საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ენა და დამწერლობა

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
იოანე ზოსიმე
ავთანდილ არბოლიშვილის მხატვრობა

”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარც მარიამ და მართაჲ.

და მეგობრობაჲ ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს,

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინაწარმეტყველმან, რამეთუ: წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.

და ესე არს ოთხი დღეი და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთვის მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.”

(აკაკი შანიძის მიერ 1959 წელს გამოცემული “სინური მრავალთავი” (864 წლისა).



მამული, ენა, სარწმუნოება

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
9 (22) სექტემბერი
gaq