საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს სულიერი მისია

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა
გაიოზ გია მამალაძე

ქართული ეროვნული იდეოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ის, რომ ქართული და მართლმადიდებლური წარმოდგენით, ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.

საამაყოა, რომ თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო ჩვენი სამშობლო. მოციქულების დამსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ღვთისმშობელი მაინც აღმატებულია მოციქულებზე (და ანგელოზებზეც).

“ქართლის ცხოვრება” გვამცნობს: “და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა” (“ქართლის ცხოვრება”, რედაქტორ-გამომცემელი ს. ყაუხჩიშვილი, I, გვ. 37).

დედაღვთისა აპირებდა მცხეთაში წამობრძანებას, მაგრამ მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო: “ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა, და თანაწარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა” (იქვე).

ამ სიტყვებში ბევრი რამ არის საგულისხმო. პირველი, ჩანს, რომ ივერია “ხვედრებულია” ყოვლადწმინდასი. განმანათლებლები კი ითვლებიან მფარველებად ქვეყნებისა, რომელიც წილად ერგოთ. მაგალითად, ანდრია პირველწოდებული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მფარველი საქართველოსი, ვინაიდან მან იქადაგა ქრისტიანობა აქ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მაგიერ.
აქაური ეკლესიაც ანდრია პირველწოდებულის დაფუძნებულია სიმონ კანანელთან ერთად. ყოველივე ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა, ღვთისმშობლისთვის ხვდომილ საქმეს ასრულებდა ანუ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით. ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.

როგორც მკვლევარებმა შეამჩნიეს, საინტერესოა ისიც, რომ ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი არიან პირველი და ბოლო მოციქულები, თავად ქრისტეს მიერ მოწოდებულნი მოწაფედ. ანუ დასაწყისი და დასასრული თორმეტ დიდ მოციქულთა, ანი და ჰოე (ალფა და ომეგა).

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, “12 მოციქულთაგან ექვსს უქადაგია საქართველოში, კერძოდ: ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს, მატათას, ბართლომეს, თომას და თადეოზს. ამათგან ორის საფლავი ახლაც საქართველოშია: სვიმონ კანანელისა _ ახალ ათონში და მატათასი _ ბათუმთან ახლოს, გონიოს ციხესიმაგრეში.
ხოლო სამოცდაათთაგან საქართველოში უქადაგია ხრისოს.

მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესია, სადაც უნდა ყოფილიყო ის, ავტოკეფალური იყო. ამიტომაც საქართველოს ეკლესიაც დაარსებისთანავე თავისთავადია” (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია, გვ. 8, თბილისი 2007).

“არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის”. ე. ი. ღმერთი არასოდეს დაივიწყებს ღვთისმშობლის მეოხებით ქართველ ერს “უფროის ყოველთა ნათესავთა”. ანუ არც ერთ ერზე ნაკლებად არ შეეწევა მაცხოვარი ქართველობას, უფრო მეტადაც კი. ამას გვეუბნება ეს ფრაზა.
გარდა ამისა, საგულისხმოა სიტყვები “ერი იგი საზეპურო”. ზეპური ძველქართულში არისტოკრატიულს ნიშნავს. მაშასადამე, უფლის სიტყვებით ქართველი ერი არისტოკრატიულია. აქ არისტოკრატიული უნდა გავიგოთ, როგორც აღმატებული, დახვეწილი, კეთილშობილი, განსაკუთრებული, რჩეული. ქართულში ზეპურის, არისტოკრატიულის შესატყვისია სიტყვა აზნაურიც. აზნაური რელიგიური და სოციალური თვალსაზრისით ნიშნავს თავისუფალს. აი რატომ უყვართ ქართველებს ასე თავისუფლება.

მაშასადამე, ქრისტეს სიტყვებით, ქართველი ერი რჩეულია...

“შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა”.

ღვთისმშობლის მაგიერ მისი ხატი იქნება საქართველოსა და ქართველი ერის მფარველი სამყაროს დასასრულამდე (იმ ხატის ძალით, საქართველოში პირველივე შემოსვლაზე ანდრია პირველწოდებულმა მოახდინა სასწაული და აღადგინა მკვდრეთით ქვრივი დიდგვაროვანი დედაკაცის, სამძივარის ვაჟი. ამავე ხატმა დაამხო კერპები). აწყურის თუ სხვა ხატები ღვთისმშობლისა განსაკუთრებული მფარველი ძალაა ივერიისა.

საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამის სჯეროდათ არა მარტო ქართველ, არამედ სხვა ეროვნების წმიდა მამებსაც.

მაგალითად, წმიდა სერაფიმე საროველი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნები თუ დაიღუპებიან, ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი, გადარჩებაო.

ჩვენი დროის ღირსი მოღვაწე, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: ხატზე “დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა” ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულია დედა ღვთისა: მას ხელში უპყრია ომოფორი - ვიწრო, გრძელი თავსაბურავი, რომელსაც იუდეველი ქალწულები იფარებდნენ თავზე. დედა ღვთისა თავის ბრწყინვალე ომოფორს განართხამს საქართველოს ეკლესიაზე; ასე ოდესღაც მან ვლაქერნის ტაძარში მლოცველებზე განიპყრო ომოფორი, როცა კონსტანტინოპოლი მტრის ალყაში იყო მოქცეული, თითქოს გიგანტური რვაფეხას საცეცებში მომწყვდეული.

საეკლესიო გადმოცემა გვაუწყებს, რომ ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოციქულო ხვედრია. ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონში, მოციქულ მარკოზ იოანეს სახლში შეიკრიბნენ, რათა გადაეწყვიტათ, რომელ ქვეყანაში წავიდოდა თითოეული მათგანი. ქალწულმა მარიამმა ისურვა, მოციქულის ღვაწლი ეტვირთა - ქრისტიანობა ექადაგა - და მას წილად ხვდა ივერია. დედა ღვთისა მოემზადა გასამგზავრებლად, მაგრამ მას უფალმა იერუსალიმში დარჩენა უბრძანა და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი შემდგომში ეზიარებოდა ნათელს. მაშინ ღვთისმშობელმა იხმო მოციქულები - ანდრია და სვიმეონი - და მათ თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა საქართველოს საკურთხებლად. ცნობები ამის შესახებ დაცულია ქართულ და რუსულ მატიანეებში, აგრეთვე ნიკონ შავმთელის ერთ თხზულებაში. საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილი უწოდა ბოლო დროის უდიდესმა წმინდანმა - ღირსმა სერაფიმ საროველმა, რომელსაც თავის სიცოცხლეში ბევრჯერ გამოეცხადა ზეცის დედოფალი.

დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში აღწერილია ანგელოზების საიდუმლო ბრძოლა საღმრთო საყდრის წინაშე. ერთ ანგელოზს სიმბოლურად ჰქვია “მთავარი მეფობისა სპარსთაისაი” (დანიელი, 10, 13), ხოლო მეორეს - “მთავარი ელლინთაი” (დანიელი, 10, 20). მათი წინააღმდგომი მთავარანგელოზი გაბრიელია.

ეგზეგეტები, ბიბლიის განმმარტებლები, გვიხსნიან, რომ ზეციური ეკლესია მონაწილეობს ღვთის განგებულებაში მსოფლიოს ხალხებზე - ყოველ ქვეყანას, ხალხს და ტომს მიეცა მფარველი ანგელოზი, და ანგელოზების სიმბოლური ბრძოლა არის მათი ლოცვა მსოფლიოს ხალხებისათვის. ამ შემთხვევაში იუდეველი ხალხის ზეციური მფარველი - გაბრიელ მთავარანგელოზი ლოცულობდა ბაბილონის ტყვეობის დასრულებისათვის და იუდეველი ხალხის სამშობლოში დაბრუნებისათვის, რათა მათ აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი.

სპარსელი ხალხის ანგელოზი ლოცულობდა ბაბილონის ტყვეობის გაგრძელებისათვის, რათა სპარსელებს ებრაელი ხალხის მეშვეობით მიეღოთ ერთი ღმერთის რწმენა. ორივე ანგელოზი ღვთის დიდების მოშურნე იყო, ორივე ლოცულობდა ხალხის ცხონებისათვის. ამიტომ ანგელოზების ლოცვა იყო კეთილმსახური ბრძოლა, ანგელოზების სიყვარულის გამოვლინება მათ მფარველობაში მყოფი ხალხის მიმართ.

საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციერი დედოფალია. ეს უდიდესი წყალობაა, მაგრამ მიწიერ სიბრტყეზე ეს არის საღმრთო მოწოდება ღვაწლისა და თავდადებისაკენ” (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), “ხატი “დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა”, გვ. 5-7, თბილისი 2006 წ., ქართულ ენაზე).

რუსეთ-საქართველოს საუკუნოვანი ომის ბოლო სამხედრო ესკალაციის დროს, 2008 წლის აგვისტოში, თვით კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ დაახლოებით შემდეგი განაცხადა: “იმედია, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო გადარჩებაო”.
კათოლიკური სამყაროს მეთაურის ეს განცხადება ძველი ტრადიციის ცოდნას გამოხატავს.

თუმცა, რუსეთის სახელმწიფოს მესვეურებს, “მართლმადიდებლებს”, ეს არ ესმით. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი დუგინის იდეოკრატიაა, ვიდრე სერაფიმე საროველი და სხვა წმიდა მამების შეგონებანი.

ქართველმა კაცმა კარგად იცოდა, რომ მისი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრია. ოპტიმიზმი, გამოწვეული ამ ცოდნით, ხშირად არხეინობაშიც კი გადაზრდილა. მაგრამ, რაც მთავარია, ქართველს ვერ გატეხდი, მან იცოდა, რომ განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.

საინტერესოა, რომ წმიდა მოციქულთასწორი ნინოც ღვთისმშობლის მიერ არის გამოგზავნილი ივერიაში. ის სასწაულთმოქმედი ვაზის ჯვარიც, რომელიც უდიდესი სიწმიდეა ჩვენთვის, სიონის მთაზე გამოცხადებისას თავად ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა ნინოს (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, არსენ იყალთოელი, “ცხორება და მოქალაქობა ნინოისი”, გვ. 361, თბილისი 1978 წ.). აღნიშნული ჯვარი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება.

ღვთისმშობლის კვართმაც საქართველოში დაიდო ბინა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. როცა ბიზანტიას საფრთხე დაემუქრა, დედაღვთისას კვართი საქართველოში გადმოაბრძანეს.

ქართველმა კაცმა იცის, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ნათესავები, ბაგრატიონები გამოაგზავნა საქართველოშიო. ეს შემთხვევით არ მომხდარა.

ღვთისმშობლის წილხვედრობა, ქართული ენის ლაზარეობა, ბაგრატიონების დავითიანობა და უფლის კვართის საქართველოში დავანება, არის ის ძველი ქვაკუთხედები ეროვნული იდეოლოგიისა, რომლის საფუძველზეც ახერხებდა საქართველო გადარჩენისათვის ძალების მოკრეფას.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-04-26
წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740); მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476).
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)
13 (26) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303) ხსენების დღეს.
მოწამე კრისკენტი
13 (26) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე კრისკენტი ხსენების დღეს.
gaq