საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

მხოლოდ ეროვნული იდეოლოგიით აღზრდილი თაობები გაიმარჯვებენ თავისუფლებისათვის ბრძოლაში
გაიოზ მამალაძე

ჰაგიოგრაფია - ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი

"ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.”

მას მერე, რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ივერიაში, მართლმადიდებლობა არის ეროვნული იდეოლოგიის ბალავარი.

ქართული ეკლესიის წიაღში მუდამ იქმნებოდა ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ნაწარმოებები, ფორმულები.

რევაზ სირაძე წერს:

"უნივერსალობა უმთავრესი ნიშანია აგიოგრაფიულ სახე-იდეათა. ჩვეულებრივ, აგიოგრაფიული უნივერსალიზმი არ გულისხმობს პიროვნების მრავალმხრიობას, პირიქით, ეს ნიშნავს მაქსიმალისტურ განდეგილობას, ან მაქსიმალურ მორჩილებას, ან არადა თავგანწირვას სხეულებრივი მარტვილობისათვის, თუ სარწმუნოებრივი ქადაგებისათვის.

გრიგოლ ხანძთელის სახემ გვიჩვენა ქართული აგიოგრაფიის სულ სხვაგვარი შესაძლებლობა: საერო და სასულიერო ინტერესთა შერწყმა, ცხადია, სულიერის პრიმიტით, ცხოვრების გასულიერებით”.

მართლაც, ქართული ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია და ზოგადად ქართული ეკლესიის მთელი იდეოლოგია არის ეროვნული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის განხორციელების გზების ძიება. რადგან ღმერთმა ადამიანი მოყვასის სიყვარულისთვისაც გააჩინა, მაშასადამე, ის უნდა ემსახუროს ქართველობას და ქრისტიანულ ქვეყანას - საქა

რთველოს; რადგან ღმერთმა ქართულად აამეტყველა მოციქულები სულიწმინდის მოფენის დღეს - დასაცავია ქართული ენა (შემადგენელი ნაწილებით).

 ქართული საეკლესიო ლიტერატურა არის განსაკუთრებული, იგი ეროვნულია ამ სიტყვის ყველაზე ღრმა, ფართო და ამაღლებული გაგებით. ქართული ჰაგიოგრაფია ემსახურება არა მარტო სულთა გადარჩენას, მაგალითის მიცემას, მრევლის აღზრდას, იგი ემსახურება საქართველოს, როგორც ერის საცხოვრისს და სახელწიფოს, როგორც ერის ამქვეყნიური მუდმივი არსებობის უზრუნველყოფას. ქართული ჰაგიოგრაფია ქრისტიანობას და ქართველობას ერთ სიბრტყეზე ათავსებს ("ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა”). უფრო მეტიც, ქართული ჰაგიოგრაფიით გაიგივდა ქართველობა და ქრისტიანობა განუყრელად, განუცალკევებლად.

 ყოველ დროს, ყოველ ეპოქას თავისებური საშუალებები აქვს იდეოლოგიისა და პროპაგანდისა. მეთერთმეტე საუკუნიდან საქართველოში უკვე დასტურდება საისტორიო და მხატვრული (საერო) ნაწარმოებები. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ „ფარნავაზის ცხოვრება“ გაცილებით ძველია და შესაძლოა წარმართულ პერიოდშიც კი იყოს დაწერილი, და ის არის მხატვრული-საერო ნაწარმოები.

საისტორიო  და სხვა სახის საერო ნაწარმოებებმა დიდი როლი შეასრულა ქვეყნის, ხალხის ცხოვრებაში. მაგალითად, "ვეფხისტყაოსანი” იქცა ერთგვარ კრედოდ ქართველობისა. უფრო თუ დავაზუსტებთ, მასში გენიოსურად დაიწნეხა ქართველობის კრედო. ასეთი ნაწარმოებების შექმნამდის ქართული იდეოლ

ოგიის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ საშუალებას უმდიდრესი ჰაგიოგრაფია წარმოადგენდა.

 ხშირად კამათობენ ხოლმე ერის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. ზოგი საერთო წარმომავლობას, გენს, საერთო ტერიტორიას, საერთო ისტორიას, საერთო ეკონომიკას და საერთო ინტერესებს ასახელებს ნაციის განმსაზღვრელ ნიშნებად.

 

მე დავამატებდი - ეროვნული იდეოლოგიის არსებობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ერის განსაზღვრისა. ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში წერდა იაკობ ხუცესი: "წმიდამან შუშანიკ თქვა: მამამან შენმა აღჰმართნა სამარტვილენი და ეკლესიანი აღაშენნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყვნენ და სხვად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხვნა სახედ თვისა, ხოლო შენ დევნი შემოიხვენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქვეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთ ჭეშმარიტი უვარ ჰყავ და ცეცხლსა თაყვანი ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ გყავ.”

 მამათა რწმენის მოღალატეს თვით ცოლიც აუმხედრდა და შუშანიკის მხარეზეა მთელი საზოგადოება: "აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი.”

„შუშანიკის წამება“ ეროვნული იდეოლოგიის მძლავრი იარაღია, რომელიც გვიჩვენებს ერის განვითარების, მისი მომავლის დაგეგმვის აუცილებელ პრინციპებს - მამათა გზაზე სვლა, მათი საქმეების გაგრძელება. ხოლო ამ გზიდან გადახვევა თვით მორჩილი ცოლებისაგანაც

და საზოგადოებისგანაც დაიგმობა, არ მიიღება და განწირულია...

 მართლაც, მეხუთე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ქართველებს გვაქვს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები "შუშანიკის წამების” სახით, ანუ ეროვნულობის ერთ-ერთი ნიშანი. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ `წმიდა ნინოს ცხოვრება” დაიწერა წმიდა ნინოს გარდაცვალებისთანავე (შემდეგ გადააკეთეს) ე. ი. მეოთხე საუკუნეში. ბიძინა ჩოლოყაშვილმა გამოიკვლია, რომ "კოლაელ ყრმათა წამება” მესამე საუკუნის ბოლოს უნდა იყოს დაწერილი.

მოკლედ, არა მარტო თეორიულად, არამედ დოკუმენტურად დასტურდება, რომ ქართული ეროვნული იდეოლოგიის წერილობითი წყაროები მინიმუმ თხუთმეტი საუკუნისაა. ჩვენ საამაყო ბევრი გვაქვს ამ მხრივ.

 ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ეროვნულობა შემდეგ საუკუნეებში კიდევ უფრო მტკიცდება. გავიხსენოთ  "ჰაბოს წამება”. მაშინ, როცა ზოგიერთი ქართველი არაბთა ბატონობის გამო ("ქართაგან ძლიერთა”) ისლამს იღებდა, გამოჩნდა არაბი ჭაბუკი, რომელიც ეწამა ქრისტესთვის. ქართლის კათალიკოსმა სამოელმა იგრძნო თუ რაოდენ საჭირო იყო ამ ამბის მოთხრობა ქართველთათვის და დააწერინა "ჰაბოს წამება” იოანე საბანისძეს, რომელიც უდიდესი იდეოლოგი იყო ქართველთა.

ცოტა ხნის შემდეგ იმავე ნერსე ერისმთავრის ოჯახში, სადაც მსახურობდა და ეზიარა ქრისტიანობას წმიდა ჰაბო, გაიზარდა ნერსეს ცოლის ძმისწული, წმიდა გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ისტო

რიაში.

 "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რომელიც მისი მოწაფეთა მოწაფის, დიდი ქართველი იდეოლოგის, გიორგი მერჩულის კურთხეულ კალამს ეკუთვნის, უამრავი რამითაა ძვირფასი ჩვენთვის, მაგრამ წმიდა გრიგოლის სიტყვები, სადაც იგი ცნობს ბაგრატიონთა დავითიანობას და გიორგი მერჩულის მიერ გადმოცემული ფორმულა, რომელიც შესაძლოა მისიც იყოს, ყოველ შემთხვევაში, წმიდა გრიგოლ ხანძთელის საძმოშია წარმოშობილი, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ქართველობისთვის:

 "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.”

ვფიქრობთ, მარტო ეს ფორმულა რომ გვქონდეს, იდეოლოგიურად გვეყოფა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი.

რუსეთის ეკლესიამ ვერ გაბედა ჩრდილო ქართლისა და აფხაზეთის ეპარქიების მიერთება საკუთარი იურისდიქციისათვის, მაშასადამე აღნიშნული ფორმულა მოქმედებს.

დამოკიდებულება ჰაგიოგრაფიისადმი უნდა შეიცვალოს და კვლავ გახდეს მომავალ თაობათა აღზრდის საფუძველი, განათლების სისტემაში ახალი (ძველი) ქართული ეროვნული იდეოლოგია უნდა დაბრუნდეს, თანამედროვეობის საუკეთესო მიღწევებთან ერთად, რა თქმა უნდა.

ეროვნული იდეოლოგიით გამობრძმედილი ჭაბუკები გაიმარჯვებენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მხოლოდ ისინი შეძლებენ დემოკრატიული და სოციალურად სამართლიანი სახელმწოფოს აშენებას.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq