| ნიშნობის გამოცხადება | ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის, ჰენრისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ტერეზას დემოკრატიულობას და თანამედროვეობას ვერ დაიწუნებს ადამიანი. თავად მათი სიყვარულიც და ქორწილიც ამის გამოხატულება იყო. მართალია, დედოფალს ჰყავდა არისტოკრატი წინაპრები, მაგრამ მონარქთა შთამომავალი ნამდვილად არ გახლავთ (როგორც საჭირო იყო ძველ დროში). მათი დაქორწინება მოხდა სრულიად უმტკივნეულოდ 1981 წელს, უფრო კონსერვატიულ საუკუნეში. ახლა უფრო მეტად დემოკრატიული, სახალხო და თანამედროვე გახდნენ ევროპის სამეფო ოჯახები, მოქმედი მონარქიიის ქვეყნებში თუ ტახტდაკარგულ დინასტიებში. ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს და მის მეუღლეს ოჯახში ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. უფროსი ვაჟიც, მემკვიდე გიიომი უბრალო გრაფების შთამომავალზე, სტეფანია დე ლანუაზეა დაქორწინებული, რომელიც ახლა უკვე პრინცესაა. მათი ქორწინება შედგა ამა წლის 19 ოქტომბერს, ლუქსემბურგში. უფრო ადრე, 2006 წლის 29 სექტემბერს იქორწინა ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მესამე ვაჟმა, პრნცმა ლუიმ, სულ უბრალო („გლეხური“) წარმომავლობის ქალიშვილზე - ტესი ენტონიზე. სხვათა შორის, ქორწილის დროს მათ უკვე ჰყავდათ 7-8 თვის ვაჟი, რომელიც მშობლების ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრო. მაშინ დიდ ჰერცოგ ჰენრის წინააღმდეგობა არ გაუწევია შვილისთვის თანამეცხედრის არჩევაში (ტესი ენტონისა და პრინც ლუის შესახებ სხვა დროს, ცალკე გიამბობთ). 27 დეკემბერს ლუქსემბურგის მონარქმა, ბერგის სასახლეში გამოაცხადა თავისი მეორე ვაჟის, ფელიქსის დანიშვნის შესახებ. განცხადების დროს მას გვერდს უმშვენებდნენ, მეუღლე, პრინცი ფელიქსი, პრინცის გულის სწორი კლერ ლამახერი და კლერის მშობლები - მომავალი მძახლები მონარქისა. ქორწილი 2013 წლისთვისაა დაგეგმილი. თვე და რიცხვი ჯერ არ დაუკონკრეტებიათ. ალბათ, ქორწილს საპატარძლოს სამშობლოში - გერმანიაში კერძოდ, ფრანკფურტში გადაიხდიან. სხვათა შორის, როგორც Georoyal.ge-ს მკითხველს ადრე ვუამბეთ, პრინცი ფელიქსი რამდენიმე თვის წინ საქართველოს სტუმრობდა, თავის მეგობარ ნიკოლოზ (ლელიო) ორსინისთან ერთად, რომელიც ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟია. პრინცი დაინტერესდა ქართული კულტურით და ქართული ღვინოც მოეწონა. როგორც ვწერდით, პრინცი ფელიქსი დაბადებულია 1984 წელს. იგი გატაცებულია სპორტით. სწავლობდა ლუქსემბურგის საერთაშორისო სკოლაში. შემდეგ შვეიცარიაში კოლოჯში, მერე კი სამეფო სამხედრო აკადემიაში Sandhurst. 2009 წლიდან რომში შეისწავლიდა ბიოეთიკას (ბიოეთიკა არის ეთიკის ის სფერო, რომელიც შეისწავლის სიცოცხლის ბუნებრივ მსვლელობაში ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგად წარმოშობილ მორალურ პრობლემებს. ბიოეთიკა იკვლევს როგორც გარემომცველ ბუნებას და ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან, ასევე სვამს საკითხს, რამდენად
| ყველა ერთად | მართებულია ადამიანის ქცევა მათ მიმართ). ლუქსემბურგის მონარქისტული სახელმწიფოს ტერიტორია ძალიან პატარაა, მხოლოდ 2 587 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობა 500 000 ადამინაზე ნაკლები. ლუქსემბურგის საჰერცოგოს სახელმწიფო მეთაურია დიდი ჰერცოგი ჰენრი, რომელიც ტახტზე ავიდა 2000 წლის 7 ოქტომბერს, მას მერე, რაც მისი მამა, დიდი ჰერცოგი ჟანი გადადგა და ტახტი შვილს დაუთმო. ეს პატარა ქვეყანა მოქცეულია ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. 1949 წლიდან საჰერცოგო ნატოს წევრია. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სასახლემ ამ სასიამოვნო ცნობასთან ერთად გამოაქვეყნა პრინც ფელიქსისა და სარძლოს სურათები, მათ შორის კლერის ბავშვობისდროინდელი ფოტოებიც. მომავალი პრინცესას ბიოგრაფია ჯერ ცნობილი არ არის. იმედია, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სასახლე მალე გამოაქვეყნებს ცნობებს მის შესახებ. და ქართველი მკითხველი უფრო ახლოს გაიცნობს კიდევ ერთ „კონკიას“. |