საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ენა და დამწერლობა

,,ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა...''

– ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, რა დონეზეა ამერიკული ქართველოლოგია. რა ძირითადი პრობლემებია მის წინაშე, როგორია ქართველ და ამერიკელ ქართველოლოგთა კონტაქტები, რა დახმარებას უწევს და მომავალში რა შემწეობა შეიძლება აღმოუჩინოს საქართველომ ამერიკის ქართველოლოგიურ სკოლას?

– ქართველოლოგები ამერიკაში ბევრნი არ არიან. მაგრამ ვინც კი ამ დარგში მუშაობს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, ყველა შესანიშნავი სპეციალისტია, ბრწყინვალე ლინგვისტი, დიდი სიყვარულითა და მონდომებით ეკიდება ქართული ენის შესწავლას – საინტერესო მოხსენებებით გამოდიან, აქვეყნებენ სტატიებს ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, მაგრამ, ვიმეორებ, რიცხობრივად ეს საკმაოდ პატარა ჯგუფია...

რამდენადაც ვიცი, კონტაქტები არსებობს, ამერიკელი ქართველოლოგები დიდი მადლიერნი არიან ქართველი კოლეგებისა, ყოველი ჩამოსვლისას საქართველოში დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობენ. ჩვენი სპეციალისტები ყოველგვარ დახმარებას უწევენ ამერიკელ ქართველოლოგებს, მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ.

სიძნელეს ამ ურთიერთობაში ქართული ენის განსაკუთრებული სპეციფიკა და მისი შესწავლის სირთულე ქმნის. ჩემი კოლეგები, ლინგვისტური სირთულის მიხედვით, ქართულ ენას მსოფლიოს მერვე საოცრებად თვლიან. ეს ძალიან მახარებს. აქვე ვიტყვი: ამერიკაში ქართველოლოგია ლინგვისტიკის ბაზაზე არსებობს. ყველა სხვა სფერო – ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, უწინარესად, ქართული ენის შესწავლას მოითხოვს. და ეს იმდენად რთულია, რომ მათთვის ენის კარგად ცოდნის გარეშე, ძნელია ღრმა და სერიოზულ გამოკვლევებზე იმუშაონ. იმედი მაქვს, თანდათანობით ქართული კულტურისა და ხელოვნების ცოდნა იმდენად საჭირო გახდება, რომ ქართველოლოგთა რიცხვი გაიზრდება. საერთოდ კი, პერსპექტივაზე თუ ვიმსჯელებთ, მე, პირადად, არა მგონია, ქართული ენის შესწავლა მასობრივად დაიწყოს. ამერიკელ საზოგადოებრიობას ჯერჯერობით არა აქვს მოთხოვნილება ქართული ენის სპეციალისტებისა, რომლებსაც სამუშაოთი დააკმაყოფილებს. ვინც ამ პირობებში მაინც სწავლობს ქართულს, იცნობს საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას, ეს საქართველოსადმი, ქართველი ხალხისადმი მისი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

                     ფრაგმენტი დოდონა კიზირიას ინტერვიუდან („თბილისი“. 24.04.1989)

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq