საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > უავგუსტოესთა მორთულობანი და სამკაულები

პრინცესა დაიანას კაბები მილიონ დოლარად გაიყიდა
News.ge

პრინცესა დაიანას ათი კაბა გაიყიდა აუქციონზე 1,15 მილიონ დოლარად. ამის შესახებ იუწყება ლონდონის აუქციონის სახლი „Kerry Taylor Auctions“.

ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა მათ შორის ის კაბა, რომლითაც პრინცესა ცეკვავდა მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ერთად 1985 წელს მიღებაზე თეთრ სახლში. ვიქტორ ედელშტეინის ავტორობით შექმნილი ამ კაბის ღირებულებამ შეადგინა 200 ათასი ფუნტი სტერლინგი (300 ათასი დოლარი). კაბა, საკუთარი მეუღლისთვის სიურპრიზის გასაკეთებლად, შეიძინა მავანმა  ინგლისელმა, რომელმაც არ ისურვა  საკუთარი თავის გამხელა. 

ორ სხვა ძვირადღირებულ სამოსს შორის აღმოჩნდა: ხავერდის კაბა, რომლითაც დაიანა ესწრებოდა ფილმის -  „უკან, მომავლისაკენ“  პრემიერას 1985 წელს და შავი საღამოს კაბა  ჟურნალ „«Vanity Fair“-ის 1997 წლის ფოტოსესიიდან. დიზაინერ  ქეთრინ უოლკერის მიერ შექმნილი ეს ორივე კაბა გაიყიდა 90 ათას ფუნტ სტერლინგად (135 ათასი დოლარი) თითოეული.

სხვა კაბები გაიყიდა 20-დან 75 ათას ფუნტ სტერლინგად  (30-115 ათასი დოლარი). მათ შორის იყო ქეთრინ უოლკერის კიდევ სამი კაბა. ცნობილია, რომ ეს დიზაინერი  დაიანას უკერავდა კაბებს დღიდან მისი გაპრინცესებისა მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე 1997 წელს. სულ უოლკერმა ათასზე მეტი კაბა შეუკერა პრინცესას. 

ლონდონის აუქციონზე გატანილი კაბები 1997 წელს თვით პრინცესა დაიანას მიერ იყო გაყიდული პრინც ჩარლთან განქორწინების შემდეგ.  შემოსული თანხა პრინცესამ მოახმარა ქველმოქმედებას. მისი მოკაზმულობანი შეიძინა ამერიკელმა მორინ რორეკ დანკელმა, რომელმაც მოგვიანებით, 2011 წელს სარფიანად გაყიდა ისინი. იმჯერად უფრო დიდი თანხები იქნა მათში გადახდილი. ასე, მაგალითად,  ტრავოლტასთან   ცეკვის დროს დაიანას დამამშვენებელი ედელშტეინის კაბა  მაშინ გაიყიდა 800 ათას დოლარად.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq