდა იყოს. გვირგვინის 4 დიდი მარგალიტიდან ერთი ელისაბედ I-ის საყურე იყო. გვირგვინის თავზე ჯვარში ჩასმული საფირონი ედუარდ აღმსარებლის დროინდელია (მეფობდა 1042-1066 წლებში).

როდესაც შოტლანდიის პარლამენტი გაიხსნა, დედოფალ ელისაბედ II-ს ეს გვირგვინი გვერდით ედო, თუმცა არ დაუხურავს. შესაძლოა საიმპერიო გვირგვინი არ დაირქვა თავზე შოტლანდიელთა პატივსაცემად.  

დედა დედოფლის გვირგვინი დამზადებულია 1937-იან წელს. გეორგ VI-ს მეფედ კურთხევისათვის. გეორგ VI დღევანდელი მონარქის, ელისაბედ II-ის მამა გახლდათ.

დედა დედოფლის გვირგვინში ცნობილი კოჰინორის ბრილიანტია ჩასმული. ბრილიანტის წონაა 107 კარატი. გადმოცემით ის 3000 წლისაა.

არსებობს ე. წ
დედოფალ ვიქტორიას კორონაცია
. ინდოეთის გვირგვინი. ის დაამზადეს 1911 წელს გეორგ V-ისათვის. სიმბოლურად აღნიშნავს ინდოეთის იმპერატორის გვირგვინს. ინდოეთის გვირგვინზე 6 000 ძვირფასი ქვაა. ეს ძვირფასი ქვები ინდოეთშია მოპოვებული. აღნიშნული გვირგვინი ფაქტიურად არც გამოიყენება მას მერე.

აღსანიშნავია დედოფალ ვიქტორიას პატარა გვირგვინი, დამზადებული 1870 წელს. გვირგვინი ოქროსა და ვერცხლის ნარევებისგან არის დამზადებული. მისი წონაა 113 გრამი და მასზე დაბნეულია 1300 ბრილიანტი.

არსებობს გეორგ IV გვირგვინი, რომელზეც 1333 ბრილიანტია. სულ 325 კარატია ამ ბრილიანტების წონა.

დღევანდელი დედოფალი ამ გვირგვინს პარლამენტის საზეიმო გახსნის დროს იდგამს.

საქართველოს ძლიერების ჟამს სამეფო გვირგვინებიც განსაკუთრებული ჰქონდა. დავით აღმაშენებელი ატარებდა იმპერატორის გვირგვინს, ეს ჩანს ცნობილი გელათისა და სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრის ფრესკებიდან.

არსებობდა სხვა გვირგვინებიც. ქართული სამეფო გვირგვინები, გაერთიანებული ხანისა, თუ მერე დაქუცმაცებულობის დროს, დაიკარგა.

გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის მეფეების დამტკიცებისას, რუსეთის იმპერატორებს უნდა გამოეგზავნათ მათთვის სამეფო ინსიგნიები და მეფედ დამტკიცების სიგელი, ერეკლე II-ისათვის იმპერატრიცა ეკატრეინე II-მ ლუი-დავიდ დუვალიეს დაამზადებინა სამეფო გვირგვინი, კვერთხი და ხმალი. რომლებიც აღა-მაჰმად ხანის შე
ელისაბედ მეორის კორონაცია
მოსევისას გაიტაცეს.

ერეკლე მეორის გასვენებისათვის იმ გვირგვინისა და კვერთხის მსგავსი ხის გვირგვინი და კვერთხი დაამზადეს და ასე იყო წარმოდგენილი. პატარა კახი ძალიან ხელმომჭირნე იყო სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც. 

მეფე გიორგი XII-ს სამეფო ინსიგნიებისათვის იმპერატორმა პავლე I-მა 3272 გრამი ოქრო გამოაყოფინა. დამამზადებლებს, პიერ ეტიენ ტერემენს და ნათანელ გოტლობ ლიხტს გადაუხადეს 2175 მანეთი. ასე შეიქმნა ივერიულად (ქართულად) წოდებული სამეფო გვირგვინი, რომელიც ქართული ტრადიციების გათვალისწინებით და ევროპული კანონებით იყო დამზადებული. 

ივერიული გვირგვინი გამოსახულია დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს გერბზე, თუმცა გამოსახულებაზე ძვირფასი თვლების ფერი ჩამქვრალია, იმიტომ, რომ საქართველო რესპუბლიკაა.

1801 წელს ეს გვირგვინი წაიღეს პეტერბურგში და ის გახდა იმპერატორის, როგორც "საქართველოს მეფის" საკუთრება. 

გიორგი XII-სთვის დამზადებულ ინსიგნიებს ამშვენებდა 1318 ბრილიანტი და 248 ლალი. მათ შორის, კვერთხს 182 ბრილიანტი და 58 ლალი, გვირგვინს 82 ბრილიანტი და 43 ლალი, ხმალს 1054 ბრილიანტი და 248 ლალი.

ინსიგნიებზე დატანილი III ხარისხის 11 ბრილიანტიდან თითო იწონიდა 0.5 კარატს, ყოველი II ხარისხის 302 ბრილიანტის წონა იყო 0.15 კარატი, I ხარისხის ბრილიანტებიდან თითოს წონა იყო 0.05 კარატი. წითელი იაგუნდები სამი ხარისხის იყო, 1 ხარისხის 0.2 კარ
ასეთი იყო ქართული გვირგვინი
ატი, II ხარისხის 0.8, III ხარისხისა კი 1.75 კარატი.

დანარჩენი თვლები მხოლოდ გვირგვინზე იყო, 3 და 6 კარატიანი ზურმუხტები III ხარისხისა, 4 ცალი 10 კარატიანი, თუმცა IV ხარისხისა. გვირგვინზე იყო 7 შვიდკარატიანი ლალი. გვირგვინს ამშვენებდა ორი გიგანტური ძოწი 18.5 კარატის წონისა. ასევე იყო ამეთვისტოს II და III ხარისხის თვლები და 64 ალმასი 0.9 კარატისა.

ეს ბრიტანულ და რუსეთის იმპერიის გვირგვინებს ჩამოუვარდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კარგი იყო.

ივერიული გვირგვინი და სხვა ძვირფასეულობა ინახებოდა მოსკოვში. ქართველი საზოგადოების მოთხოვნით, 1923 წელს, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოს დევნილმა მთავრობამ ტყუილად წაიღო საგანძური ქვეყნიდან, რუსებმა გადმოგვცეს ქართული საგანძური, მათ შორის "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები, დროშა და სხვა.

1930 წლამდე გიორგი XII-ის გვირგვინი ინახებოდა დღევანდელ სახელმწიფო მუზეუმში. შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა მისი "რეალიზება"... ფოტო სურათები შემორჩენილია.
დავით აღმაშენებელი საიმპერატორო გვირგვინით
ე. წ. წმინდა ედუარდის გვირგვინი (ბრიტანეთი)
საიმპერიო გვირგვინი (ბრიტანეთი)
ინდოეთის საიმპერიო გვირგვინი (ბრიტანეთი)
დედოფალ ვიქტორიას გვირგვინი (ბრიტანეთი)
დედა დედოფლის გვირგვინი (ბრიტანეთი)

მამული, ენა, სარწმუნოება

25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
25 მაისი - ხსენება წმიდა გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
gaq