საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

საქართველოს ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროს
საპატრიარქოში შექმნილია საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც კათოლიკოს–პატრიარქმა ილია ||–მ მანგლის–წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე დანიშნა. კომისიას აქვს შესაბამისი გეგმა და შესაბამისად პრეტენზიაც, რომ გადაიხედოს და ხელახლა დაიწეროს საქართველოს ისტორია. 

ნუგზარ ვანიშვილი ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინერია, რომელიც მიტროპოლიტთან ერთად ნამყოფია ექსპედიციებში და მის მითითებებს ასრულებს რუკებისა თუ სხვადასხვა საარქივო მასალების მოძიებაში. რა ისტორიული აღმოჩენები გააკეთა კომისიამ და რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ისტორიაში, ამაზე ბატონ ნუგზარს ვესაუბრეთ.

დღეს საზოგადოებაში მუსირებს ძალიან ფესვგადგმული აზრი ე.წ. “ქართიზაციის” თეორია. ეს, ჩვენთვის დამღუპველი, თეორია მდგომარეობს შემდეგში: ქართიზაციის თეორიის მიხედვით, ვრცელი მხარეები, პრაქტიკულად დღევანდელი ქართლის გარშემო, იყო დასახლებული მასიურად ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა. ქართიზაციის თეორიის მიხედვით, მაგალითისათვის ავიღოთ ვრცელი მხარე, რასაც ჰქვია ტრაპიზონიდან ვანის ტბამდე, დასავლეთ საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, იმერ კავკასიის მოსახლეობა, ქართლმა გააქართველა და შესაბამისად ეს ხდება მე–9, მე–10, მე–11 საუკუნეების პერიოდში. ამბობენ, რომ ვანის ტბიდან ტრაპიზონამდე, დღევანდელ ტაო–კლარჯეთში, არტაანში, კოლაში, ბასიანში, ტაოში, სპასპირეთში, ქალდეაში, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ნაწილში ცხოვრობდნენ შესაბამისად ეთნიკური სომხები, აბაზგები, ოსები და სხვები. ეს თეორია ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მოხდა ამ ადამიანების ქართიზაცია ანუ გაქართველება. მოვიყვანოთ ციტატა მიტროპოლიტის ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან: “საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, თითქოსდა მე–9, მე–10 საუკუნეებში მოხდა ქართიზაცია ანუ ამ მხარეების გაქართველება. კლარჯეთის, ტაოს, ყარსის, ვალამერტის, ანისის მოსახლეობა, აგრეთვე მთელი დასავლეთ საქართველოს (იმჟამინდელი აფხაზეთის) და ჰერეთ–ქვემო ქართლისა. რა ძალა უნდა ჰქონოდა არაბეთის საამირო სფეროში მოქცეულ შიდა ქართლს, რომ ასეთი ქართიზაციის პროცესი განეხორციელებინა, მასზე ათჯერ და ოცჯერ უფრო დიდ მხარეში. კლარჯეთიდან – ვანის ტბამდე, ლიხიდან – ნიკოფსიამდე, ბოდბედან – შამახამდე, მაშინ, როცა შიდა ქართლი არც კი იყო პოლიტიკური ერთეული, ხოლო აღნიშნული მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში კი, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წყალობით, აღორძინდა იქამდე მინავლებული ეროვნულ–ქართული თვითშეგნება”.

