საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

გიორგი II, დიდი ვეზირი ნიზამ ალ-მულქი და ომარ ხაიამი ისპაჰანში შეხვდებოდნენ ერთმანეთს
გაიოზ მამალაძე
ომარ ხაიამი

ლეგენდარული პოეტი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი (ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი) უნდა დაბადებულიყო 1048 წელს. არის გადმოცემა, რომ ის დაიბადა 18 მაისს. 

ომარ ხაიამი დაბადებულა ქალაქ ნიშაბურში, ხორასანში, აღმოსავლეთ ირანში. 8 წლის ასაკიდან ყურანის ცოდნით გამოირჩეოდა თურმე. ასწავლიდნენ მათემატიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას. 12 წლიდან მედრესეში სწავლობდა. შეისწავლა სამართალი, მედიცინა, ენები. ამ დროს სალჩუკთა თარეშები დაიწყო (რომელიც ჩვენში დიდი თურქობის სახელითაა ცნობილი). 16 წლისას მამა გარდაეცვალა და სამარყანდში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. იქიდან ბუხარაში გადავიდა, წიგნთსაცავში მუშაობდა და თან განისწავლებოდა. 1074 წელს ისპაჰანში მიიწვიეს.

მანამდე, 1072 წელს  მოკლეს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი. სელჩუკთა სასულთნოს ტახტზე ავიდა 13 წლის მელიქ-შაჰი, რომელიც სიკვდილის წინ სულთანმა ჩააბარა დიდ ვაზირს, ნიზამ-ალ-მულკს. ნიზამ ალ-მულკი გახდა ბაგრატ მეფის (აწ უკვე გიორგი მეორის) სიძე, რადგან, ალფ-არსლანის ყოფილი ცოლი – ბაგრატ მეფის დის, გურანდუხტის ასული, მარიამი, რომელიც იყო ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავით პირველის ვაჟის, სმბატის ქალიშვილი, სულთნის გარდაცვალების მერე, ნიზამ ალ-მულკის ცოლი გახდა.

 ოღუზი თურქები გაუნათლებლები იყვნენ და სპარსელების მეშვეობით ცდილობდნენ რელიგიური ცოდნა, სახელმწიფოს მართვა თუ სხვა სიბრძნე შეეძინათ. ნიზამ ალ მულკი ხელიდან როგორ გაუშვებდა შემთხვევას, რომ უნიჭიერესი ადამიანი, ომარ ხაიამი თავისთან მიეწვია. დიდი პოეტი გახდა სულთნის სულიერი მრჩეველი და ობსერვატორიის უფროსი.

ალბათ, 1083 წელს ომარ ხაიამმა გაიცნო აფხაზეთის მეფე გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა. დიდი თურქობით გაწამებული ქვეყნის თავდადებული ხელმწიფე ეახლა მელიქ შაჰს ისპაჰანში და ხარკის გადახდის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. მელიქ შაჰს გამაჰმადიანება არც მოუთხოვია ქრისტიანი მეფისათვის და მშვიდობაც ჩამოაგდო (ხარკისა და საძოვრების ფასად, რა თქმა უნდა). ჯარიც კი გამოატანა კახეთ-ჰერეთის გიორგი მეფისათვის დასაქვემდებარებლად. ამ გონივრულ და არა სასტიკ ნაბიჯში, მელიქ შაჰს, ჩემი აზრით, დაარწმუნებდნენ, ჩვენი მეფის მამიდაშვილის ქმარი, ნიზამ ალ მულქი (მეუღლის, მარიამის თხოვნით) და შესაძლოა, ომარ ხაიამიც. საქართველოში შედარებითმა მშვიდობამ დაისადგურა. მელიქ შაჰისა  და ნიზამ ალ მულკის გარდაცვალების მერე ომარ ხაიამს მოუწია ისპაჰანის დატოვება.  

 ომარ ხაიამის პოეზიას ქართველები ვიცნობთ შესანიშნავი მთარგმნელების მეშვეობით (მაგალი თოდუა, ვახუშტი კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, ამბაკო ჭელიძე, ალექსანდრე ელერდაშვილი, ნინო მგალობლიშვილი და სხვა). თანამედროვე ეპოქამ კარგი საშუალებები (კომუნიკაცია და ა. შ.) მისცა ჩვენს შესანიშნავ მთარგმნელობით სკოლას, ჩვენს ბრწყინვალე მთარგმნელებს და ქართულად შეგვიძლია ვეზიაროთ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის შედევრს. ომარ ხაიამის პოეზია ძველად არ უთარგმნიათ (ან ჩვენამდე არ მოაღწია), სხვადასხვა ვარაუდი არსებობს, მაგრამ ძნელია გადაჭრით ითქვას, რატომ.

 თანამედროვე ეპოქაში ომარ ხაიამის პოეზია ქართველებისთვის განსაკუთრებულად ახლობელი გამოდგა. ჯერ ლიტერატორებმა და მერე მკითხველებმა ძალიან შეიყვარეს ომარ ხაიამი. პირველ რიგში, იქნებ იმიტომ, რომ კარგად თარგმნეს ქართველებმა, და მერე, ალბათ, მისი პოეზია, მისი მსოფლმხედველობა, მისი ფილოსოფია ახლობელია ქართული ხასიათისთვის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომარ ხაიამი ლოთობას უმღერის. არა, ის სიბრძნის პოეტია. ზვიად გამსახურდია ომარ ხაიამზე წერდა: “ასეთი (ცუდი - გ. მ.) თარგმანების წყალობით (იგულისხმება პირველი ევროპული თარგმანები - გ. მ.), აგრეთვე იმის წყალობით, რომ სუფიზმის მაღალი ფილოსოფია მიუწვდომელი აღმოჩნდა მასისათვის, მსოფლიოში დღემდე შემორჩა ლეგენდა, თითქოს ხაიამი ლოთი იყო, ქალების მოყვარული, თითქოს იგი "ღვინოში ჩაიხრჩო" და სხვა. ამგვარი ვერსიების გამავრცელებელთ არ უწყოდნენ, რომ "ღვინო" ხაიამთან, ისევე როგორც სხვა სუფისტებთან მეტაფორაა ეზოტერული საიდუმლო მოძღვრებისა, ხოლო ყურძენი - გარეგანი, ყველასათვის მისაწვდომი ეგზოტერული მოძღვრებისა; რომ მისი მეტაფორული "სიმთვრალე" აღნიშნავს სუფისტის ექსტატურ მდგომარეობას მისტიური წვდომის გზაზე, ხოლო ქალი, მიჯნური შერთვის ობიექტის, ღვთაების სიმბოლოა და ა. შ. ამგვარმა მკითხველებმა არც ის უწყიან, რომ ხაიამი ცხოვრებაში იყო უკიდურესად ასკეტი, რომ მას არასოდეს დაულევია ღვინო, რომ იგი იყო ავტორი მეთემატიკურ-ასტრონომიული ტრაქტატებისა და მკაცრი სუფისტი.

ასე რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ორი ხაიამი, თვითოეულ მათგანს ჰყავს თავისი მკითხველთა წრე, თავისი მრევლი. ერთი, ნამდვილი ხაიამი არსებობს სპარსული ენისა და სუფიზმის მცოდნეთათვის, განათლებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც ხელეწიფ

ბაგრატ IV
ებათ მისი პოეზიის ჭეშმარიტი საზრისის ამოცნობა, ხოლო მეორე ხაიამი, ფიცჯერალდისა (პირველი ინგლისელი მთარგმნელი - გ. მ.) და სხვა მთარგმნელთა მიერ შექმნილი, ღვინისა და ქალების მოტრფიალე, არსებობს ხაიამის კლუბებისთვის, ჰედონისტი (ცხოვრებიდან მხოლოდ სიამოვნების მიღების მსურველები - გ. მ.) სტუდენტებისთვის, რომელთაც არც კი სურთ ნამდვილი ხაიამის შესახებ რაიმეს ცოდნა, ვინაიდან იგი მათთვის ბოჰემისა და ჰედონიზმის კერპად ქცეულა" (ზ. გამსახურდია, "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება", გვ. 108-109, თბილისი 1991).

 

ზვიად გამსახურდიას სიტყვებს ამტკიცებს სიკვდილის დღეს დიდი პოეტის საქციელი. ბრძენმა იგრძნო თურმე სიკვდილის მოახლოება, მოიხმო ახლობლები და მოწაფეები, შეადგინა ანდერძი და ამის მერე აღარც უჭამია და აღარც წყალი დაულევია იმ დღეს. საღამოს ლოცვა რომ შეასრულა, დაჩოქილმა მეტანია გააკეთა და შეჰღაღადა: „ღმერთო, როგორც შემეძლო ვცდილობდი შემეცანი. შემინდე, რამდენადაც შეგიცანი, რამდენადაც მოგიახლოვდი!" და ამ სიტყვებზე სული განუტევა.

 

გავიხსენოთ ომარ ხაიამის რამდენიმე რობაია (რობაია, რუბაია – ოთხსტრიქონიანი ლექსი). ყველამ ისე აღიქვას, როგორც სურს. პოეზიის დანიშნულება გარდა „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონისა" სიხარულის (და არა ჰედონისტური ტკბობის) მონიჭებაცაა, ჩემი აზრით.

 

მაგალი თოდუას ნათარგმნი:

 

* * *

საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება

არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება.

ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,

- მე ვცხოვრობდიო, - მას ამის თქმის არა აქვს ნება.

 

ვახუშტი კოტეტიშვილის ნათარგმნი:

 

* * *

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,

დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,

დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,

ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.

 

* * *

ერთ დროს ეს ჩემი ხელადა, ალბათ, ჩემსავით ღელავდა,

მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა ქცეულს ხელადა,

ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,

მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.

 

* * *

გზა გამიმრუდდა და ცხოვრება ჩემი ბნელია,

სიმშვიდე გაჰქრა, კაეშანში ყოფნა ძნელია,

დიდება უფალს, რადგან ქვეყნად ნაღველი მაინც

სახვეწი არ მაქვს და ადვილად საშოვნელია.

 

* * *

სარდაფში გვიხმეს, განთიადმა როცა იალა,

მოქეიფენი, ვინც სასმელმა გაგვატიალა,

ადექ, აავსე ეს ფიალა მჩქეფარე ღვინით,

მანამდის, სანამ ჩვენ ვქცეულვართ ღვინის ფიალად.

 

ალექსანდრე ელერდაშვილის ნათარგმნი:

 

* * *

მოდი, გული გამიხარე, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო,

იქნებ შენი სილამაზით ჩემს ვაებას რამე არგო?!

შენთან მინდა მოვილხინო, შევსვა ერთი დოქი ღვინო,

სანამ დოქად გადამზელენ, დოქში მინდა თავი ჩავრგო.

 

* * *

ხვალინდელ დღეზე რადგან პასუხს ვერავინ აგებს,

შენს სევდიან გულს, ღვინის გარდა, ვერარა არგებს;

მთვარიან ღამეს შევსვათ ღვინო, რადგან ეს მთვარე

მუდამ იქნება... ჩვენ კი ვერსად ვეღარ მოგვაგნებს.

 

* * *

ყურანის კითხვა თუმცა ბრძენი ხალხის ხვედრია,

მათაც არ ესმით ის, რაც ძნელად მისახვედრია;

ჯამის ფსკერზე კი რაგინდ ძველი ეწეროს ლექსი,

რომ ვერ გაიგოს, მე ჯერ კაცი არ შემხვედრია.

 

* * *

შენ ღვინის სმას თუ გიკრძალავს შენი საქმე, წონა, გვარი,

ჩვენი მაინც არ გაკიცხო შვება, ღვინით მონაგვარი;

შენ სიფხიზლე ნუ გგონია სიმდიდრე და მონაგარი -

პური შენი ბატონია, ჩვენთვის ღვინო მონა არი.

 

* * *

ვნების აკვანი თუმცა გულში ბევრჯერ დაგვერწა

და სიყვარულის ალმურითაც სახე აგვეწვა,

მაინც არ ვიცით, თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის

მარადისობის მოქანდაკემ რისთვის ჩაგვძერწა.

 

* * *

მუტრიბი მღერის, მე ნანგრევში ვაგდივარ მთვრალი

და ღვინოს ნატრობს გული, სული, ბაგე და თვალი;

არც შენდობა მსურს, არც მაშინებს ცოდვა და ბრალი,

არ მახსოვს მიწა და ჰაერი, ცეცხლი და წყალი.

 

* * *

ჯემშიდიც და ბარამ-გურიც ფლობდნენ კოშკს თუ კამარებს,

დღეს კი მათში თავის მოდგმას ჯეირანი ამრავლებს;

ჯერი ედგათ ჯეირნებით გასაძღომი ბარამებს,

მაგრამ

ნიზამ ალ-მულქის მკვლელობა, ძველი მინიატურა
დადგა ჯერი ნებით თვით აძღობდნენ სამარეს.

 

* * *

თავზედ ღრუბელი დამდგომია და ცრემლებს მაღვრის,

თან მეუბნება: „ეს ცხოვრება უღვინოდ არ ღირს!"

დღეს თუ სხვის საფლავს ჩვენ გავთელავთ ცეკვა-თამაშით,

ხვალ ჩვენს საფლავზე სხვას ნახავენ, ქეიფით დაღლილს.

 

* * *

ახლა, როცა შენი ვარდის აყვავების წელია,

შენ უღვინოდ რატომ ზიხარ, რატომ მოგიწყენია?

ეს საწუთრო მუხთალია, ავია და ძველია,

მოილხინე, ასეთი დღის კვლავაც პოვნა ძნელია.

 

* * *

დღეის ფიქრით ხვალინდელი დღე ვერსაით ვერვინ ჰპოვა,

ეგ ნაღველიც შენმა გულმა სულ ამაოდ დაიგროვა;

რაც წავიდა, გუშინ იყო და ვინ იცის, ხვალ რა მოვა,

წარსულზე და მომავალზე განა ღირსღა შენი გლოვა?!

 

* * *

გულო, საწუთროს შენი კვნესა არა სწყინდება

და ტკბილი სულიც მალე სადღაც გაგიფრინდება;

მიტომაც გიჯობს ამ მდელოზე ილხენდე ერთხანს,

სანამ ეს მდელო შენს საფლავზე აბიბინდება.

 

* * *

რადგან სიცოცხლე მოწყალებას არ არს ჩვეული,

მოილხინე და დაივიწყე ხვედრი წყეული;

ჭკუით იცხოვრე, რადგან შენი ტურფა სხეული

მხოლოდ მიწაა და მტვერია წყალს შერეული.

 

* * *

გაზაფხულზე, ღრუბელი რომ პირს ჩამოჰბანს ვარდს და ტიტას,

ღვინო სვი და ეგ ნაღველი მკლავებს აღარ ჩამოგწყვიტავს;

დღეს ამ ბალახს შენ გათელავ, ხვალ ის იტყვის თავის სიტყვას,

როცა შავი სამარიდან შენს ნარჩენებს ამოიტანს.

 

* * *

სიზმრად ვნახე ვიღაც ბრძენი, მითხრა - „რა დროს ძილიაო?

აქ სიცოცხლის ვარდი ჭკნება, ცხადში გადაშლილიაო;

ძილში ყოფნით ვერ შეიცნობ მას, ვინც ყოფნის შვილიაო,

სანამ დროა, გამოფხიზლდი! - ძილი მიწის წილიაო".

 

* * *

ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,

თავსა და ბოლოს ვერ ვხედავთ და შუაზე დავალთ;

არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ,

რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ.

 

ნინო მგალობლიშვილის ნათარგმნი:

 

* * *

წამოდექ, ყრმაო, - განთიადის ჩამოდგა ჟამი,

სიცოცხლის ლხინით აელვარდეს ეგ წმინდა ჯამი,

წამის წამია ჯილდო მყოფთა ამა ქვეყნისა,

ბევრიც ეძებო, ვერ იპოვო მაგგვარი წამი.

 

* * *

„ზღვას მომაშორეს“, - ქვითინებდა პატარა წვეთი,

დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა, ვით ნათლის სვეტი:

ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით მიწყივ ვივსებით,

ნუ სევდიანობ, - განშორება წუთია კენტი.

 

* * *

ომარ ხაიამ, ყისმათს არ აქვს ხათრი და რიდი,

შენი დაჩაგვრა მისთვის ცოდვა არ არის დიდი,

შესვი ბროლიდან ბროლბადაგი, ბროლს სიცოცხლისას

გადაგიმსხვრევდეს ვიდრე იგი, - მშვიდი და ფლიდი.

 

* * *

სიზმარში, ერთხელ, მომეყურა ბრძენის ხმა დილით:

„რა ხეირია ძილში, ნეტავ; რით არის ტკბილი?!

უწყოდე: ყველა, - რაც სიკვდილს ჰგავს, - უნდობარია,

წამოიმართე, მიწის ქვეშაც გეყოფა ძილი“.

 

* * *

ვისაც ერთი მადლიანი პური აქვს,

სათავისო წილკერძი და ყურე აქვს,

არც მონაა, არც ბატონი არვისი,

ნეტავ იმას რაღა დასამდური აქვს?!

 

* * *

შევხარი ღვინოს და აროდეს არა ვარ მთვრალი,

უჯიათობის არ მამძიმებს მე ცოდვა-ბრალი;

ღვინოს თუ შევტრფი, მარტო იმად, რათა შენსავით,

ამპარტავნობის ცოდვით, მეც არ დამიდგეს თვალი.

 

* * *

ამ ჩვენს მუხთალ დროს აღარ ფასობს ჭკუა-გონება,

ურცხვად ტკბებიან, შეიძინეს რაკი ქონება;

დამისხი ღვინო; მოდი, ერთი, -

ჭკუას ჩავკარგავ, იღბალი ჩემკენც მოიხედავს, მოეწონება.

 

* * *

შემწეს დავეძებ, - შემწეობა სად არის შენი?

მძიმე უკუნი ჩამოწვა და ჩაბნელდა გული,

„მორჩილი ვიყო და სამოთხე მექნება სრული“?! -

ეს ვაჭრობას ჰგავს! წყალობა კი სად არის შენი?!

 

ამბაკო ჭელიძის ნათარგმნი:

 

* * *

მე მფარველს ვეძებ, - მფარველობა სადაა შენი?

დაბნელდა გული, ჩაქრა სხივი, შუქის მომფენი.

მორჩილებისთვის შენ სამოთხეს თუ მომანიჭებ -

ეს ვაჭრობაა, წყალობა კი სადაა შენი?

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
gaq