„ენა, რომელზედაც, 15 ათასი წლის წინ, ევროპა და აზია ლაპარაკობდა, საქართველოში წარმოიშვა“
ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხების წინაპრები დაახლოებით 15 000 წლის წინ, შესაძლოა, ერთ საერთო ენაზე საუბრობდნენ და ისინი თანამედროვე კავკასიის, უფრო კონკრეტულად კი, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ - მიიჩნევენ ახალი კვლევის ავტორები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ჟურნალ "Proceedings of the National Academy of Sciences"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. "მკვლევარებმა მოახდინეს სიტყვების "დედა", "ადამიანი" რეკონსტრუქცია, რომელსაც, სავარაუდოდ, უძველესი ადამიანები იყენებდნენ თან ძირითადად ისეთ რეგიონში, როგორიც არის კავკასია, კერძოდ კი თანამედროვე საქართველო და ვარაუდობენ, რომ ეს სიტყვები ახლაც ისე ჟღერს, როგორც 15 000 წლის წინ", - ნათქვამია სტატიაში.
"ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 000 წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება", - აცახადებს მკვლევარი მარკ პეგელი.
მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ დაახლოებით 23 სიტყვა მათ შორის "მე", "შენ", "დედა", "კაცი", "ცეცხლი", "ხელი" და "მოსმენა" ზუსტად ისევე ჟღერს, როგორვ 15 000 წლის წინ. "ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თანამედროვე ადამიანები თავიანთ წინაპრებს ქვის ხანიდან ახლა რომ შეხვედროდნენ, მათ შეეძლებოდათ ერთი ან ორი ძალიან მარტივი სიტყვის თქმა და ერთმანეთის გაგება",- აცხადებს პაგელი. |