გარდა ამისა, მეუფე ანანია გახლავთ ავტორი წიგნთა სერიისა “ისტორიული ბედი საქართველოს ეკლესიისაგან განშორებული ქართველებისა”. ამ სერიის წიგნებს შეადგენენ მაგალითად: ქართლელთა გააფხაზება, გაოსება, გაბერძნება, გალეკება, გაფრანგება, გათათრება, გამუსულმანება, გასომხება და ა.შ. ხახულში, იშხანში არსებულ ქართულ წარწერებზე “ბოროტნი ამა ქვეყნისანი” თვლიან, რომ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც საქართველო ძლიერი იყო, მაშინ გაქართულდა ყველაფერი. ასე განიხილავენ ქართიზაციის პრობლემას. 13 მილიონი ადამიანი გვყავს დაკარგული, სარწმუნოებისა და მამულის შეცვლით რომ გახდნენ სხვა მიწის მაცხოვრებლები. რეალობაში კი, არამცთუ ანტიკური დროიდან, არამედ იმ დროიდან, საიდანაც არანაირი წყარო და სამეცნიერო დასკვნა არ მოგვეპოვება, ეს მხარეები ქართული, პროტო ქართული ან ქართველური ტომების ხალხით ყოფილიყვნენ დასახლებულნი.

– მიტროპოლიტ ანანიას ლაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებული კვლევებიც აქვს გამოცემული. ამ საკითხთან დაკავშირებით რას იტყვით?

– მიტროპოლიტი ანანიას კვლევით და მისი ნაშრომის “კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის” მიხედვით, რომელიც 2008 წელს არის გამოცემული, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზეთის ეპარქია მდებარეობდა V|–დან | საუკუნის დასაწყისამდე არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოში, არამედ ტრაპიზონის მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთ ვრცელ ტერიტორიაზე, ვანის ტბამდე. შესაბამისად, ისტორიული ქალაქები: ფაზისი, პეტრა, როდოპოლისი, საისინი, ზიგანევი მოსაძებნია (მრავალი მათგანი ნაპოვნია უკვე) დღევანდელ ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული შრომა იწყება კონსტანტინეპოლის ეკლესიის საეპისკოპოსოთა ნუსხებით ანუ ნოტიციებით, სადაც კონკრეტულად ქალაქებისა და კათედრების მიხედვით არის განხილული ლაზიკის ეპარქიის მაშინდელი ტერიტორია.

– ფაზისის თემასაც შევეხოთ.

– ჩვენს ხელთაა მე–7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც ვკითხულობთ: ისტორიული გეოგრაფიის მამამთავარი სტრაბონი (ძვ.წ. 64 და ახ.წ. 20) წერს, რომ | საუკუნეში მდ. ფაზისზე აგებულია 120 ხიდი. დღეს 21–ე საუკუნეში ფოთიდან – ქუთაისამდე რამოდენიმე თანამედროვე სახიდე ნაგებობაა და არც ერთი არქეოლოგიური თუ ისტორიული ნაშთი ხიდისა. მდინარე რიონი მუდამ იცვლიდა კალაპოტს და ქმნიდა ე.წ. “ნარიონალებს”. დღესაც კი ნაპირები 20–25 მეტრის სიღრმეზე აღსავსეა ტორფითა და ურბილესი ქანებით. იქ შეუძლებელია, რომ ხიდის ბურჯი დადგა, მით უმეტეს, ქვის და მსგავს ადგილებზე ხიდების არსებობა ანუ მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებისათვისაც კი რთულია.

არიანე წერს, მდ. ფაზისი ისეთი ჭავლური დინებით შეედინება შავ ზღვაში, რომ ნაპირის გასწვრივ მცირე გემებს უჭირთ ამ ნაკადის გადალახვა და შორიდან უვლიან ფაზისის დინებას. ამასთანავე, ფაზისის წყალი ტყვიისფერია, გამჭვირვალე, ანკარა და დასალევად საუკეთესო. გემებზე და ნავებზე მსხდომნი, პრაქტიკულად, ვალდებულნი არიან გადააქციონ წყლის ძველი მარაგი და ზღვიდანვე შეავსონ ფაზისის წყლით ჭურჭლები, რომელიც კარგა ხანი, ვრცელ მანძილზე არ ერეოდა ზღვას, რაც ნამდვილად არ ახასიათებს რიონს. მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მდინარე რიონს ასეულ კილომეტრზე ნაპირსამაგრი და ჯებირების მშენებლობის სამუშაოები ჩაუტარდა. ამ დროს, ჭოროხი ტყვიისფერი, სუფთა, ანკარა მთის მდინარეა. დღესაც დასალევად ვარგისი. სატელიტური თანამგზავრიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ მდინარეზე მიმდინარე ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობისა, წყლის დაგუბების ხშირი შემთხვევებისა, ჭოროხი დღესაც მძლავრი ჭავლით შეედინება შავ ზღვაში. მდინარე ჭოროხის გასწვრივ, პრაქტიკულად სათავიდან შესართავამდე არის ისტორიული და თანამედროვე მაგისტრალური გზები, ასევე დასახლებულია მთელი მდინარის კალაპოტი. მაგალითად, მდინარეზე ართვინამდე 50–მდე თანამედროვე, ამდენივე ისტორიული ხიდი და ხიდის ნაშთია, რომელთა ექსპერტიზა ეჭვს არ იწვევს მათი ანტიკური ხანის წარმომავლობაში. ამასთანავე, პროკოფი კესარიელი მრავალგან აღწერს მდ. ფაზისის თავისებურებებს წიგნში “ომი სარებთან”. იგი 29–ე პარაგრაფში პირდაპირ ამბობს, რომ მდინარე “ბოასი” ჰქვია ამ მდინარის სათავეს, ხოლო შუა წელსა და შესართავთან უერთდება რა მრავალი წყალუხვი მდინარე, მისი სახელი ხდება ფაზისი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხისაგან აღნიშნული მდინარე მოხსენიებული იყო როგორც ფაზისი, ჭოროხი, ბოასი, აკამფსისი, ლივანა, ლიგანა და ა.შ. დაკვირვებული თვალისათვის ადვილად შესამჩნევია, რომ ფუძეთა წყობაში ეს სიტყვები შეიცავს სიტყვა ფაზისის შემადგენელი ფუძის ბგერებს.

– თქვენ ნიკო მარის კვლევებს ტენდენციურს უწოდებთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რა ტენდენციებზეა საუბარი.

– ნიკო მარი ეროვნებით შოტლანდიელი და პროფესიით არმენისტი იყო, ხოლო მისი კვლევები ცალსახად და ტენდენციურად პროარმენიული. მაგალითად, იგი ტაოს ტაიკად მოიხსენიებს იმ დროს, როცა ქალაქი სპერი ბაგრატიონთა ანუ წმიდა ღვთისმშობლის მონათესავე გვარის – ბაგრატიონთა წარმომავლობის ადგილია შუაგულ იმიერ ტაოში. წარმოშობით ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ქალაქ სპერიდან არიან, რომელიც იმიერ ტაოს შუაგულშია. რაც შეეხება იესოსა და ბაგრატიონთა ნათესაობას – მეუფე ანანიას მიერ შედგენილია ქართველ მეფეთა გენეალოგიური ხე, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ბაგრატიონთა დინასტიისა და მაცხოვრის (ძე კაცისას) ოჯახის წევრთა ნათესაობა.

– თქვენ ედემის ბაღთან დაკავშირებითაც ჩაატარეთ მოკვლევა.

– ამ კვლევის ავტორი მე ვარ და მოკვლეული მასალების შესახებ პირველად თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვამბობ. ყველასათვის ცნობილია ძველი ქართული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის მხარეების სხვადასხვა ტომთათვის განაწილების დროს დაგვიანებულ ქართველებს ღმერთმა ედემი უბოძა. ეს ლეგენდა განვიხილოთ ისეთი ზემძლავრი წყაროთი, როგორიცაა ბიბლია, დაბადება მე–2 თავი, მე–10, მე–14 პუნქტები, სადაც განსაზღვრულია ამქვეყნიური სამოთხის – ედემის ანუ ადამისა და ევას საცხოვრისი. აღნიშნულ ადგილას სწერია, ედემი და ედემის ბაღი მდებარეობს აღმოსავლეთის ქვეყანაში, ხოლო ედემის ბაღის შუაგულში არის ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ამ ბაღს რწყავს ერთი მდინარე, რომელიც ოთხ მდინარედ იყოფა, სახელი ერთისა ფისონი, მეორისა გეონი, მესამესი ტიგროსი, მეოთხისა ევფრატი. ზუსტად ძველ იბერიაში იმიერ ტაოს სამხრეთით არის ადგილი, საიდანაც გამოდის მდ. ევფრატი, მდ. ჭოროხი. აღიარებულია და დამტკიცებულია, რომ ხსენებულთაგან ორი მდინარე გახლავთ ევფრატი და ტიგროსი, ხოლო კაცობრიობა დანარჩენი ორი მდინარის იდენტიფიცირებას მსოფლიოს სხვადასხვა მდინარეებთან ახდენს, მაგალითად, ინდოეთის, არაბეთის, შუამდინარეთის და სხვა მდინარეებთან. ამ დროს ცალსახად ხილულია, უმარტივესად საპოვნია და შესაბამისად დასამტკიცებელი, რომ მდ. ფაზისი (ჭოროხი) იგივე ფისონია. რამეთუ მას მდ. ევფრატთან (ჭეშმარიტ ბიბლიურ მდინარესთან) ერთი სათავე აქვს. ბაიბურთის აღმოსავლეთით, ერზრუმის ჩრდილო–დასავლეთით, ბაგრატიონთა სპერის სამხრეთით, დღევანდელ სოფ. ბაშკურტდერესთან. აღნიშნულ მიდამოებშია ასევე მდ. არაქსის სათავეც, რომელიც ცალსახად მდ. გეონად უნდა განვიხილოთ და ასევე ტიგროსიც. განცვიფრებასა და სიმაყის გრძნობას ერთდროულად იწვევს აღნიშნული რეგიონის ლანდშაფტური მახასიათებლებიც – ულამაზესი ჩანჩქერები, მდიდარი ტყეები და ველები, ესოდენ მაღალმთიან რეგიონში წელიწადის განმავლობაში მუდმივტემპერატურიანი კანიონები, ზეთისხილის ჭალები და ა.შ. საოცარია აქაური ფაუნაც. აქ თანაცხოვრობენ პეპელა და ჩიტი, მგელი და კრავი, ხორცის მჭამელი და ბალახის მჭამელი. თუ კაცობრიობა იზიარებს აზრს, რომ მდ. ევფრატი ძვ. აღთქმის დაბადებაში ნახსენები ფერათიაა, ანუ თუ ევფრატი ევფრატია, მაშინ მისი სათავიდან გამომავალი მდინარე ხომ ცალსახად ერთ–ერთი იქნება ედემის ოთხ მდინარეთაგან. შესაბამისად, ჩვენს საყვარელ და ისტორიულ ჭოროხს ანუ ფაზისს შეგვიძლია თავდაჯერებულად ბიბლიური ფისონიც ვუწოდოთ და გავაკეთოთ განცხადება, რომ ადამი და ევა იბერიაში ცხოვრობდნენ.

– ექსპედიციებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– სექტემბრის თვეში რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ძალისხმევით განხორციელდა ექსპედიცია, სამწუხაროდ, ყველასგან მიტოვებულ უძველეს ქართულ მხარეში – ჭანეთში, ლაზეთში, ქალდეაში, სასპერეთში. თითეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით იცის ქართლის, კახეთის, სამეგრელოსა თუ რაჭის საზღვრები. ზემოთ ნახსენები ქართული მხარეებისა კი თითქმის არავინ. მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ სიტყვებს – ქალდეა და ქართლი – ერთი და იგივე ფუძე და წარმომავლობა აქვს. შესაბამისად, ქალდეა ისეთივე ქართული ქვეყანაა, როგორც ყველა დანარჩენი ქართული კუთხე. ქართული კვალის არდანახვა შეუძლებელია თვით ქალდეას გულში, ქ. გუმუშჰანეში, იგივე ვერცხლის ქალაქი, იგივე არგიროპოლისი, იგივე თერა. თერა ძვ. ბერძნულად კარიბჭეს ნიშნავს და ეს ქალაქი მართლაც კარიბჭეა თავისი გეოგრაფიული და ფუნქციური მდებარეობით კონსტანტინეპოლიდან ბაღდათამდე, ტრაპეზუნიდან კარნუქალაქამდე. ამ ადგილას ქართულ კვალს უკვე იძლევა ციხეთა, სოფელთა და ეკლესია–მონასტერთა ეტიმოლოგიური სახელები: ზანთა, ზანოი, იმერთა, დოუბერა და ა.შ. აღფრთოვანებასა და სიამაყეს იწვევს უძველესი ქალაქი ჭანისა, ადრინდელი შუა საუკუნეების ქალაქი, დღევანდელი სოფელი სულეიმანიე, რომელიც ახალი გუმუშანედან დასავლეთ ფერდობზეა 2 კმ–ში. გაოცებას იწვევს იქაური ეკლესია–მონასტრების სიმრავლე, რაც მრევლის გრანდიოზულ რაოდენობაზე მეტყველებს. ქალაქს თავს ადგას სამი ციხესიმაგრე, რომელიც ადვილად დაკეტავდა ხეობასა და მისადგომებს. აღნიშნულ ეკლესიებში და სამწუხაროდ, უმეტესწილად სახლების კედლებში დატანებულია ძვ. ქართულტექსტიანი და ორნამენტებიანი ქვები. ლერიონის საკათედრო ტაძარზე კი ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ადგილობრივი მოსახლეობა შეგატყობს რა, რომ თურქული ძალოვანი სტრუქტურებიდან არა ხარ, ამაყად გეუბნება, რომ ეროვნებით არის ქალდეველი და ფრაზეოლოგიურად და ფონეტიკურად მათი ეროვნების სახელი ასე გამოითქმის – ქართლ. ისინი ამაყობენ თავისი მხარით, ისტორიული ძეგლებითა და ეკლესიებითაც კი, მიუხედავად მათი მუსულმანობისა. სოფელთა დათვალიერებისთანავე, თვალში მოგხვდება დაკეტილ–გაძარცვული, მაგრამ არდანგრეული სახლების სიმრავლე, რაც ცალსახად მეტყველებს ამ რეგიონში ჩატარებული მრავალი ეთნოწმენდების შესახებ. ანალოგიური მიტოვებული სახლები ვნახეთ სოფ. ესენიურტში, სინირის ციხის მისადგომებთან, სადაც მშრალი წყობით მე–10, მე–11 საუკუნეებში ნაგები შენობებია მიტოვებული. აღნიშნულ მხარეში, მეუფე ანანიას შრომების არ იყოს, მოხდა ადგილობრივ მცხოვრებთა გაბერძნება. ანუ ბერძნული ეკლესიის წევრობა, რამაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ქართული ეთნოსის სახელწოდება წაართვა და ე.წ. ბერძნებად აქცია. ეს იყო ლაზეთ–ჭანეთ–ქალდეას გაბერძნების წინაპირობა და თუ დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა ვითომდა ბიზანტიის ეკლესიის ეპარქია, რატომ არ მოხდა დასავლეთ საქართველოს კუთხეთა გაბერძნება, როგორც ეს ტრაპზონ–გუმიშხანეს რეგიონშია მომხდარი.

ჩვენმა ექსპედიციამ მოინახულა ძვ. ქალაქის ლერიონის, არდაშას, როდოპოლისის, ზიგანის, ტრაპეზუნთას კათედრები. საერთო ჯამში 30–მდე ეკლესია და მონასტერი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სოფელი – ეკლესია–სამონასტრო კომპლექსი. გაგვაოცა ადგილობრივმა მდიდარმა ბუნებამ, რომელსაც 2200–2300 მეტრშიც კი ზღვის დონიდან უპრობლემოდ შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა (პანტა, ვაშლი, კუნელი, კოწახური, ასკილი, მაყვალი, ჟოლო, კენკრა). ზიგანის ზემო გადასასვლელზე, ზღვის დონიდან 2000 მ–ზე გაშლილია გარეული ვაშლისა და მსხლის ტყეები. სახელგანთქმული სუმელას მონასტერიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს ყველასათვის ცნობილი როდოპოლისის საკათედრო ტაძარი. ამ სოფელში ადგილობრივი მეცნიერისა და ისტორიკოსის ილიას კარაგოზის ცნობით და დოკუმენტებით, 31 ეკლესია და 3 ციხესიმაგრეა, რაც ცალსახად მეტყველებს ბიზანტიურ ტრადიციაზე, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გარემოში დაუფუძნებიათ კათედრები. ამ სოფელს თამარის დრომდე ქართული სახელი – დოუბერა ერქვა. შემდგომ ბიზანტიური ლივერა, დღეს კი იაზლიკი. ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, ხუან–არკადიო კომნენოს ლასკარისი 2004 წლის შრომაში “ექსპედიცია ჩემს სამშობლოში” ახასიათებს ამ რეგიონის ეკლესია–მონასტრებსა და ციხეებს და ვერ მალავს გაკვირვებას მისი იქაური ფრესკებისა და კვალების ქართულ იდენტობასთან. თვით სუმელას მონასტერშიც, რომელიც ჩვენი შეხედულებით სიტყვა სამებასა და ლაზური სიტყვის სუმის (სამი) ფუძით ნაწარმოები სიტყვაა და არა მელა–თი, რაც ბერძნულად შავს ნიშნავს. უამრავი ქართული და არაქართული წყაროები გვაწვდიან ცნობას, რომ ტრაპეზუნთა ოდითგანვე, შესაბამისად ანტიკურ დროშიც, როდესაც ქალდეა დაერქვა, ქართული იყო. ეს მხარე გრძელ ზოლზე ესაზღვრება წმ. ნინოსა და წმ. გიორგის კაბადოკიას და აღნიშნულ რეგიონში ქალდეასა და კაბადოკიაში პროტო ქართული საერთო ენა უნდა ყოფილიყო. თუ ეს ქვეყანა “მოქცევაი ქართლისაის” ქართლია, შესაბამისად, სრულად ამ ვრცელ მხარეში პროტო ქართული ენა უნდა არსებულიყო. თურქეთის ტერიტორიის ქართულ მხარეებში მკვიდრთაგან ნელ–ნელა იწყება საკუთარი ეთნიკურობის გამორკვევა. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკანასკნელ პერიოდში თქვა, რომ იგი ეთნიკურად ლაზია, ქალდეველია, გურჯია. გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული ენის შესწავლისა, დაარსდა შემსწავლელი კურსები, რომლის პედაგოგია რიდვან გათენაძე, დიდებული ქართველი, ბორჩხელი ფიზიკის მასწავლებელი. საწყის ეტაპზე კურსებზე 33 მსმენელი იყო. დღეს კი მათი რიცხვი 200–ს აღემატება. დაფუძნდა ქართული სახლი, რომელშიც მრავლადაა ქართული წიგნები, რუკები და ა.შ. ქართული თვითშეგნების მხრივ, საიმედო მდგომარეობაა ქ. შავშეთში, ბორჩხაში, ჩაილიში, არხავში და ა.შ., სადაც თურქულენოვანი სკოლის მოწაფეები სკოლის გარდა, ყველგან ქართულად საუბრობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ვრცელ ტერიტორიებზე ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მასიურად მიდიოდა ქართველთა გაბერძნება, გასომხება და გამუსლიმანება–გათათრება. შესაბამისად, მე–12 საუკუნის ქართველთა შთამომავლობა შესაძლოა 20 მილიონს და მეტსაც აღემატებოდეს, მაგრამ ქართულ წარმოშობას გულში ან ხმამაღლა სავარაუდოდ სამ მილიონამდე ადამიანი აღიარებს. ეს ინფორმაცია კი ადვილად მისაღებია ადგილობრივი ლაზური და პონტოური საიტებიდან.

თამარ ბატიაშვილი

www.sana.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq