საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ნაპოლეონი და ალექსანდრე - გენიოსი და უბადრუკი

(ევგენი პონასენკოვის მიხედვით)

 სადღეისოდ  ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მთავარი დამნაშავე ათასობით რუსის სიკვდილში იყო მეფე ალექსანდრე, რომელმაც წამოიწყო აგრესია საფრანგეთის წინააღმდეგ 1805 წელს ( და თავის ადგილზე მოაჯინეს აუსტერლიცთან), შემდეგ 1807 წელს (გაანადგურეს ფრიდლანდთან). მაგრამ ამ მოვლენებს ჩვენს რუსულ ანალებში იმგვარი ცრუ იდეით ამკობენ, თითქოსდა“მართლმადიდებელი“ და „კანონიერი“ მონარქი ეომებოდა „რევოლუციონერ ავაზაკს“. მოდით განვსაჯოთ:

ნაპოლეონი იყო ნაკურთხი იმპერატორად სენატის ნებით 1804 წლის 18 მარტს - კიდევ მეტი: არჩეული გახლდათ ხალხის მიერ (!!!) (რეკორდულად ცოტა ადამიანმა მისცა ხმა წინააღმდეგ - 0, 07%-მა), ხოლო შემდეგ 2 დეკემბერს გვირგვინი დაადგა თვით პაპმა.

ესე იგი მისი უფლებები განმტკიცებული  იყო იურიდიული, ადამიანური, ისტორიული და რელიგიური მხრით. ეს იყო მისი ჯილდო მამულის ხსნისა და დიადი გარდაქმნებისათვის (სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც დღეს მთელი ევროპა ცხოვრობს; ფრანგული ბანკი, რომელმაც იხსნა საფრანგეთი ინფლაციისაგან; მმართველობის ყველა სფეროს რეფორმა; ყველა მოქალაქისათვის გაცემული იურიდიული დოკუმენტები საკუთრების უფლებაზე; ათობით გზატკეცილები; ცხოველქმედების ყველა სფეროს გამოცოცხლება და სხვ.).

 ალექსანდრემ კი  გვირგვინი მოიპოვა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც მტრული სახელმწიფოს, დიდი ბრიტა

შარლ მონე გრავიურა “ნაპოლეონი და ალექსანდრე“
ნეთის მიერ იყო ორგანიზებული (ფული დესპან ჩ. უიტვორტომიდან მისი საყვარლის, მაღალი საზოგადოებაში გარეული ჟერებცოვას  მეშვეობით მიდიოდა შეთქმულ ზუბოვებამდე). დეკაბრისტი ნიკიტა მურავიოვი წერდა  ყოველგვარი ქარაგმის გარეშე: „1801 წელს შეთქმულება ალექსანდრეს მეთაურობით ართმევს პავლეს ტახტსა და სიცოცხლეს რუსეთისათვის სარგებელის გარეშე“. თვით მისი წინაპრები, დაწყებული (და გაგრძელებული) ქმრის განმტევებელი ბებია ეკატერინეთი, იყვნენ თავის მხრივ უკანონონი. რაც შეხება „დამსახურებას“ სამშობლოს წინაშე: სისხლიან სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა და რეფორმების სრული კრახი, შედეგად - არაქჩეევშჩინა, აი ასე!

ამასთან - ვინ იყვნენ ამ „მართლმადიდებლური აღმსარებლობისა და რუსული სულის“ მქონე მეფის მშობლები? მამამისი პავლე   - გერმანელის ქალისა (ეკატერინე მეორე - სოფია ავგუსტა ფრედერიკა ფონ ანჰალტ-ცერბსტ-დორნბურგი) და გერმანელი კაცის (პეტრე მესამე - პეტერ კარლ ულრიხ ჰერცოგ გოლშტეინ-გოტტორპსკი) შვილი, ხოლო დედა („მარია ფეოდოროვნა“)  - სოფია მარია დოროთეა ავგუსტა ლუიზა ფონ ვიურტემბერგი. და ცოლი, რომელთანაც არ იმყოფებოდა სიახლოვეში: ლუიზა მარია ავგუსტა ბადენელი.

ახლა თანამედროვეთა გამოხმაურებანიც ვნახოთ. წავიკითხოთ ვენის კონგრესის მასალები. სწორედ მისი სხდომების დროს შეძლო ევროპულმა საზოგადოებამ ახლოდან შეეფასებინა ალექსანდრე და შეექმნა მასზე წარმოდგენა. მაღალი საზოგადოება და დიპლომატები მას

მოიხსენიებენ  როგორც „ყალბ ადამიანს“, რომელსაც არ გააჩნია „მორალი პრაქტიკულ საკითხებში“;  „ზნეობრივ საფუძვლებს მოკლებულად, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიაზე ლაპარაკობს, როგორც სიწმინდეზე და იცავს გარეგნულად წეს-ჩვეულებებს“, „მას მიაჩნია, რომ სამყარო მხოლოდ მისთვის არის შექმნილი“. გრაფი დე ლინი მას უწოდებდა „ფუყე თავთავს“. პრუსიის კანცლერი კარლ ავგუსტ ფონ გარდენბერგი აღნიშნავდა მის „პატივმოყვარეობასა და ვერაგობას, რაც   ინიღბება კაცთმოყვარეობისა და კეთილშობილების ლიბერალური ზრახვებით“. არქიეპისკოპოსი ეგნატე ამბობდა მასზე: „მეფის სიტყვებში არის სიყვარული და ადამიანურობა, მაგრამ გულში - სიცრუე“.  ყველაზე ზუსტად ის დაახასიათა დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ვისი ხელშეწყობითაც  ალექსანდრემ ასობით ათასი რუსი ხოცა: „პატივმოყვარე ავსიტყვა სულელი“.

ხოლო რით გამოიხატება ამ დროს ნაპოლეონის მისია? პასუხი თავისთავად  ნათელია - კონსულმა ბონაპარტმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე გადმოიბარა  ანტიფრანგული კოალიციის იმპულსი და ინგლისის ტრადიციული აგრესია საფრანგეთის მიმართ. ამას დაემატა პირადი შური: ალექსანდრეს შურდა ნაპოლეონის თუმდაც იმით, რომ ის იყო განათლებული და ცივილიზებული ფრანგების მმართველი, და არა ჩამორჩენილი რუსების,  რომელნიც მეფე ალექსანდრეს სძაგდა.

„მხედართმთავარი“ არ ნიშნავს „დამპყრობსა“ და „აგრესორს“ . კუტოზოვს რომ ომი სცოდნოდა, დღეს მას დაუძახებდნენ „დ

ამპყრობს“, რაც ფსიქოლოგიური შეცდომა იქნებოდა.  ნაპოლეონი იგერიებდა ერთიერთმანეთზე წამოსულ აგრესიებს. ნაპოლეონი რომ 1805 წელს დალოდებოდა რუსებსა და ავსტრიელებს პარიზში და არ გაენადგურებინა აგრესორი-კოალიციონერები ავსტრიაში - ყოველივე საუკეთესო ფრანგებისათვის დამთავრდებოდა 1805 წელს და არა 1812 წელს! ნაპოლეონი რომ დალოდებოდა რუსებს, პრუსიელებს, შვედებს, ინგლისელებს და ავსტრიელებს პარიზში 1812 წელს, ყველაფერი დამთავრდებოდა 1812 წელს და არა 1815 წელს. ახლა კი მისიის შესახებ: ამ დროის განმავლობაში მან შეძლო საფრანგეთიდან შეექმნა ახალი ქვეყანა, გაეტარებინა რეფორმები, რომლებიც მარტო საფრანგეთისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის საჭირო იყო.

რა იქნებოდა დღეს ევროპა ნაპოლეონის კოდექსის გარეშე, მისი ადმინისტრაციული სისტემის გარეშე, ალპებზე გამავალი გზატკეცილის გარეშე, საყოველთაო განათლების ახალი სისტემის გარეშე, ამპირის სტილის გარეშე? ან ვისი მოგონილია თუნდაც სახლების დაყოფა ქუჩის მოპირდაპირე მხარეებზე წყვილი და კენტი რიცხვების მიხედვით?

 იმის პარალელურად, რომ იგერიებდა აგრესიას,  ნაპოლეონი აუქმებდა შიდა საბაჟო გადასახადებს და შემოჰქონდა შიდა ადგილობრივი თვითმმართველობები ჩამორჩენილ ქვეყნებში, აუქმებდა ინკვიზიციას. ყველაზე კარგად ალბათ პუშკინმა ამოიცნო  ნაპოლეონის ისტორიული როლი: „გადასახლების უკუნიდა ის  მსოფლიოს მარადიულ თავისუფლებას უანდერძებდა“.


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393)
12 (25) იანვარს აღინიშნება ღირსი ევპრაქსია ტაბენისელის (+393) ხსენების დღე.
წმიდა მოწამე მერტი მხედარი (+284-305)
12 (25) იანვარს აღინიშნება წმიდა მოწამე მერტი მხედრის (+284-305) ხსენების დღე.
gaq