საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

”ევრომაიდანი” მთელ უკრაინას შეკრებს საახალწლო ნაძვის ხესთან ხელისუფალთა გარეშე!
გიორგი ერიშვილი

კიევის ”ევრომაიდანი” ემზადება ახალი წლის შესახვედრად.

”ევრომაიდანი” ყველა კიეველსა და დედაქალაქის სტუმარს ეპატიჟება ახალი წლისა და შობის დღესასწაულების თავისუფლების მოედანზე შესახვედრად, თავისუფლებისა და შემოქმედების ტერიტორიაზე! ”ბატკივშჩინის” პრეს სამსახურის ფრთიანი გამოთქმით: ”ეს არის უკრაინული კულტურის და ხელოვნების, განათლებისა და კრეატიული სივრცის ტერიტორია”.

უკრაინაში ახლა 1989 წლის თბილისური 9 აპრილის დროინდელი ხანა დგას - უკრაინის რუსული პროვინციებიდან და უშუალოდ რუსეთიდან ჩამოყვანილმა სპეცრაზმელებმა დაუნდობლად ჰგვემეს ხალხი, რომელთა შორისაც არიან დაკარგულებიცა და, სავარაუდოდ,  დახოცილებიც; კვარცხლბეკიდან გადმოგდებულია ლენინის ძეგლი და იანუკოვიჩი და აზაროვი ისევე უფუნქციო ნომინალურ მმართველებად არიან დარჩენილნი, როგორც პატიაშვილი და გუმბარიძე 1989 წელს.

დღეს ”ევრომაიდანი” უკრაინელთა გაუტეხელი ციხეა - სამომავლოდ სპეცრაზმელთა სიმხეცის გამეორების აღსაკვეთად დიდთოვლობაში ”ევრომაიდანს” ყოველი მხრიდან  თოვლზე ყინულდასხმული და გაქვავებული მაღალი კედელი შემოავლეს, რომელთა  წინ ასფალტთან საყრდენებით მიამაგრეს ლითონის ბოძები და ამ კოსტრუქციას განივად კაპიტალურად მიადუღეს ლითონის ტროსები და არმატურები.  მთელი გალავანი ისეთ   ციხე-სიმაგრედ აქციეს, რომელსაც ტანკების გარდა ვერაფერი შეანგრევს.

”ევრომაიდანზე”, დილაობით უკრაინელი მართლმადიდებელი მღვდლების ლოცვის შემდეგ,  ყოველ კვირას იმართება სახალხო ”ვეჩე” და ირჩევა საქვეყნო ვითარება;  შეიქმნა სრულიად უკრაინის გაერთიანება ”მაიდანი”, სადაც ყველა მსურველს შეუძლია გაწევრიანება. უკანასკნელ ვეჩეზე, 29 დეკემბერს, სახელდობრ, მოითხოვეს:

პრემიერ აზაროვისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა პროევროპული უმრავლესობის გაჩენამდე რადაში, ევროკავშირთან ასოციაციის ხელმოწერა, უვიზო კავშირი ევროპის ქვეყნებთან,  რუსეთთან ბოლოდროინდელი შეთანხმებების  გაუქმება და უკრაინის მიერ ევრაზიულსა და საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა, პრეზიდენტისა და დეპუტატების გამჭვირვალე არჩევნები.

”ევრომაიდანი” ხალხური ერთობისა და მმართველობის კლასიკური სახეა:

აი, მაგალითი - ”ევრომაიდნის” ახლომდებარე პარკში იანუკოვიჩს, ”ევრომაიდნელთა” საწინააღმდეგოდ მირეკილი ჰყავდა საბიუჯეტო ანგარიშზე მყოფი მოქალაქეები. მათ ორიოდ კვირა დაჰყვეს იქ და, როდესაც ხელისუფლებმა დაპირებული ფული არ გადაუხადეს, ერთმანეთის მიყოლებით გაიძურწნენ და დატოვეს პარკში ჭუჭყი და ნაგავი; თანაც, არამარტო დააბინძურეს პარკის ტერიტორია, არამედ დარღვიეს მისი დიზაინი და დააზიანეს ხეები და ბუჩქნარი.

საპასუხოდ ”ევრომაიდანმა” მიიღო დადგენილება და ნიჩბებით, ფოცხებითა და ცოცხებით  შეიარაღებული ასეულობით ადამიანი ”ევრომაიდნიდან” გადავიდა პარკის დასასუფთავებლად და ერთ დღეში მოიყვანეს წესრიგში მშობლიური ქალაქის ეს უბანი. 

ამას გარდა, ”ევრომაიდანი” მძარცველი და ყაჩაღი ხელისუფლების სრული ანტიპოდია - საიტი ”ru.tsn.ua” სიამაყით  იუწყება, რომ  მოქალაქეთა ერთი ნაწილის მიერ დაკარგული და სხვათა ნაპოვნი ასამდე სხვადასხვა დოკუმენტი - სახელფასო რუკები, დაკარგული საფულეები, პასპორტები და მობილური ტელეფონები - ყველაფერი ეს  ინახება დამოუკიდებლობის მოედნის საგანგებო საცავებში.

”ევრომაიდნის” საველე სამზარეულო მომიტინგეებისთვის მარაგდება საკვებითა და სასმელით, თბილი ტანსაცმლით - აშშ-სა და კანადის უკრაინულ დიასპორას ამ მიზნით საგანგებოდ აქვთ თანხები გამოყოფილი.

”ევრომაიდნის” საერთო ეროვნული სულისკვეთების იშვიათი ნიმუშია 22 დეკემბერს ერთობლივად  ნამღერი  ეროვნული ჰიმნი, რომელიც მასობრივი შესრულების მიხედვით  მიხედვით შევიდა გინესის რეკორდების ცხრილში - 200 ათასი კაცი ერთად მღეროდა ამ ჰიმნს.

ამავე დროს არ სძინავს მტერს - მთელს უკრაინაში მიმდინარეობს ნომენკლატურის ფარული და ღია შურისძიება: 24 დეკემბერს ხარკოვში თავს დაესხნენ ადგილობრივი ”ევრომაიდნის” ორგანიზატორს და დანით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა;  ჩაუსაფრდნენ ცნობილ ოპოზიციონერ ჟურნალისტ ტატიანა ჩერნოვილს და  გონების დაკარგვამდე სცემეს; ემუქრებიან პატიმრობით აქციათა მონაწილეებს -  სადაც შეუძლიათ, სისხლის სამართლის დანაშაულს სწამებენ, სადაც არა - უჭრიან მანქანის საბურავებს, უწვავენ მანქანებს და ესვრიან იარაღს; ერთ გაცდენაზე რიცხავენ სტუდენტებს ინსტიტუტებიდან.

მაგრამ ”ევრომაიდნელებს” ვერაფერი ვეღარ შეაშინებს - მათთვის ახლა ისიც კი აღარ არის არსებითი - აზიელებთან იქნებიან მომავალში, თუ ევროპელებთან - მათ იგრძნეს მთავარი, რა კარგია რუსეთის გარეშე და იმავდროულად ერთმანეთის გვერდით ყოფნა!

პროფკავშირების სახლის კომენდანტის - მიხეილ ბლავაცკის განცხადებით, ახალი წლის ღამით კიევის თავისუფლების მოედანზე იმდენი კაცი მოიყრის თავს, რომ ეს ამბავიც ჰიმნივით შესატანი გახდება გინესის რეკორდების წიგნში - დღესასწაულში, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მილიონამდე ადამიანმა. ეროვნული მრწამსის მქონე დეპუტატები, მაგალითად,  მთელი ოჯახებით აპირებენ ახალი წლის ღამის ”ევრომაიდანზე” გატარებას.

”ევრომაიდნელებმა” ხელისუფალთა მიერ დროზე ადრე აჩონჩხილ რკინის ”ნაძვის ხეს”, რა ხანია, სააგიტაციო ბანერის ფუნქცია დააკისრეს, ხოლო მის ნაცვლად აღმართეს მშვენიერი 14-მეტრიანი ცოცხალი ნაძვის ხე, რომელიც მორთეს ნაირგვარი სათამაშოებით.

31 დეკემბრის ღამით, როდესაც იანუკოვიჩი ნებადართულ სატელევიზიო არხზე,   ჩამწერ სტუდიაში ვირთხასავით შემძვრალი  თავისი დაულაგებელი მეტყველებით მიულოცავს ახალ წელს მის ნდობადაკარგულ თანამემამულეებს, დიდად საგულვებელია, რომ, ამ უკანასკნელთ - ყველას, ვინც იმ დღეს ”ევრომაიდანზე” ვერ იქნება, ჩართული ჰქონდეთ ინტერნეტ-საიტები, სადაც ბედნიერი უკრაინელები ერთობლივად აღნიშნავენ დღესასწაულს.

ახალი წლის ღამით ”ევრომაიდანზე” იგეგმება დიდი საახალწლო საკონცერტო პროგრამა.  კონცერტზე, უკრაინელ მომღერლებთან ერთად, იმავე საზღვარგარეთული უკრაინული დიასპორის ძალისხმევით, იმღერებენ საყოველთაოდ ცნობილი შემსრულებლები: ”Modern Talking”-ისა და  ”Pink Floyd”-ის ჯგუფები; კომენდანტ ბლავაცკის  თანახმად, მომიტინგეებს დაურიგებენ უალკოჰოლო შამპანურსა და კანფეტებს. გაიმართება სხვადასხვა სახის თამაშობები და კონკურსები. ”ევრომაიდანი” ელოდება დღესასწაულს, რომლის ბადალი არ მოსწრებია უკრაინის მთელ ისტორიას!

ქართველებსაც შეუძლიათ ახალი წლის შემოსვლის საათებში გადაერთონ ტელევიზორიდან კომპიურეტებზე და დატკბნენ უკრაინელთა ბედნიერებით! აი, ერთი მსგავსი საიტის მისამართი:

http://emaidan.com.ua/onlajn-translyaciya-evromajdana/

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq