საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს სულიერი მისია

ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია (წიგნიდან
გაიოზ (გია) მამალაძე
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: " ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია". 

ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ.

გთავაზობთ ჩემს წერილს, რომელიც გამოქვეყნდა დაახლოებით მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე და შესულია ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". წიგნი გამოიცა 2007 წელს.

გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით contact@georoyal.ge.

ავტორი

ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია

 ძველ ქართულში არისტოკრატიულის შესატყვისი სიტყვა იყო "საზეპურო". შუშანიკის წამებაში ნახსენებია "აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი".

ქართული წარმოდგენით, ქართველი ერი განსაკუთრებული მისიის მატარებელია. იგი არის ღვთისმშობლის წილხვედრი. ქართველი ერის განსაკუთრებულობა, არისტოკრატიულობა მტკიცდება თავად მაცხოვრის სიტყვებით, რომლითაც უფალმა მიმართა თავის დედას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მას შემდეგ, რაც დედაღვთისას წილად ერგო იბერია განსანათლებლად: "ჰოჲ დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროჲს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის."

მაშასადამე, ქართველი ერი საზეპურო ერია, არისტოკრატიული ერია.

თუ თავადი ან ჰერცოგი არისტოკრატიულია სხვა წოდებათა შორის, ასევე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ქართველი თავისი ეროვნებით არისტოკრატია სხვა ეროვნებათა შორის.

 თავადი ნიშნავს პიროვნებას, საკუთარი თავის მფლობელს, თავისუფალს და, აქედან გამომდინარე - არისტოკრატს.

ქართველი ერი სათავადო ერია.

 ღვთის რჩეული ერი იყო ისრაელი, მანამდე ქალდეველები. ქალდეადან აბრაამმა წაიღო ცოდნა მონოთეიზმის შესახებ. ძველი აღთქმის რჩეულმა ერმა, ისრაელმა ვერ მიიღო ახალი აღთქმა, ვერ ცნო მესია და ახლა ახალი აღთქმის რჩეული ერია ქართველობა. ქართველობამ დაიბრუნა თავისი მისია - მისია მონოთეიზმის ჭეშმარიტი ცოდნის მქონე ერისა, რომელიც დაკარგა პირველი ქალდეას, შუამდინარეთის დაკარგვასთან ერთად; ქართველობამ "შუამდინარულობა", ცივილიზაციურობა შემოინახა ახალ შუამდინარეთში, მტკვარ-არაქსის შუამდინარეთში, სადაც შექმნა ახალი ქალდეა, მეორე ქალდეა - კარდუს მთების გარშემო - ურარტუში, დიაოხსა და კოლხეთში; შემდეგ ლაზეთ-ტაო-კლარჯეთში - მესამე ქალდეა. მეოთხე ქალდეა არის თანამედროვე, უფრო სწორად მომავალი საქართველო (ქალდ-ქართ) - "ოთხისა დღისა მკვდარი" (ამაზე სხვა დროს).

გამორჩეულობის თეორია მრავალ ერს აქვს და ამაში ცუდი არაფერია. ებრაელებზე ვთქვით. სომხები მიიჩნევენ, რომ ახალი სიცოცხლე, ახალი მიწა ნოეს კიდობანმა, კაცობრიობამ მათ მიწაზე, არარატის მთაზე ჰპოვა (სინამდვილეში არარატის, ურარტუს მთა სომხების აქ მოსვლამდე ალაროდიელებისა იყო)

გამორჩეულობის თეორია, ანუ საქართველოს
გაიოზ მამალაძის წიგნი: "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007)
ზეპურობის, არისტოკრატიულობის, თავადურობის თეორია ძალიან ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა. ასეთი თეორიები ძალას აძლევს ხალხებს თვითიდენტიფიკაციისა და გადარჩენისათვის. ებრაელების, სომხებისა და ქართველების მაგალითი კმარა ამისთვის.

არისტოკრატიულობა ნიშნავს სისხლისმიერ განსაკუთრებულობას, თუმცა არისტოკრატიულობა აუცილებლად ითვალისწინებს სულიერ დახვეწილობას, რაფინირებულობას, გამორჩეულობასაც. გრიგოლ რობაქიძე წერდა: "ადამიანის ქმედითი უნარია ქაოტიურში ჩარევისა და მისი მოგვარებისა. ამ გზით იგი ხდება რჩეული: "არია" კეთილშობილი "თავადი" - ჩვენი შესანიშნავი სიტყვით, თუ მას მოვაცილებთ სოციალური ფუნქციის ელფერს.

 ეს მოპოვებული უნარი თესლზედაც ახდენს გავლენას და სისხლზედაც: იქცევა მემკვიდრეობად, ოღონდ ვერც თესლი, ვერც სისხლი ვერ ხდის მემკვიდრეს თავისთავად "არიად". "თავადად", რომ გახდეს, მან უნდა განვლოს "მეორედ დაბადება" გონის მხრით.

მემკვიდრეობა უადვილებს მხოლოდ "დაბადებას" მას. ინდოეთში "არიას" მემკვიდრე, სანამ "მეორედ დაბადებას" არ გაიარდა, ჯერ კიდევ არ იყო უმდაბლეს კასტაზე, "შუდრაზე" მაღლა მდგომი. ასე ჰგონებდნენ ძველთაძველ ხანაში."

 ჩემი აზრით, "მეორედ დაბადება" ზეპურს შეუძლია ინიციაციით, მადლით და დამსახურებით, გმირობით, მოღვაწეობით.

დამსახურებაზე თუ ვილაპარაკებთ, ქართველი ერი არც ერთ ერს არ ჩამოუვარდება კაცობრიობის წინაშე დამსახურ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ებით. მან თანამედროვეობას შემოუნახა შესანიშნავი, ორგინალური ქართული კულტურა - იბერიული ცივილიზაციის ნაშთი.  

განსხვავებით მრავალი ერებისაგან, ჩვენს ერს არასოდეს უძალადნია სხვა ცივილიზაციაზე და არ გაუნადგურებია კულტურები. ჩვენი ერი იმთავითვე ამაღლებული იყო, იმთავითვე რჩეული.

ქართველთა დამსახურებების შესახებ ბევრი ლაპარაკი შეიძლება. რაც შეეხება ინიციაციას, გავიხსენოთ ჯალალ ედ დინის შემოსევა, ასი ათასი ტფილისელი მოწამის გმირობა სარწმუნოებისათვის - ამაზე უკეთესი "მეორედ დაბადება", ინიციაცია, რა შეიძლება არსებობდეს.

კავკასიური ხალხების თანამეგობრობა, გეოპოლიტიკის ენაზე რომ ვთქვათ, ნებაყოფლობითი იმპერია, რომელიც კი არ ანადგურებდა ხალხებს, არამედ იცავდა, სიცოცხლის უნარჩუნებდა და ავითარებდა, დესპოტიზმში კი არ გადაიზარდა, არამედ კოლექტიური მარტვილობის მისტერიაში ამაღლდა.

ჯალალედინის ურდოებმა შური იძიეს ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის მაჰმადიანური მოსახლეობის განადგურების გამო. მათ გაანადგურეს საქართველოს დედაქალაქის ქრისტიანული ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა, ვინც უარი თქვა ფეხი დაებიჯებინა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებისათვის და უარეყო ქრისტიანობა. 

შურისძიება იერუსალიმის გამო ახალ იარუსალიმზე, ტფილისზე, ასეთი იყო ჯალალედინის ქვეშეცნეული მიზანი (იმ დროისათვის იერუსალიმი მაჰმადიანთა ხელში იყო).

მა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
რთალია, მაშინ სახელწიფოებრივად დავეცით, მაგრამ სულიერად "მეორედ დავიბადეთ". დღეს ჯალალედინის სახელწიფო აღარ არსებობს, საქართველო იარსებებს მუდამ.

ქართველი ერის არისტოკრატიულობის, ზეპურობის თეორია არ უნდა წარმოვიდგინოთ ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორიის გარეშე.

ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორია არის ეროვნული ერთობის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ადამიანური, ყველაზე რეალური და ქრისტიანული გაგება.

ინტეგრალური ნაციონალიზმის მიხედვით, მაქსიმალურად უნდა მოისპოს ქართველი ერის ერთობისათვის ხელისშემშლელი ნებისმიერი ბარიერი. ეროვნული ერთობისათვის აუცილებელია მაქსიმალური სოციალური თანასწორობა, თანასწორობა კანონის წინაშე, და რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ღირსების თანასწორობა.

ოცდამეერთე საუკუნეში თითოეული ქართველი თანაბარია ყოველგვარი ღირსებით ყოველი თავისი თანამოძმისა, მიუხედავად იმისა, მის წინაპრებს როგორი სოციალური საფეხური ეკავათ ფეოდალურ, უფრო თუ დავაზუსტებთ, გვიანფეოდალურ საქართველოში. 

  საერთოდ, ყოველი კონცეფცია, ყოველი იდეოლოგია, ისევე როგორც ნაციონალიზმი, თუ გვინდა ქვეყანას ნამდვილად ემსახუროს, უნდა ითვალისწინებდეს, რომ უფლის თქმით, მთელი ქართველი ერი საზეპუროა, არისტოკრატიულია, სათავადოა და ყოველ ქართველ მოქალაქეს შეუძლია დამსახურებით თუ ინიციაციით, გმირობით თუ მსახურებით იქცეს "არიად" - "თავადად" (თანამედროვე ხანაშ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ი "რაინდად", "ვარგად" და ა. შ. ამ საკითხზე იხ. ჩვენი სხვა წერილები)).

ყოველი ქართველი დაბადებიდან საუკეთესოა, არისტოკრატია. მათ შორის არ უნდა იყოს დაბადებითი, შთამომავლობითი სხვაობა. ასეთია ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორია.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-23
ღირ. თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსელი ეპისკოპოსისა (351-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა (363); წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსისა (409).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq