საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

სამეფო აგარაკები: ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სახლები ქალაქგარეთ
georoyal.ge
სენდრინგჰემის სახლი (Sandringham House)

სენდრინგჰემის სახლი (Sandringham House)

 ბრიტანული სამეფო ოჯახის უმნიშვნელოვანესი ნავთსაყუდარი, სადაც უინძორები აღნიშნავენ საშობაო დღესასწაულებს - ეს არის სენდრინგჰემის სახლი. წითელი აგურით ნაგები ქალაქგარეთა რეზიდენცია იმყოფება სამეფო ქალაქ ლინის გვერდით, ნორფოლკში. რეზიდენცია აშენებულია დედოფალ ვიქტორიას მიერ თავისი შვილის - უელსის პრინცის, მომავალი ედუარდ VII -ისათვის, ლონდონიდან დაშორებით. მოგვიანებით შენობა თეთრად იყო მობათქაშებული და გაუკეთდა დაშენებები გოთური რენესანსის სტილში. პრინცმა და მისმა დანიელმა მეუღლემ, ალექსანდრამ არქიტექტორების - ჰუმბერტ ეი. ჯისა და რობერტ ვ. ედისონის დახმარებით მოახდინეს სახლის ტრანსფორმირება 365 ოთახიან დარბაზებად ელისაბედისეულ სტილში.  ამ მამულს დღეისათვის 20 ათას აკრზე მეტი უკავია და იმართება დედოფლის მეუღლის -  ედინბურგის ჰერცოგის მიერ.

 

სამეფო რეზიდენცია

1820 წელს არქიტექტორ ჯონ ნეშის მიერ დაპროექტებული სახლი გოთური რენესანსის სტილში მრავალი წლის მანძილზე იყო დედა-დედოფლის - დედოფალ ელისაბედის ქალაქგარეთა რეზიდენცია. უინძორის ციხე-სიმაგრიდან დაახლოებით ერთი მილის სავალზე, უინძორის პარკში მდებარეობს  იორკის ჰერცოგის ეს ოფიციალური სახლი. აგებული იყო ჯორჯ IV-ის მიერ, ხოლო  მნიშვნელოვნად გადააკეთა უილიამ IV-ემ 1830 წელს და გააფართოვა მომავალმა ჯორჯ

სამეფო რეზიდენცია
VI-ემ 1930 წელს. დღეისათვის რეზიდენცია შედგება 30 ოთახისაგან. სერ ჯეიმს განმა 1950 წელს დახატა კარგად ცნობილი ჟანრული სურათი გოთურ სალონში, სადაც ჯორჯ VI -ის ოჯახი გამოსახულია ჩაის სმის პროცესში ბუხრის სიახლოვეს.

 

ფროგმორის სახლი (Frogmore House)

 

არქიტექტორ ჯეიმს ვიატის მიერ 1790 წელს ჯორჯ III-ის მეუღლის, დედოფალ შარლოტასათვის გადაკეთებული ფროგმორის სახლი განთავსებულია უინძორის პარკში. შარლოტამ ისურვა თავისთვის და რამდენიმე გაუთხოვარი ქალიშვილისათვის „ყვავილებში ჩაფლული კოპწია საზაფხულო სახლი“. ვიატმა თეთრად მოაბათქაშა შენობა ნეოკლასიკურ სტილში. თუმცა დღეისათვის ეს მუზეუმია, თავის დროზე ამ შენობაში უცხოვრია რამდენიმე მეფესა და დედოფალს - დედოფალ ვიქტორიის დედის, ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარიამის ჩათვლით. საგვარეულო აკლდამა აქვე აქვთ, ბაღში. აქ დაკრძალულნი არიან პრინცი ალბერტი და დედოფალი ვიქტორია.

 

საზაფხულო სახლი ფროგმორში

გლიცინიებით დაბურდული საზაფხულო სახლი ფროგმორში აგებულია 1869 წელს. მისი დიზაინი ეკუთვნის ს.ს. ტეულონს - არქიტექტორს, რომელიც უფრო ცნობილია გოთური რენესანსის სტილში ნაგები თავისი ტაძრებითა და ეკლესიებით. ის რჩება სამეფო ოჯახის ცხოვრების ნაწილად: როდესაც დედოფალი ელისაბედ II ჩამოდის უინძორში, ის და მისი ოჯახი მიირთმევენ ჩაის ექსცენტრულ ნაგებობაში, რომელიც საჰაერო

ფროგმორის სახლი (Frogmore House)
შუშაბანდით დაკავშირებული ორი რვაკუთხედისაგან შედგება. „შავ მუზეუმად“ ცნობილი ეს ოთახი ფროგმორში დეკორირებულია დედოფალ მარიამის მიერ შეკვეთილი პაპიე-მაშეს ავეჯით, რეგენტობისა და ვიქტორიანელობის ეპოქიდან. უმეტესწილად ავეჯი მოოქროვილია, პერლამუტრის ჩანართებით.

 

პატარა სახლი

1930 წელს უელსელმა ქვეშევრდომებმა პრინცესა ელისაბედ იორკელს (ამჟამინდელ დედოფალ ელისაბედ II-ეს) დაბადების ექვსი წლის თავზე აჩუქეს სათამაშო სახლი, რომელიც აღჭურვილი იყო ელექტრობით, გაზის ბუხრითა და წყალგაყვანილობით. უელსელი ხელოსნების მიერ აშენებული და უელსურ სახელდარქმეული „Y Bwthyn Bach“ („პატარა სახლი“) ნაგებობის ფრონტონი მორთულია ჰერალდიკური სიმბოლოებით. მინიატურული კოტეჯი  ჩადგეს სამეფო რეზიდენციის ბარში.

 

 

 

საზაფხულო სახლი ფროგმორში
პატარა სახლი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq