საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ქართული ხასიათი (ფრაგმენტები მოძღვრის ქადაგებებიდან)
საბა იბერი

დღეს, როდესაც ქვეყნის დაუწყობელი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე,  რაღას არ ჰყვებიან ქართველების ხასიათის საყოველთაო მანკიერებასა და უკეთურობაზე, ერის  მართებული თვითშემეცნებისათვის, სწორედ რომ არ უნდა იყოს ზედმეტი   საპირისპირო მაგალითების წარმოდგენა. ანჩისხატის წინამძღვარმა, მამა რევაზ ტომარაძემ ასეთი შემთხვევა გვიამბო თავის ქადაგებაში:


 „ღვინის საყიდლად ჩასულა ერთი კაცი კახეთში მეგობრითურთ. ოჯახის მასპინძელმა ქვევრიდან გაასინჯა საუკეთესო ღვინო, მერე ჭურჭელში ჩაუსხა და გაატანა. მყიდველები ალაზანს არ იყვნენ გადმოცილებულნი, რომ დაეწია, თავიანთი ფული დაუბრუნა და ღვინო გადააქცევინა. გაოგნებულ მყიდველებს მხოლოდ ამის შემდეგ აუხსნა საქმის ვითარება: მათი წამოსვლის შემდეგ ქვევრთან მიბრუნებულს დანარჩენი ღვინოც ამოუღია და ვირთხა უნახავს ჩამხრჩვალი ქვევრში!“

 

კიდევ ორი მოგონება, მამა რევაზისაგან მოსმენილი:


,,ორიოდე ათეული წლის წინ პატრიარქს ვახლდი სიკვდილმისჯილთა დილეგში. ერთმა პატიმარმა ასეთი რამ გვითხრა: – მე მაინც უნდა დამხვრიტონ და მანამდე ჩემგან სისხლი ააღებინეთ, იქნებ ვინმე ავადმყოფს გამოადგესო!“

 

„მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი. ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემს გვერდით, 12–13 წლის ყმაწვილი ზის. მოულოდნელად შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება, – რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო. ყველანი მორჩილად ვდგებით, იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ბიჭი არ ინძრევა – ჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ. ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა. ბოლოს ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ „კ.გ.ბ.“ –ში გააქანეს. ეს პატარა ბიჭი გახლდათ ზვიად გამსახურდია. როდესაც ბატონი კონსტანტინე მიუყვანიათ „დამნაშავესთან“, მათ დასანახად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო, თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქია – ყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!“

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq