საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

გულმოწყალე სამარიტელის ბორბალი - მარადიული სიკეთის სიმბოლო
თამარ კობიძე

1993 წელს,  ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე, გარდაიცვალა ცნობილი კომედიური მსახიობი ფრუნზიკ მკრტიჩიანი.  სომხეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დასაფლავების გადატანა დესასწაულის მომდევნო დღისათვის, 2 იანვრისათვის. მაგრამ ძმის დაჟინებით ფრუნზიკი 31 დეკემბერს დაასაფლავეს. პანთეონამდე მის კუბოს ათასობით ადამიანი მიაცილებდა.

კაცმა,  რომელიც სიცილის ლეგენდად იქცა, სინამდვილეში უაღრესად ტრაგიკული ცხოვრება გამოიარა, ეს ტრაგედია მას  მემკვიდრეობით ხვდა :

დავიწყოთ იმით, რომ მისი მშობლები თურქეთის რბევის მსხვერპლნი იყვნენ და 5-5 წლისანი ყოფილან, როდესაც ვიღაც მადლიანს ქუჩაში უნახავს და ბავშვთა სახლისთვის გადაუცია. ასე ერთად გაზრდილან და 24 წლისანი დაქორწილებულან.

შემდეგ: ფრუნზიკს ჰყავდა მეუღლე, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დამირა, რომელიც ყველა გადაღებაზე თან დაჰყვებოდა და ”კავკასიელ ტყვე ქალში” მისი ცოლის როლიც კი ითამაშა. მაგრამ დამირა თანდათან სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა - ქმარს ეჭვების სცენებს უმართავდა. ბოლოს ფრუნზიკმა ვეღარ გაუძლო შინაურ ომს და მეგობრების რჩევით,  ექიმებს აჩვენა. ექიმების განაჩენი სასტიკი გამოდგა - შიზოფრენია. როდესაც ადგილობრივი სპეციალისტების ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა, დამირა  მიავლინეს საფრანგეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

დარჩა მისგან მკრტიჩიანს ორი შვილი - ქალ-ვაჟი: ვაზგენი და ნუნე.

ქალიშვილი ნუნე გათხოვდა და არგენტინაში, ქმართან გადავიდა საცხოვრებლად, რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ვაჟიღა ჰყავდა იმედად, მაგრამ ახლა უკვე მისი საქციელი აფიქრებდა ფრუნზიკს. ისევ ფსიქიატრების კონსულტაცია და - აქაც უნუგეშო დიაგნოზი: ბიჭს დედისგან გენეტიკურად გადმოცემული ფსიქიკური დაავადება დაუდგინდა. როდესაც, გარკვეული დროის შემდეგ ყმაწვილი იმავე ფრანგულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც დედამისი იწვა, თვითმხილველთა გადმოცემით, დედა-შვილმა ვერ იცნო ერთმანეთი.

ასეთმა ბედისწერამ თავად მკრტიჩიანსაც დაასვა დაღი - იმდენად მიეძალა სასმელს, რომ ”მიმინოზე” მუშაობის დროს მისი მიზეზით გადაღებები ჩერდებოდა ხოლმე.

აი, ამგვარი პირადი ტრაგედიის მქონე პიროვნებას ღმერთისაგან შერჩენილი ჰქონდა  მადლი -  ემსახურა ადამიანებისათვის და  ბედნიერება მოეტანა  მათთვის.  

კინოფილ ”მიმინოს” მხილველთა შორის ალბათ ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რომ სწორედ მის გმირშია განსახიერებული ფილმის ავტორთა კეთილშობილური ჩანაფიქრი და ეს ჰუმანური დატვირთვა თვით პერსონაჟის გვარშია გახცხადებული - ”ხაჩ” სომხურად ჯვარია. შესაბამისად, ”ჯვარის” ფუძესთან დაკავშირებული ყველა გვარი სწორედ ”ხაჩ”-იდან მომდინარეობს. მისი გმირი რომ  მართლა პროფესორი ყოფილიყო, ის ალბათ ”ხაჩატურიანი” იქნებოდა, მაგრამ, რაკი უბრალო შოფერია - მისთვის მოკრძალებული ”ხაჩიკიანიც” შესაფერისია. თუკი პროფესორს გულსაკიდი ჯვარი მოუხდებოდა,  შოფრისათვის,  ქრისტესადმი ერთგულების დასტურად,   მხარზე ამოსვირინგებული ჯვარიც საკმარისია (თუმცა, კინომაყურებელს ბანაობის სცენიდან უფრო მისი შიშველი უკანალი შეიძლება ახსოვდეს, ვიდრე ჯვრიანი მხარი). მაგრამ ამით კინორეჟისორის მთავარი სათქმელი არ იცვლება  - მხარზე ჯვარამოსვირინგებული და ჯვრის ფუძის მოლაპარაკე გვარის მქონე ფილმის ეს გმირი არის სწორედ ჯვრის მტვირთველი - მოყვასისადმი სიყვარულის უშურველად გამღები გულმოწყალე სამარიტელი! ნუ დაგვავიწყდება - სამარიტელი ეხმარება მომაკვდავს, რომელიც მოძმეებმა არ შეიწყნარეს და გაიხსენეთ პაპაშვილისგან სულიერად ვნებული ”მიმინო”! ჩვენი სომეხი სამარიტელი კი ყველაზე დიდი განსაცდელის  ჟამს არ ტოვებს უნუგეშოდ მოყვასს და აღუდგენს მას ადამიანებისადმი დაკარგულ რწმენას.

როდესაც ხაჩიკიანი ბორბალს ჩუქნის ახლად შეძენილ მეგობარს, ეს არ არის უბრალოდ ბორბალი - ბორბალი სიმბოლოების ლექსიკონში სიკეთისა და მარადიულობის სიმბოლოა! მკრტიჩიანის გმირი თესავს მარადიულ სიკეთეს და მოუწოდებს ყველა ადამიანს - ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი, ანუ, როგორც მოციქული იოანე ბრძანებდა:  “იყუარებოდით ურთიერთას…  უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს” (იოანე 15, 9-13).

ეს გახლდათ სწორედ ფილმის ავტორთა ჩანაფიქრი, რასაც შეუდარებელი ხელოვანებით შეასხა ხორცი  მსახიობის ტალანტმა!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq