საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ისლამისტური აქტივობა იორდანიაში
ვასილი პაპავა



იორდანიაში საკმაოდ ხშირია ისლამურ ქმედებათა გამოვლინების ფაქტები. აქ ისლამისტურმა მოძრაობებმა  მთავარი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან. მონარქიის ტრადიციული მოკავშირე – «ძმები მუსლიმები» პოლიტიკაში ჩაერთო, როდესაც რეჟიმმა ღია პოლიტიკის კურსი აირჩია. მიუხედავად ამისა, შიდა პოლიტიკაში მათ გაწონასწორებულობასთან სდევს მზარდი რადიკალიზაცია საგარეო პოლიტიკის საკითხებთან მიმართებაში, რაც გამოწვეული იყო უარით მიეღო მონაწილეობა  ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაში და ერაყში სამხედრო ინტერვენციის თაობაზე მათი სრული წინააღმდეგობისა. ამას გარდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში იორდანია იყო სალაფიტებისთვის ინტელექტუალური პროდუქციის მთავარი ცენტრი. 1990-იან წლებში ჯიჰადის აუცილებლობამ განაპირობა პირველი შეიარაღებული დაჯგუფებების წარმოქმნა და ჯიჰადის იდეებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ქვეყნის საზოგადოების ზოგიერთ ფენებში. შეიარაღებულმა ინტერვენციამ ერაყში, განსაკუთრებით კი აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის პიროვნებამ განაპირობა ის, რომ იორდანია «ალ-ქაიდა»-ს მთავარი სამიზნე გახდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისულფლებამ წარმატებას მიაღწია ჯიჰადთან ბრძოლაში, რაც განაპირობა იორდანიის უშიშროების სამსახურის («Dairat al-Mukhabarat al-Ammah») ეფექტურმა მოქმედებამ და ინიციატივამ «ამანის მესიჯი», რომელსაც გააჩნია ისლამის საკმაოდ ტოლერანტული ხედვა და აქედან გამომდინარე უარყოფს ჯიჰადის იდეოლოგიის გატარების მხარდაჭერას.

«ძმები მუსლიმები» — ინტეგრაციასა და რადიკალიზმს შორის
1945 წელს მეფე აბდულა I იბნ ჰუსეინის  პატრონაჟით დაარსებულმა მოძრაობამ  «ძმები მუსლიმები» მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰაშემიტური სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.  იყო რა საერთო მტრის – ნასერისტული ნაციონალიზმის მოწინააღმდეგე, საძმო მხარს უჭერდა მეფე ჰუსეინ I იბნ ტალალს 1950-იანი წლების ნაციონალისტური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. საძმო ასევე მხარს უჭერდა რეჟიმს 1970-1971 წლების სამოქალაქო ომის დროს, რაც ლიბანში «პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის» («PLO»)  ხელმძღვანელობის გაძევებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მათ თანამშრომლობას ახასიათებდა დადებითის გარდა უარყოფითი მხარეები, ხანდახან კი კრიზისული პერიოდიც. ამის მაგალითია 1956 წლის კრიზისი იორდანიაში ბრიტანეთის შესვლის წინააღმდეგ ამბოხების დროს, მოგვიანებით კი, 1993 წელს კრიზისი გამოიწვია საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანამ. ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც რეჟიმმა გაატარა ისრაელთან დაახლოების პოლიტიკა, რასაც მოყვა 1994 წელს «ვადი არაბას ზავზე» ხელმოწერა. აქედან მოყოლებული რეჟიმისა და საძმოს ურთიერთობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ამჟამად მათ შორის უნდობლობაა, ამასთან არსებობს მთელი რიგი “წითელი ზოლი”, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია ნებისმიერ დროს, თუკი ისლამისტებს უნდათ დევნის თავიდან აცილება.
ისლამისტები წარმოადგენდნენ იორდანიაში პოლიტიკური ცხოვრების ნაწილს მას მერე, რაც რეჟიმმა 1989 წელს ღია პოლიტიკის კურსი აიღო. ამავე წელს საძმომ შექმნა პოლიტიკური ფრთა «ისლამური მოქმედების ფრონტი», რომელმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა ნაციონალური ასამბლეის არჩევნებში და 80-დან 22 ადგილი მოიპოვა. მალევე  საძმო მუდარ ბადრანის მთავრობაში შევიდა,  კერძოდ კი მოიპოვა ადგილები 5 სამინისტროში (განათლების, ჯანდაცვის, სოციალური განვთარების, იუსტიციის და ისლამურ საქმეთა სამინისტროები). ეს იყო ხელისუფლებისა და იორდანელი ისლამისტების თანამშრომლობის ოქროს ხანა, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა განათლებაში. 1993 წლის ახალი საარჩევნო კანონის განხილვამ სერიოზული კონფრონტაციები გამოიწვია, რაც დღევანდლამდეც გრძელდება. კანონი ითვალისწინებდა ნაციონალურ ასამბლეაში ისლამისტების რაოდენობის შემცირებას და 1993 წელს მათ მხოლოდ 16 ადგილი მიიღეს. ისრაელთან ზავმა და იორდანის მთავრობის უარმა, შეეტანა ცვლილებები საარჩევნო კანონში, გამოიწვია ის რომ, 1997 წელს ისლამისტებმა, ნაციონალისტების და მემარცხენე ფრთის პარტიების მხარდაჭერით ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს. 
1999 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ, მეფე აბდულა II-მ  2001 წლისთვის დაგეგმილი არჩევნები გადაავადა 2 წლით ისრაელის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ინტიფადას  დაწყების, ქვეყნის ეკონომკური კრიზისის და არასტაბილურობის ზრდის მიზეზით, რასაც მოყვა 2001 წელს ტერორისტული აქტები აშშ-ში. ქვედა პალატაში არჩევნები ჩატარდა 2003 წლის ივნისში. ესმოდა, რომ მისი არყოფნა პარლამენტში ასუსტებდა მის ზეგავლენას მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ყველაზე ფართო და საუკეთესოდ ორგანიებული პოლიტიკური ძალა, საძმომ შეცვალა მისი სტრატეგია მთავრობის მიმართ – გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და მოიპოვა 17 ადგლი 110-დან.
ისლამისტების დაბრუნებამ პარლამენტში ვერ შეცვალა მათი რთული ურთიერთობა იორდანიის რეჟიმთან. ერაყის კრიზისმა კიდევ უფრო დაძაბა არსებული სიტუაცია, რომელიც ისედაც რთული იყო ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესის გამო. მთავრობის მიერ მიღებული მთელი რიგი ზომების შემდეგ, რომლებიც მიმართული იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მზარდი ისლამური რიტორიკის აღსაკვეთად, 2004 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს საძმოს რამდენიმე იმამი იმ ბრალდებით, რომ არ იცავდნენ ერაყის კონფლიქტის მოგვარების საბჭოს მიერ გაცემულ ინსტრუქციებს. მეჩეთის კათედრა გადაიქცა წაქეზების იარაღად, რაც მიმართული იყო ჯიჰადის გაჩაღებისათვის ერაყში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. დაკავებულთა შორის იყო ყოფილი სამთავრობო მინისტრი და შურას საბჭოს პრეზიდენტი იბრაჰიმ ზაიდ კილანი. სიტუაცია მალევე დალაგდა, როცა საძმო დათანხმდა მთავრობის პირობების შესარულებას. 2006 წლის არჩევნებში საძმოს გამარჯვებამ და ერაყში მოკლული «ალ-ქაიდა»-ს ლიდერის, აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის ოჯახისთვის ორი ცნობილი დეპუტატის – სუკარას და აბუ ფარესის მიერ სამძიმრის გამოცხადებამ ხელახლა გაამწვავა დაძაბულობა მთავრობასა და ისლამისტებს შორის. მარუფ ალ-ბახიტის   მთავრობამ დააკავა «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს ორი დეპუტატი, რომელთაც რამდენიმე თვე განმარტოებით საკანში გაატარეს, ვიდრე ბოლობოლო მეფისგან მიიღებდნენ შეწყალებას. საძმომ მთელი გულისყურით მოამზადა თავისი პოლიტიკური აპარატი მომდევნო, 2007 წლის ორ – მუნიციპალურ და საპარლამენტო – არჩევნებში მონაწილეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ივლისში ადგილობრივი არჩევნების ფავორიტები იყვნენ, კენჭისყრის დღეს საძმომ განაცხადა, რომ არ იღებდა მონაწილეობას და მთავრობა დარღვევებში დაადანაშაულა. ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად ისლამისტებმა დაკარგეს მუნიციპალური ძალაუფლება, რაც ორდანიის მთავრობის ხელში გადავიდა. იმ დროს, როდესაც «ჰამასი»  ძალებს იკრებდა ღაზაში, იორდანიის მთავრობა აიძულებდა ისლამისტებს ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა სიიდან ამოეშალათ პალესტინის სექტორის წევრები. მთავრობის მხრიდან გარკვეული ეკონომიკური და სოციალური დათმობების შემდეგ შურას საბჭომ მოახდინა «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს ხელმძღვანელობის მარგინალიზაცია და დათანხმდა წარმოედგინა მისაღებ კანდიდატთა ლიმიტირებული სია 20 ნოემბრის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებისთვის. გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააღრმავა იორდანიაში მათავარი ისლამისტური პატიის კატასტროფული მდგომარეობა, მიიღო რა 2007 წლის არჩევნებში მხოლოდ 7 ადგილი ( 2003 წელს 17 ადგილისგან  განსხვავებით) და ღრმა კრიზისში მოაქცია ისლამისტები, რომლებმაც დღემდე ვერ დააღწიეს ამ კრიზისს თავი.
სხვადასხვა მიმდინარეობების იდენტიფიკაციაბოლოწლების შიდა არჩევნებმა ცხადყო, რომ «ძმები მუსლიმები» 3 ძირითად მიმდინარეობად იყოფა.  ყველაზე რადიკალური “ქორებად” წოდებული, ძირითადად შედგება ტრანსიორდანული ისლამისტების შთამომავლობისგან, რომელთა დახმარებაც გადამწყვეტი გახდა იორდანის რეჟიმისთვის 1970 წელს პალესტინელებთან კონფლიქტის დროს. ამ მიმართულების ძირითადი კრედო იდეოლოგიურად რადიკალურია და გულისხმობს ღია მოწოდებას ისლამური სახელმწიფოს შექმნისაკენ და ასევე ისეთი კონცეფციების გატარებაზე, როგორიცაა უფლის სუვერენიტეტი. ამ მიმართულების წევრები უფრო ემხრობიან საიდ ყუტბის  რადიკალურ დისკურსს, ვიდრე რიტორიკის ლიბერალიზაციას. ისინი აგრეთვე ძალზე ნაციონალისტურად არიან განწყობილნი და იცავენ ტრანსიორდანული კომპონენტის უპირატესობის გარანტიის აუცილებლობას პოლიტიკურ არენაზე. აკონტროლებდა რა ორგანიზაციას 1990 წლამდე, სექტორი ამჟამად არის იმ ორგანიზაციის უმცირესობაში, რომელშიც დომინირებს პალესტინური ფრაქცია. მისი მთავარი წევრები არიან შურას საბჭო-ს წევრები — აჰმედ კაფავინი და აჰმედ ზარქა. სხვა ცნობილი წარმომადგენელია მოჰამედ
მეფე აბდულა I
აბუ ფარესი, საძმოს აკადემიური სალაფიზმის  ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი.სამი მიმდინარეობიდან მეორე საკმაოდ გაწონასწორებულია, ეგრეთწოდებული «ვასატი» (ცენტრისტული). ყოფილი გენერალური დამკვირვებელი აბდელ მაჯიდ დნეიბატი, «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს გენერალური მდივანი ჰამზა მანსური და ნაციონალური ასამბლეის ექს-პრეზიდენტი აბდელატიფ არაბიათი, პირველები იყვნენ ორგანიზაციაში, ვინც წარმატებით გამოვიდა 1990 წლის არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგ და ითავა საძმოს პოლიტიკურ პროგრამაში ცვლილებების შეტანა. ამ მიმდინარეობის პოლიტიკური მემკვიდრეები, მათ შორის ახალი გენერალური დამკვირვებელი სალემ ფალაჰათი, წამყვან როლს თამაშობენ შურას საბჭოში, თუმცა მათი, როგორც წამყვანი ფიგურების ზეგავლენა შესუსტდა «ისლამური მოქმედების ფრონტში», სადაც გენერალური მდივნის თანამდებობა რეფორმისტულ სექტორში გადავიდა. ვასატის ლიდერების მიმართულება არის რეფორმისტული და ისინი თვლიან, რომ ტრასიორდანულმა ისლამისტებმა უნდა შეიმუშავონ საკუთარი გეგმა, და არ უნდა მიაბან თავიანთი პოლიტიკური ქმედებები «ჰამასი»-ს მოთხოვნებს.

საძმოს მთავარი მიმდინარეობა, თუმცა არა ერთადერთი, რომელიც სარგებლობს ფართო წარმომადგენლობით ორგანიზაციის ზედა ეშელონებში, არის ეგრეთწოდებული რეფორმისტული სექტორი. ტერმინმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ იმის გათვალისწინებით, რომ სექტორი მთლიანად მხარს უჭერს ისლამისტების პალესტინური ჯგუფის, «ჰამასი»-ს მიზნებს. ეს მიმდინარეობა შედგება პალესტინური წარმოშობის იორდანელი ისლამისტებისგან, რომლებმაც თანდათანობით ხელში ჩაიგდეს ორგანიზაციის ძალოვანი ბერკეტები. ის იღებს სარგებელს იორდანიაში ისლამის მებრძოლთა შორის ჰამასის პოპულარობისგან. დღესდღეობით მისი წევრები პრაქტიკულად აკონტროლებენ  ყველა პროფესიულ გაერთიანებას, რომელთა მთავარი პოლიტიკური მიზანი არის გაილაშქრონ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ. ისინი ასევე აკონტროლებენ  გაზეთს «Al Sahel». მის შემადგენლობაში შედის რამოდენიმე დეპუტატი, მათშორის ჰასან ჰუნეიდი,  ნაციონალურ ასამბლეაში «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს პრეს-მდივანი. სექტორის გავლენა გაიზარდა ბოლო შიდაპარტიული არჩევნების დროს, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი, პალესტინური წარმოშობის ზაკი ბანი რუშაიდი არჩეულ იქნა «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს ახალ გენერალურ მდივნად და გახდა რა ისრაელის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დაბადებული პირველი იორდანელი, რომელმაც მაღალი თანამდებობა დაიკავა.

საძმოს ამ სექტორის მახასიათებელი არის რადიკალური ყუტბის მიმართულების მომხრეებისა და შედარებით გაწონასწორებული რეფორმისტების თანაარსებობა, რომელმაც აირჩია რეფორმისტული რიტორიკა და გააცნობიერა, რომ არაბული რეჟიმის მიერ შემოთავაზებული გახსნილი პოლიტიკა მათვე წაადგებოდა. მიუხედავად ამისა, მათ ორივეს აერთიანებთ რადიკალური წინააღმდეგობა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართ. «ჰამასი»-ს მიერ მოგებულმა ბოლო არჩევნებმა წამოჭრა საკითხი – როგორი ურთიერთობა უნდა იყოს იორდანელ ისლამისტებსა და მათ პალესტინელ მოძმეებს შორის. აქ დამყარდა საკმაოდ დელიკატური ბალანსი – იორდანიის ისლამისტთა გაცილებით გაწონასწორებული სექტორი რჩება საძმოს ახალი სტრუქტურის მმართველი თანამდებობის პირთა უმრავლესობის კონტროლის ქვეშ, მაშინ, როდესაც რეფორმისტულმა სექტორმა გააძლიერა თავისი კონტროლი პოლიტიკურ აპარატზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ გაწოასწორებულ სექტორს აქვს ქვეყნის მთავრობასთან კონტაქტები. 
პოლიტიკური პროგრამამიბაძეს რა თავიანთი ეგვიპტელი მოძმეების მაგალითს, იორდანიის «ძმები მუსლიმებმა» წარმოადგინა ახალი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ასახავს მათ პოლიტიკური დოქტრინის ევოლუციას ბოლო 10 წლის განმავლობაში. გაიაზრეს რა, რომ მათ პოლიტიკაში ჩართვის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ, ქვეყნის ისლამისტებმა მიმართეს პოლიტიკური რეფორმების რიტორიკას. ის განაცხადი, რომ დემოკრატია ისლამსთვის მიუღებელია და რომ ისლამური ქვეყანა იმართება მხოლოდ შარიათის მეშვეობით წარსულს ჩაბარდა.  ხალხის სუვერენიტეტის აღიარება (იქ, სადაც ადრე მხოლოდ ღმერთის სუვერენიტეტი – ჰაკიმიია იყო), სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, აღმსარებლობის თავისუფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, პოლიტიკური პარტიების შექმნის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო და ჭეშმარიტად პარლამენტური მონარქიის დამკვიდრება – ყოველივე ეს ასახულია საძმოს პროგრამაში. დემოკრატიული მეთოდები გამოიყენება მკაცრად ორგანიზაციის ჩარჩოებში და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება არჩევნები შურას საბჭოს ასარჩევად, რომელიც, თავის მხრივ ირჩევს გენერალურ მდივანს და ისლამური მოქმედების ფრონტის ხელმძღვანელობას, ასევე საძმოს მთავარ დამკვირვებელს, პოსტი, რომელიც არ არსებობს ეგვიპტის საძმოში. 

პოლიტიკურად იორდანიის ისლამისტები, როგორც ჩანს ნაწლობრივ მისდევენ დოქტრინულ ევოლუციას, რომელიც წამოაყენეს სხვადასხვა მხარეებმა – «სამართლიანობისა და განვითარების პარტია» თურქეთში და მაროკოში თუ ეგვიპტის «ვასატ»-მა. მიუხედავად ამისა, ზოგი ანალიტიკოსი თვლის, რომ მათი იდეოლოგია ახლოა საძმოს დამაარსებელი ჰასან ალ-ბანას ანტი-ლიბერალური, კონსერვატიული და ანტი-დასავლური მიმართულებასთან, ვიდრე თურქეთის «სამართლიანობის და განვითარების პარტიის» ახალ წინადადებებთან. ისინი ასევე თვლიან, რომ იორდანულმა საძმომ იკისრა პოლიტიკური ლიბერალიზაციის რიტორიკა წმინდა პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, და არა რაიმე სიღრმისეული ევოლუციის გამო თავის მოძღვრებაში. მაგალითად, მათ მოყავთ ახალი პოლიტიკური პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, სადაც ხაზგასმულადაა ნათქვამი, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა – შარიათის გამოყენებაა (პრაქტიკაში/ცხოვრებაში გატარება). ამ მხრივ საძმო გამონაკლისს არ წარმოადგენს : ისინი ისევ რადიკალურად კონსერვატიულები არიან სოციალური საკითხების მიმართ და მათ მიერ სამოქალაქო თავისუფლებების აღიარება განპირობებულია საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ზნეობრიობის მოსაზრებით.
საორგანიზაციო ქსელი და დამატებითი საქმიანობამთავრობასთან ურთიერთობის კარგმა თუ ცუდმა გამოცდილებამ ხელი არ შეუშალა საძმოს სხვადასხვა სფეროში გაწაფულიყო და შეექმნა საყოველთაო ეროვნული ქსელი. საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, კულტურული ცენტრები, ახალგაზრდული ცენტრები და საქველმოქმედო ასოციაციები ერთად წარმოადგენენ ისნტიტუციურ ქსელს, რომელსაც საძმო იყენებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად იორდანულ საზოგადოებაში. განსაკუთრებით დაწყებითი და საშუალო სკოლები, როგორიცაა დარ ალ-აქსას სკოლები (რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 20-მდეა), ზარქას უნივერსიტეტი,  ისლამური ჰოსპიტალი ამანში (1100 თანამშრომლით), საქველმოქმედო საზოგადოების ისლამური ცენტრი (შედგება 32 კომიტეტისგან), ისლამის შესწავლისა და კვლევის ასოციაცია, ასევე ყურანის დაცვის საზოგადოება 100-ზე მეტი ცენტრით ქვეყანაში) უზრუნველყოფს საძმოს წევრებისთვის დასაქმებას და იმ სოციალური გარემოს შექმნას, რომელიც იზიდავს ახალ მიმდევრებს და არსებული წევრებისთვის მოაქვს სარგებელი.  საძმოს წევრების პოლიტიკურმა აქტივობამ განაპირობა, რომ ისინი ფართოდ ჩაერთვნენ პროფესიული ასოციაციების მართვაში, რომლებიც, პროფკავშირების არარსებობის პირობებში, ქვეყანაში მთავარ მარეგულირებელ ბერკეტს წარმოადგენენ. დღესდღეობით ისლამისტები აკონტროლებენ ინჟინრების, არქიტექტორების და იურისტების პროფესიულ გაერთიანებებს და წარმოადგენენ მთავარ ოპოზიციურ ჯგუფს ექიმთა, სახელმწიფო მოხელეთა და მედდათა ასოციაციებში.   
  ორდანიის პოლიტიკური სისტემის თავისებურმა შენიღბვამ და თანხვედრამ ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური რეფორმები თუ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, ბიძგი მისცა ისლამისტებსა და ქვეყნის სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგს. ამ დიალოგის ამოსავალ წერტილად შეიძლება განვიხილოთ თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებიც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი 1993 წლის საარჩევნო კანონის მიმართ, რამაც ოპოზიციურ პარტიებს უბიძგა შეექმნათ საკოორდინაციო საბჭო 13 პარტიის შემადგენლობით (კომუნისტები, ბაასისტები, ნაციონალისტები, სოციალისტები და სხვა), მათ შორის «ისლამური მოქმედების ფრონტი»-იც. საბჭომ ერთხმად მოიწონა 1997 წლის არჩევნების ბოიკოტი. მიუხედავად იმისა, რომ ამის მნიშვნელობას აზრი დაეკარგა, რადგან მისი წევრების უმრავლესობა აღარ იყო პარლამენტის წარმომადგენლობაში, საბჭო მაინც აგრძელებს შემოთავაზებების წარმოდგენას და ერთობლივი განცხადებების გაკეთებას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (საარჩევნო რეფორმები, კვოტები ქალებისთვის და სხვა).  საბჭო «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს სიამაყეა და მაგალითი სხვა არაბული სახელმწიფოებისთვის. ნაციონალურ ასამბლეასთან ე
ჰუსეინ I
რთად «ისლამური მოქმედების ფრონტ»-ს მცირე პრობლემები ქონდა გადასაჭრელი სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მათთან ერთად ბევრ საკითხთან დაკავშრებით ხმაც მისცა. 
საერთაშორისო საკითხებიისევე როგოც მისმა მოძმეებმა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში, იორდანიის ისლამისტებმა არაბული ნაციონალიზმის მემკვიდრეების მანტია მოისხეს და აიღეს ანტი-დასავლური და ანტი-იმპერიალისტური კურსი, რასაც წლების განმავლობაში მიყვებოდნენ. ბოლო ხანს მათი დოქტრინის განვითარებას და მოზომილობას პოლიტიკური რეფორმების საკითხში თან სდევდა მათი დისკურსის რადიკალიზაცია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ისრაელთან მშვიდობიან მოლაპარაკებამ სათავე დაუდო მთელ რიგ პროცესებს და განაპირობა კომიტეტების და ასოციაციების შექმნა ისრაელთან ურთიერტობის ნორმალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ჩატარდა სარეკლამო კამპანიები, რათა ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ პირების, ფირმების თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც კავშირი ქონდათ ისრაელთან.  

ამერიკის სამხედრო ინტერვენცია ერაყში წარმოადგენს კიდევ ერთ ფაქტორს ისლამური კრიტიციზმის მოზომილობის დამძიმებაში, რამაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. არა მხოლოდ იორდანიის მთავრობა მოხვდა კრიტიკის ქარცეცხლში ერაყის ომში შეერთებული შტატების მოკავშირეობისათვის, არამედ არაბული ქვეყნების მთავრობებმაც დაიმსახურეს რისხვა თავიანთი ქმედებებისათვის. ამას გარდა მხარდაჭერა საკმაოდ ღიად იყო გამოხატული ამერიკული ოკუპაციის წინააღმდეგ ჯიჰადით. ზოგ შემთხვევაში მთავრობას ადანაშაულებენ ღალატში და მონარქიის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. იორდანიის მთავრობას საპასუხო რეაქცია ჰქონდა კრიტიკაზე, რაც თავისი სიმკაცრით უპრეცედენტო იყო, რასაც მოწმობს მთავარი გაზეთის «Al Sahel»-ის გვერდებზე გამოქვეყნებული სტატიები. გაზეთი ასევე რეგულარულად ხოტბას ასხამდა ბინ ლადენსა და ერაყის წინააღმდეგობას. მიუხედავად იმისა, რომ ღიად აკრიტიკებდნენ ისეთი ადამიანების მიერ გამოყენებულ მეთოდებს, როგორიც იყო ზარქაუი (თავის მოკვეთა, მშვიდობიანი ერაყელების დახოცვა), სტატიების ავტორები ამართლებდნენ ძალადობას წინააღმდეგობის მოძრაობის მხრიდან და წამებულად მოიხსენიებდნენ მათ, ვინც ამ საქმისთვის სიცოცხლე გაწირა. მათი შეხედულებები უცხო ქვეყნის მიერ ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ გამოხატავს საკმაოდ გაწონასწორებული ისლამიზმის დამოკიდებულებას საგარეო პოლიტიკის მიმართ.ისლამისტები ასევე საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი დასავლეთის მიმართ, რომელსაც ბრალს სდებენ ორმაგ სტანდარტებში და იმ აურაცხელ უბედურებაში რაც უმამ  გადაიტანა. შეერთებულ შტატებს საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა ისრაელის მხარდაჭერისა და ერაყში ინტერვენციისათვის. სწორედ ამ მიზეზების გამო ისლამისტებს არ სურთ ჰქონდეთ არანაირი კონტაქტი აშშ-ს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. კრიტიკა ეხება ევროპასაც თავისი უმოქმედობის გამო და ასევე იმს გამო, რომ არ აქვს უნარი დაიკავოს მეტად დაბალანსებული პოზიცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. მიუხედავად ამისა, ისლამისტები აღიარებენ ევროკავშირთან კარგი ურთიერთობების აუცილებლობას და სხვა ბევრ მიზეზთან ერთად მოყავთ ევროკავშირში მუსლიმების მნიშვნელოვანი თემის ყოფნა. ისინი აგრეთვე ხაზს უსვამენ საძმოსთან ახლოს მყოფი ორგანიზაციების მნიშვნელობას ევროპის ქვეყნებში, სადაც ისინი გახდნენ მუსულმანური თემების მთავარი წარმომადგენლები. ამიტომაც მათი საპასუხო რეაქცია კრიზისზე, რომელიც გამოიწვია წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებამ, არც ისეთი ხმამაღალი იყო და ამტომაც ისინი წავიდნენ ევროპელ ხელისუფლებთან მოლაპარაკებებზე მსგავსი აქტების თავიდან ასაცილებლად.  

სალაფიზმი შემწყნარებლობასა და ჯიჰადს შორის
სალაფიზმი დღესდღეობით წარმოადგენს რელიგიური ჭეშმარიტების ძიების და ასევე ისლამის პრაქტიკაში ისე გატარების მეთოდს, როგორც ეს წინასწარმეტყველმა დააწესა. როგორც მოძრაობა ის ახლოა ვაჰაბიზმთან, რომლის იდეოლოგიაც მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა საუდის არაბეთის მხარდაჭერის მეოხებით. სალაფიზმში ორი ძირითადი ტენდენციაა – აკადემიური სალაფიზმი (Salafiyya ilmiyyah), რომელიც შემწყნარებლური და აპოლიტიკურია და მებრძოლი სალაფიზმი (Salafiyya Jihadiyyah), რომელმაც ფეხი მყარად მოიკიდა 1990 წლებიდან ერაყის ქუვეითში შეჭრის დროს საუდის არაბეთში ამრიკული ჯარების დისლოკაციის შედეგად.  ორივე მიმართულებას უამრავი მიმდევარი ყავს იორდანიაში. აკადემიური სალაფიზმი იორდანიაში 1980-იან წლებში შეიმუშავა მუჰამად ნასირ-უდ-დინ ალ-ალბანიმ,  რომელმაც 1979 წ. დატოვა სირია მთავრობის მხრიდან ისლამისტების დევნის გამო. ალ-ალბანიმ იორდანია აქცია ინტელექტუალური სალაფიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად, დააარსა რა “აზროვნების სკოლა”, რაც შემდგომში ბევრი იორდანელებისთვის ამოსავალი წერტილი გახდა და მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა.  მისი იორდანელი მოწაფეები ალი ალ-ხალაბი და მუჰამად აბუ შაკრა აკადემიური სალაფიზმის მთავარი იდეოლოგები არიან ახლო აღმოსავლეთში. მათი იდეოლოგიური პროდუქცია საუდის არაბეთის მიერ ფინანსდება. მათი მოსაზრებები სოციალურ საკითხებში უკიდურესად კონსერვატიულია, აპოლიტიკურია და საკმაოდ კრიტიკულია ტრადიციული ისლამური მოძრაობების მიმართ, რომელთაც ბრალად სდებენ პოლიტიკური შეხედულებების რელიგიურზე უფრო მაღლა დაყენებას. მებრძოლი სალაფიზმი იორდანიაში წარმოიშვა 1990 წლებში პირველი “ავღანელი არაბების” დაბრუნების შემდეგ, რომლებიც საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ავღანეთში. აქ მთავარ ფიგურას წარმოადგენს იორდანიის მოქალაქე ისამ ალ-ბარქავი, რომელიც ცნობილია აბუ მუჰამად ალ-მაყდისის სახელით.  ის ბევრი ნაშრომის ავტორია, მათ შორის « The Creed of Abraham» და «The Obvious Proofs of the Saudi State’s Impiety»,  რომლებშიც ის ვაჰაბიზმის ტრადიციებზე დაყრდნობით გადმოსცემს ჯიჰადის დოქტრინას. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია საბრძოლო სალაფიზმის წამყვან იდეოლოგებზე, რომლებიც ასპარეზზე გამოჩნდნენ საუდის არაბეთში 1990-იან წლებში. მისი ზოგი ნაშრომი აღმოჩნდა მოჰამედ ატტას მანქანის საბარგულში, რომელიც 9/11-ის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი იყო. ავღანეთის შემდეგ, 1992 წელს ის დაბრუნდა იორდანიაში და ტერორისტულ ორგანიზაციას «ბაიათ ალ-იმამს»  ჩაუდგა სათავეში. 1996 წელს ის დააპატიმრეს ქვეყანაში ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რამოდენიმე თავდასხმის ბრალდებით. ალ-ზარქაუის ინტელექტუალური მამა მაყდისი ციხეში რჩება, მაშინ როდესაც მას თვითონ 1999 წელს მცირე ხნით ციხიდან უშვებენ ამავე წელს ტახტზე ასული მეფე აბდულა II-ის მიერ გამოცემული ამნისტიის საფუძველზე.  

სალაფიზმის ქსელი

აკადემიური და მებრძოლი სალაფიზმი აზიარებენ  პრინციპებს, მოძღვრებებს და საორგანიზაციო გამოცდილებებს. მათ შორის უთანხმოების ძირითადი მიზეზი არის რეჟიმების წინააღმდეგ ჯიჰადის საკითხი და თაქფირის  კონცეფცია. აკადმიური სალაფიზმი არსით აპოლიტიკურია, მაშინ, როცა მებრძოლი სალაფიზმი გამოდის იორდანიის რეჟიმის წინააღმდეგ რევოლუციური ბრძოლის იდეით. «ძმები მუსლიმები»-სგან განსხვავებით სალაფისტები არ ერთიანდებიან ფორმალურ ორგანიზაციებში, ისინი მოქმედებენ არაფორმალური ქსელების მეშვეობით, რაც ძირითადად პირად კონტაქტებს ემყარება. სალაფისტური მოძრაობა იკრებს თავის მომხრეებს სოციალური ქსელების მეშვეობით და პირად მეგობრობას პირველხარისხოვანი როლი ენიჭება. მიმდევართა მოკრების პროცესი ხდება უშუალოდ მეჩეთებში ისლამის თემის განხილვის დროს, სემინარებსა და კონფერენციებზე. გარდამტეხი მომენტი იყო, როცა მიმდევრების მობილიზაცია ხდებოდა ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების დროს, რამაც აიძულა იორდანიის მთავრობა ამგვარი ფაქტების აღკვეთის მიზნით გაეძლიერებინა კონტროლი მეჩეთებზე. დღეისათვის შეკრებებმა კერძო სახლებში გადაინაცვლა. მიმდევრების შერჩევა ხდება სოციალური ინტერაქტივობის მეშვეობით, რისთვისაც შესარჩევი პიროვნების იქ ფიზიკური ყოფნა აუცილებელია. ამგვარად, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული სიახლოვე. იორდანიაში სალაფიზმი სამ ქალაქშია კონცენტრირებული – ზარქაში, ამანში და სალტში.  

ზოგიერთი ახალი წევრი გადმობირებულია სხვა ისლამიტური მოძრაობებიდან, რომლებთანაც ურთიერთობების დამყარება ხორციელდება მეჩეთებში, გაკვეთილებზე და რელიგიურ შეხვედრებზე. რელიგიურ კონტექსტი უზრუნველყოფს ხელსაყრელ განწყობას სალაფიტური აზროვნებისათვის, რომელიც ისლამისტური მოძრაობების გარეთ არ მუსირებს. ტაბლიგი და განსაკუთრებით «ძმები მუსლიმები» ქმნიან საფუძველს სალაფისტურ მოძრაობაში გადმოსაბირებლად. ზოგმა სწავლულმა ორგანიზაციიდან (მოჰამედ რიფატი, მაშურ ჰასან სალამი) უარი თქვა სალაფისტებთან გადასვლაზე. საძმოს გამორჩეული წევრები (ჰამან საიიდი, მოჰამედ აბუ ფარესი და აჰ
აბდულა II
მედ ნაუფალი) არ მალავენ, რომ სალაფიზმის მოძღვრების მიმდევრები არიან და წარმოადგენენ საძმოს ყველაზე რადიკალურ ფრთას. 

სალაფიტების ქსელის სტრუქტურა დეცენტრალიზებულია და სეგმენტურია. სხვა ფორმალური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით სალაფიზმს არ აქვს იერარქიული სტრუქტურა, თუმცა არსებობს არაოფიციალური იერარქია, რაც ემყარება სალაფიტების საერთაშორისო გაერთიანების მიერ აღიარებულ სხვადასხვა სწავლულებს. ორგანიზაციის სეგმენტური ხასიათი არის რელიგიური განმარტებების და პრაქტიკის მიმართ განსხვავებული მიდგომის შედეგი. პირადმა ქიშპობამ, განსხვავებებმა ინტერპრეტაციაში და უთანხმოებამ პრაქტიკაში ორგანიზაციაში განხეთქილება გამოიწვია. დეცენტრალიზაცია და სეგმენტურობა ორგანიზაციის ძირითადი მახასიათებელია. მცირეტირაჟიანი გამოცემა «Al Qibla» აქვეყნებს ინტელექტუალ სალაფიტების სტატიებს, თუმცა ეს პოლიტიკას არ ეხება. გაზეთი ალ ბაიანი «Al Bayan» გამოდის ლონდონში და გარკვეული პოპულარობით სარგებლობს იორდანიაში. ალ-ალბანის ცენტრი, რომელიც ამანში მდებარეობს, და სუნას და ყურანის საზოგადოება, რომელსაც რამდენიმე დანაყოფი აქვს (ზაქრში, სალტში და ამანში) წარმოადგენენ აკადემიური სალაფიზმის ინტელექტუალურ პროდუქციის მთავარ ცენტრებს. 
ზარქაუი და სალაფიზმის რადიკალიზაცია

სალაფიზმის რადიკალიზაცია აგრეთვე გამოიწვია ერაყში საომარმა შეჭრამ. სალაფიზმის ბრძოლის იდეები სწრაფად გავრცელდა ბოლო წლებში, რაც უკავშირდება იორდანიის მოქალაქის, აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის პიროვნებას და მის პირად ჯიჰადს ერაყში ამერიკის წინააღმდეგ. სალაფიზმის საბრძოლო იდეებს მრავალი ახალგაზრდა იორდანელი ეზიარა და მათგან ბევრი ერაყში წავიდა ამერიკელების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ შორის ქვეყნის ჩემპიონი კიკ-ბოქსინგში ბაჰაა იაჰია და ახალგაზრდა იურისტი მდიდარი ოჯახიდან მოჰამედ ალ ბანა, რომელმაც თავი აიფეთქა ჰილაში 2004 წელს, რასაც ასზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამ ფაქტმა გამოიწვია იორდანიასა და ერაყს შორის დიპლომატიური კრიზისი. იორდანიის მთავრობა იძულებული გახდა გაემკაცრებინა კონტროლი და მასობრივ შემოწმებებს ატარებდა ზაქრაში და სალტში, რათა რელიგიის მსახურთათვის აღეკვეთათ მომხრეების გაგზავნა ერაყში, სადაც ისინი მიდიოდნენ “ამერიკელებზე შურის საძიებლად, რადგან ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ”.

ზარქაუი “ავღანური გეგმის” შედეგი იყო. ის ავღანეთში პირველად ჩავიდა 1989 წელს, როცა ქვეყანა საბჭოთა ჯარებმა დატოვეს. მიუხედავად ამისა, ის იყო სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფებების კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის მოწმე 1993 წლამდე. სწორედ ამ დროს შეხვდა ის აბუ მუჰამად ალ-მაყდისის, რომელიც მისი სულიერი მამა გახდა. ავღანური გამოცდილებიდან დიდი შთაბეჭდილებებით იორდანიაში დაბრუნების შემდეგ ის დაუკავშირდა მაყდისის და შესთავაზა დახმარება მისი პირველი ტერორისტული ორგანიზაციის «ბაიათ ალ-იმამი»-ს  ჩამოყალიბებაში. მათ ერთად დაგეგმეს ალი ბერჯაკის, იორდანიის ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მკვლელობა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო დანაღმული ავტომობილის მეშვეობით 2002 წლის თებერვალში, ასევე იაკუბ ზაიადინის, იორდანიის კომპარტიის საპატიო პრეზიდენტის მკვლელობა. 1994 წლის 29 მარტს ზარქაუი დააკავა იორდანიის პოლიციამ, 5 დღის შემდეგ კი მაყდისიც. 1996 წელს სამხედრო ტრიბუნალმა მათ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1999 წელს მეფე აბდულა II-ს ტახტზე ასვლის შემდეგ ზარქაუი ციხიდან გამოუშვეს და ის ისევ დაბრუნდა ავღანეთში და იატაკქვეშეთში წავიდა გლობალური ჯიჰადის მოსამზადებლად. 2000 წლის დასაწყისში ის ქ. გერატში წავიდა, რათა სათავეში ჩადგომოდა 18 ქვეყნიდან ჩამოსული არაბი მოხალისეების საწვრთნელ ბანაკს. სწორედ აქ 9/11-ის ტერორისტული აქტების მოლოდინში დაგეგმა მან «ალ-ქაიდას» სახელით ორგანიზაციის წევრების გაყვანა ერაყის ქურთისტანში. მოგვიანებით ის სათავეში ჩაუდგა ქურთისტანის ისლამისტურ ორგანიზაციას «ანსარ ალ-ისლამს», რომელიც შემდგომ «ალ-ქაიდას»-სთან გაერთიანდა.  მიუხედავად რამოდენიმე ჩაშლილი ოპერაციისა, ზარქაუი უდრეკად მიყვებოდა იორდანიის რეჟიმის, ისრაელისა და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის იდეას. 2002 წელს სირიელებთან ერთად ის ამზადებს ტერორისტულ აქტს იორდანიაში, ამჯერად ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ. ის გეგმავს ამერიკელი დიპლომატის, ლოურენს ფოლის მკვლელობას,  რომელიც იმავე წლის ოქტომბერში მოკლეს. 2004 წლის აპრილში იორდანიის პოლიციამ დააკავა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის უშიშროების შტაბ-ბინის აფეთქებას აპირებდა, რისთვისაც მას შეძენილი ქონდა 20 ტონა ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერება. ოპერაცია ზარქაუის მიერ იყო დაფინანსებული და ის თვითონვე აკონტროლებდა ერაყიდან. უსაფრთხოების ძალების წარმატებულმა მუშაობამ ის აიძულა შეეცვალა სტრატეგია – მან დაიწყო არაიორდანელების გადაბირება იორდანიაში ტერტაქტებისათვის. ამგვარად მან 2005 წლის აგვისტოში მოახდინა იორდანიის სანაპიროზე აქაბაში ამერიკულ გემებზე თავდასხმა და 2005 წლის ნოემბერში ააფეთქა 3 სასტუმრო ამანში, რომლის დროსაც 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა. 

2006 წელს ზარქაუის სიკვდილი ერთგვარი ამოსუნთქვა იყო იორდანიის მთავრობისათვის. ზარქაუის გავლენით «ალ-ქაიდა»-მ ერაყი ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია. ის მზად იყო ეომა მთავრობის რეჟიმის წინააღმდეგ და გადაექცია ქვეყანა გლობალური ჯიჰადის ბრძოლის ველად. ზარქაუის სიკვდილის შემდეგ საჭირო გახდა ახალი ლიდერის მოძებნა, რომელიც უფრო გაამყარებდა ერაყის ფრონტს.

ამასობაში იორდანიის მთავრობა არამარტო ინარჩუნებდა მკაცრ ცონტროლს რადიკალურ დაჯგუფებებზე, არამედ წარმატებით ახორციელებდა მებრძოლების ერაყში გადასვლის და ასევე სალაფიტური და ჯიჰადის იდეების გავრცელების აღმკვეთ ღონისძიებებს. ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. «ამანის მესიჯი», სადაც მთელი მსოფლიოს სწავლულები და საეკლესიო მსახურები გმობენ, რომ წინაწარმეტყველის შეტყობინება ექსტრემისტების მიერ იბილწება. იორდანიის მთავრობამ ასევე მიიღო ახალი სასკოლო პროგრამა, სადაც გაცილებით ლოიალურად ხდება ისლამის განმარტება. მათ ასევე მეჩეთებს ჩამოაცილეს ის მსახურები, რომლებიც უარს ამბობდნენ უსამართლობის წინააღმდეგ ძალადობრივი ბრძოლის შეწყვეტაზე. 
დასკვნა

იორდანია დღესდღეობით არის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითი პოლიტიკაში ისლამისტების ინტეგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა. წლების განმავლობაში «ძმები მუსლიმები»-ს წარმატებები რეჟიმის სასარგებლოდ მოიაზრებოდა, რის გამოც გაცილებით რადიკალური დაჯგუფებები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით  ინტერვენციამ ერაყში საქმე მიიყვანა ზომიერი ისლამიზმი რადიკალიზაციამდე და ხელი შეუწყო იორდანიაში ახალგაზრდა სალაფიტებს შორის ჯიჰადის იდეების გავრცელებას.

2005 წლის ნოემბერში ამანში განხორციელებულმა ტერაქტებმა ნათელჰყო, რომ იორდანია «ალ-ქაიდა»-ს რჩეული სამიზნე გახდა. ამ სიტუაციამ კი ძლიერ დაძაბა ურთიერთობა  «ძმები მუსლიმები»-სა და მონარქიულ რეჟიმს შორის, რამაც მთავრობა იძულებული გახადა ჩართულიყო ჯიჰადის იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად იორდანიის ისლამისტებმა ცოტა შეარბილეს კრიტიკა და შემრიგებლურ ტონზე გადავიდნენ, გაიაზრეს რა, რომ ერაყში ჯიჰადი შეიძლება კონტრპროდუქტიული გამხდარიყო ქვეყნისათვის. მათ მხარი დაუჭირეს  მთავრობის ინიციატივას თაქფირის აღკვეთის თაობაზე, რომელსაც მხარს უჭერდა სალაფიტების ზოგიერთი დაჯგუფება და ისინი დაადანაშაულეს ისლამის სწავლების დამახინჯებაში.

მიუხედავად ამისა, «ჰამასი»-ს გამარჯვება არჩევნებში და ღაზას სექტორში ორგანიზაციის მოსვლა მთავრობაში საგანგაშო სიგნალი იყო იორდანიის მთავრობისათვის და ამან გამოიწვია «ძმები მუსლიმებ»-თან ურთიერთობის დაძაბვა. საძმოს ხანგრძლივი ისტორიული კავშირი ქონდა «ჰამას»-სთან, რითიც აიხსნება მათი ურთიერთობა. დასავლეთ სანაპიროზე «ჰამასი»-ს უხუცესი წევრები ასევე იყვნენ იორდანიაში საძმოს წევრები 1989 წლამდე, ვიდრე «ჰამასი» არ დაფუძვნდა.  ამგვარად, «ჰამას»-ში განვითარებულ მოვლენებს დომინოს პრინციპის ეფექტი აქვს იორდანელ ისლამისტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ «ვასატი»-ს სექტორი აკონტროლებს ორგანიზაციას, ზაკი ბანი რუშაიდის არჩევამ «ისლამური მოქმედების ფრონტი»-ს გენერალურ მდივნად დამატებითი დაძაბულობა შემოიტანა. იორდანიის მთავრობა შიშობს რეფორმისტული სექტორის შემდგომი გადაწყვეტილებების თაობაზე და მან გადაწყვიტა გააძლიეროს მასზე ზეწოლა და ასევე აწარმოოს დიალოგები საძმოს გაცილებით ზომიერ სექტორთან. სიტუაციამ დასავლეთ სანაპიროზე  და ღაზას სექტორში კიდევ უფრო გაზარდა იორდანიის მთავრობასა და ქვეყნის ისლამისტებს შორის ურთიერთობის მოგვარების შესაძლებლობები.

26 აპრილი, 2015 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq