საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ენა და დამწერლობა

ეფთვიმე მთაწმინდელი განკურნა და ქართულად ბრწყინვალედ აამეტყველა ღვთისმშობელმა
გია მამალაძე
ეფთვიმე მთაწმინდელი განკურნა და ქართულად ბრწყინვალედ აამეტყველა ღვთისმშობელმა - გიორგი მთაწმინდელის მიხედვით

13 (ახალი სტილით 26) მაისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის ექვთიმე (ეფთვიმე) ათონელის ხსენების დღეს (1028). დაიბადა დაახლოებით 955 წელს.

ეფთვიმე მთაწმინდელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მნათობია ქართული ეკლესიისა. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. მან ქართულ ენაზე თარგმნა ორმოცდაათზე (50) მეტი თხზულება, რომლებიც გავრცელებული იყო მაშინდელ მართლმადიდებლურ ბიზანტიაში. ეს იყო უდიდესი ტალანტის ადამიანი, ის ქართულიდან ბერძნულადაც თარგმნიდა. ასევე ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებსაც.

გარდა ამისა, იგი განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩეოდა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მთელ იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში. მას აფასებდნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. წლების მანძილზე წინამძღოლობდა ათონის ივერთა მონასტერს. შემდეგ დაანება თავი წინამძღოლობას, რადგან ეს ხელს უშლიდა თავის უმთავრეს საქმიანობაში - სასულიერო ლიტერატურის თარგმნაში.

ეფთვიმე ათონელის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. დღეს გავიხსენოთ ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი მისი ცხოვრებიდან, - რომელიც მოთხრობილი აქვს, სხვა მნათობს ქართული ეკლესიისა, გიორგი მთაწმინდელს, - თუ როგორ გამოჯანმრთელდა და დაიწყო უნაკლო ქართულით ლაპარაკი ღვთისმშობლის ნებით, გამოცხადებისას.

მისი მამა, წმიდა იოვანე მთაწმინდელი სამცხელი დიდებული გახლდათ. როცა ეფთვიმე პატარა იყო, მამა ბერად შედგა და ბიზანტიაში გაემგზავრა, რათა ნაცნობებს მორიდებოდა. პატარა ეფთვიმეს დედის მამა და ძმები ზრდიდნენ, შესაძლოა, დედით დაობლებული იყო.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა, დავით კურაპალატს „ზემონი ქვეყანანი“ დაუთმო, სანაცვლოდ მძევლები მოსთხოვა. ეს ტერიტორიებია ვანის ტბის გარშემო და მის მომიჯნავედ არსებული მიწები, ნაწილი ქართული, ნაწილი, იმ დროისათვის უკვე სომხებით დასახლებული (ძველი დიაოხის (ქართული) და ურარტუს (ქართველთა მონათესავეების) ტერიტორიები). მძევალთა შორის მოხვდა პატარა ეფთვიმეც.

ეს ამბავი მივიდა წმიდა იოვანეს ყურამდე. მან გამოითხოვა თავისი შვილი ბიზანტიის სამეფო კარისგან და თან წაიყვანა. პატარა ეფთვიმეს იმდენი დრო გაეტარებინა ბერძნულენოვან სამყაროში, რომ ქართული კარგად აღარც ახსოვდა.

შემდეგ, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა, ავად გახდა. ბავშვი ხმასაც ვეღარ იღებდა უკვე. მამამ, წმიდა იოვანემ, დაკარგა შვილის გამოჯანმრთელების იმედი. გადაწყვიტა ეზიარებინათ სიკვდილის წინ მისი ვაჟი და მღვდელს შეატყობინა. თვითონ კი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ლოცულობდა.

ცოტა ხნის მერე შვილის სამყოფელში რომ მივიდა, კეთილსურნელება იგრძნო. შვილი სრულიად გამოჯანმრთელებული დახვდა. როგორც უამბო ვაჟმა მამას, მასთან გამოცხადებულა ვინმე დიდებული დედოფალი და ქ ა რ თ უ ლ ა დ დალაპარაკებია პატარა ეფთვიმეს. შემდეგ დაულოცავს და უთქვამს: “ნუ გეშინია, და ქართულად თავისუფლად ილაპარაკეო!“

იმ დღის შემდეგ, წმინდა ეფთვიმე ბრწყინვალედ ფლობდა ქართულს!

წმინდა ეფთვიმეს გამოჯანმრთელებისა და დალოცვის ფაქტში შეუძლებელია კაცმა არ დაინახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყურადღება ქართველებისადმი. ყოვლადწმინდა ქართულად ესაუბრა მომავალ მნათობს ქართველებისა, დალოცა და ქართული ენის კარგად ფლობა მიჰმადლა. წმინდა ეფთვიმემაც ბევრი იზრუნა და ქართული სასულიერო ბიბლიოთეკა, ქართული ეკლესია და ზოგადად ქართული კულტურა 50-ზე მეტი ნათარგმნი (ასევე ორიგინალური) ნაწარმოებით გაამდიდრა.

ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი იმ აღმავლობის გზაზე, რომელიც იწყებოდა სპარსელთა და არაბთა ბატონობის გამო დასუსტებული ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების საქმეში, რომელსაც სათავეში ედგნენ, გადმოცემით ღვთისმშობლის ნათესავებად მიჩნეული, ბაგრატიონები.

ამ პერიოდშივე, დავით III კურაპალატმა, იშვილი თავისი ნათესავი და მოგვარე ბაგრატ III ბაგრატიონი და სხვა მამულიშვილების დახმარებით გაამეფა რამდენიმე ქართულ სამეფოში. ბიზანტიაში ქართულ კულტურას ამდიდრებდა ეფთვიმე მთაწმინდელი, საქართველოში ქვეყანას აერთიანებდა ბაგრატიონთა საგვარეულო. სივრცეებს უკვე გასცქეროდა ახალი აშენებული, ქართული სახელმწიფოს მომავალი დიდების მაცნე - ოშკი...

ასე დაიწყო საქართველოს დიდი აღმავლობა, რომელსაც მერე მოჰყვა ოქროს ხანა?

გავიხსენოთ, ნაწყვეტი გიორგი მთაწმინდელის „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრებიდან“, სადაც ავტორის მიერ გადმოცემულია წმინდა იოვანე ათონელის მონათხრობი წმინდა ეფთვიმეს განკურნებისა და ბრწყინვალე ქართულით ამეტყველების შესახებ.

წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელის შესახებ სხვა დროსაც ვისაუბროთ.

გიორგი მთაწმინდელი

იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება


(ნაწყვეტი)

„სიყრმითგანვე მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა და ღმრთისაგან მიეცა გულისხმისყოფაჲ წერილთაჲ და სულისა წმინდისა მადლით აღივსო, ვითარცა ეუწყა ნეტარსა იოვანეს, მამასა მისსა, გამოცხადებითა წმინდისა ღმრთისმშობელისაჲთა. რამეთუ ჟამსა სიჭაბუკის მისისა, ვიდრე ყრმაღა იყო, სენითა მძაფრითა შეპყრობილ იქმნა და სიკუდილისა მიეახლა. და იტყოდა ნეტარი იოვანე, ვითარმედ:

- სასოებაჲ წარვიწირე ცხოვრებისა მისისაჲ, რამეთუ ვჰგონებდი მეყსა შინა სულთა აღმოსვლასა, ვინაჲთგან არცაღა სიტყუაჲ დაშთომილ იყო მის თანა, არცა ხმაჲ. და ვითარ-იგი შეშფოთებულ ვიყავ, წარვედ ტაძარსა წმიდასა ღმრთისმშობელისასა და დავვარდი წინაშე ხატსა წმიდასა დედოფლისასა და ცრემლითა მხურვალითა ვევედრებოდე უხრწნელსა მარადის ქალწულისასა ღმრთისმშობელსა, რაჲთა შემწე ეყოს და ყოს ლხინებაჲ. და ვამცენ მღვდელსა, რაჲთა მსრაფლ აღმოვიდეს და აზიაროს ხორცსა და სისხლსა უფლისასა. და ვითარ-იგი შეშფოთებულ ვიყავ და აღვისწრაფდი ხილვად, თუ რაჲ-ძი იქმნა, განვაღე კარი სენაკისაჲ, სადა იგი დამეტევა მწოლარე, და მეყსეულად ვიყნოსე სული სურნელებისაჲ და ვიხილე ეფთვიმე, რამეთუ იქმნა მოხედვაჲ წმიდისა ღმრთისშობლისაჲ და ვიხილე ეფთვიმე, რამეთუ მადლითა მისითა აღდგომილ იყო და ჯდა ცხედარსა ზედა ყოვლითურთ მრთელი და უვნებელი. და ვითარ-იგი განჰკრთა გონებაჲ ჩემი და ვჰკითხევდ მას, ვითარმედ: „რაჲ არს ესე, შვილო?“ მომიგო და მრქვა მე, ვითარმედ: „აწღა წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მრქვა ქართულითა ენითა: - რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთვიმე? - ხოლო მე ვარქუ, ვითარმედ: - მოვკვდები, დედოფალო!“ - და ვითარცა ესე ვთქუ, მომეახლა და მიპყრა ხელსა და მრქვა: - არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ, და ქართულად უბნობდი! - და, აჰა ესერა, ვითარცა მხედავ, ყოვლადვე არღარაჲ მელმის“. - და იტყოდა ნეტარი იოვანე, ვითარმედ: - მუნ ჟამადმდე ძნიად უბნობნ ქართულად და ფრიად მწუხარე ვიყავ ამის პირისათვის, ხოლო მიერითგან დაუყენებელად, ვითარცა წყაროჲ, აღმოდინ უწმიდეს ყოველთა ქართველთასა. ხოლო მე რაჲ ვიხილე ესე, დავვარდი წინაე წმიდისა ღმრთისმშობელისა და მადლი შევწირე სასოჲსა მის ჩვენისა და ვჰმადლობდი და ვადიდებდი ღმერთსა, ამენ.

ეტყვინ მამაჲ იოვანე, ვითარმედ:

- შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან. და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ იღვაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან.

და იგი, ვითარცა იყო ყოველსავე ზედა მორჩილი, მოსწრაფედ შეუდგა ბრძანებასა მისსა და იწყო თარგმანად და ყოველნი განაკვირვნა. რამეთუ ეგევითარი თარგმანი, გარეშე მათ პირველთასა, არღა გამჩინებულ არს ჩვენსა და ვჰგონებ, თუ არცაღა გამოჩინებად არს.

და მრავალნი წიგნნი წარსცნის წინაშე დავით კურაპალატისა, რომელნი-იგი იხილნა რაჲ, ვითარცა იყო მორწმუნე, სიხარულით აღივსო და ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა, ვითარმედ:

- მადლი ღმერთსა, რომელმან ჩვენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-05-26
ღირსისა ექვთიმე ათონელისა (1028); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკე დილეგის მცველისა (დაახ. 177); მოწამისა ალექსანდრე რომაელისა (284-305); წმ. პავსიკაკოსი, სინადის ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX).
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი
13 (26) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე გლიკერია ქალწულისა და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველის (+177) ხსენების დღეს.
gaq