საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ქართული მიწის გამყიდველები
ლევან ფრუიძე
მიუტევებელი ცოდვა ქართველი ერის წინაშე


ვიდრე საუკუნის დანაშაულს შევეხებოდეთ, მკითხველს შევახსენებთ გენიალური პოეტის სამშობლოსადმი დადებულ ფიცს:


“მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!”
პოეტის სულისშემძვრელი სიტრიქონები ასე გრძელდება:
“მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ
მოკირწყლული იყო ძვლებით,
მოღაღადე უკეთესად,
ვინემ უსახელო წლები.”


ამჟამად ღვთისმშობლის კალთაგადაფარებული, ქათველი ერისადმი თვით უფლისგან ბოძებული საცხოვრისი მოვაჭრეთა ბინძურ დახლზე დევს და აუქციონის წესით, ხელაღებით იყიდება. ახდა სულმნათი ნიკო ლორთქიფანიძის თავზარდამცევი სიტყვები: 

 - იყიდება, იყიდება, იყიდება საქართველო! ბითუმად და ნაჭერ-ნაჭერ, იაფად და ნისიად, ერთ ლარად და საჩუქრად!


ქართულ მიწას პირდაპირი გაგებით, პატრონი, გულშემატკივარი და ჭირის- უფალი აღარ ჰყავს. ვინც კი ამ უბედურებაზე მოთქვამს და ტირის, ამაოდ ირჯება, მომსმენი და მიმდინარე დამღუპველი პროცესის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ ჩანს. ვაი, რომ ქართველ ერს მამაპაპური, მრავალათასწლოვანი მამული ფეხქვეშ ისე ეშლება, ვერც აცნობიერებს. ძველი აღმოსავლეთის იმპერიებიდან დაწყებული-დღემდე ვერცერთმა ბარბაროსმა ვერ შეძლო ქართული მიწის დაუფლება, ადგილის დედის ფესვიდან ქართველი ეთნოსის მოწყვეტა, აღმოფხვრა; მოვიგერიეთ და დავამარცხეთ ასირიელები, ურარტელები, ირანელები, ბერძნები, ბიზანტიელები, რომაელები, არაბები, თურქ-სელჯუკები, მონღოლები, ოსმალები... რომელი ერთი ჩამოვთავლო... გვხოცავდნენ, გვთელავდნენ, მაგრამ ტყეებსა და კლდე-ღრეში გახიზნული ქართველობა კვლავ სასწაულებრივად გადარჩებოდა და აღორძინდებოდა. ილია მართალმა ეს სასწაული დამაჯერებლად ახსნა:



ქართული ერი გადაარჩინა მშობლიური მიწის, მამულის, სამშობლოს ღვთაებრივმა სიყვარულმა, მკვიდრისა და მოსულის ურთიერთდამოკიდებულების სიბრძნემ და მრავალათასწლოვანმა უაღრესად რაციონალურმა, ეროვნულმა სოფლის მეურნეობამ. საქართველოს ისტორიის მამამ ივანე ჯავახიშვილმა, ილიას ნააზრევს ღრმა მეცნიერული შეფასება მისცა და მიუთითა, რომ ქართველი ეთნოსი ილიას მოძღვრების პრაქტიკულად განხორციელებით უნდა განვითარდესო. დიდმა ივანემ თავისი უმდიდრესი შემოქმედებით მოახდინა ილიას და ქართველი ერის სხვა მოჭირნეხულთა ნააზრევის სინთეზი და თავისუფალ საქართველოს ეროვნული წინსვლის გეზი და პროგრამა მისცა. მაგრამ კოსმოპოლიტურმა ძალამ იმძლავრა და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას ააცდინა. შედეგი შემზარავი იყო: 1907 წელს გადაგვარებულმა თანამემამულეებმა ილია მოკლეს, ხოლო ამავე საუკუნის 30-იან წლებში ივანე ჯავახიშვილი თავისი შექმნილი უნივერსისტეტიდან განდევნეს და გენიალური მოაზროვნე 1940 წელს საჯარო გამოსვლის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა. ქვეყანა დაობლდა . . .
მესამე ათწლეულის გარიჟრაჟზე უფალმა ინება და რუსეთის წითელი, სისხლიანი იმპერია დაეცა. საქართველოს დამოუკიდებლობა მეორედ ეღირსა, მაგრამ ძალები, რომლებიც საქართველ
ოს სათავეში მოვიდნენ, სახელმწიფოს მართვისათვის მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. ზვიად გამსახურდიამ დარჩენილი 8 თვე ყოყმანში გაატარა და ქართული მიწის ბედი ღიად დატოვა. 1992-1995 წლების შევარდნაძის დროინდელმა პირველმა პარლამენტმა, რომლის შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო, (თუმცა დეპუტატთა უმრავლესობა იქ უანგაროდ მოხვდა) სერიოზული მუშაობა დაიწყო თვითმმართველობისა და აგრალური რეფორმის გასატარებლად, აგრალური კომისიასთან პარლამენტის დებულებით გათვალისწინებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. გადაწყდა, რომ საქართველოში, თანამედროვე ვითარების შესაბამისად, უნდა აღდგენილიყო სასოფლო-სათემო ტრადიციული თვითმართველობა, რაც ილია ჭავჭავაძისეულ “სოფლის უზენაესობას” განახორციელებდა, პირველ რიგში განისაზღვრებოდა სოფლის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტატუსი. შემუშავდა და საერთო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდა სოფლის სტატუსის კანონპროექტი, აგრეთვე გარდამავალი პერიოდისათვის აუცილებელი საადგილმამულო ურთიერთობათა დასარეგულირებელი კანონპროექტი, რის შედეგადაც საქართველო საბჭოთა ხელისუფლების ანომალიიდან განვითარების ეროვნულ, ილიას და ივანე ჯავახიშვილის მიერ გაწალდულ გზას დაუბრუნდებოდა. დროულად უნდა აღდგენილიყო მიწის საკუთრებისა და ფლობის ტრადიციულუ ქართული სისტემა, დაყრდნობილი ტრადიციულ თვითმმართველობაზე, როცა მიწისა და ყოველგვარი ეროვნეული ღირებულების პატრონი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს საქართველოში უნდა დაწყებულიყო ქვეყნის სწორად - ქვემოდან ზემოთ მართვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა. სატანურმა ძალებმა იმძალავრეს, ეროვნული ცხოვრების წესისა და ტრადიციების აღდგენის ნაცვლად, ქართველ ხალხს თავს მოახვიეს ე.წ. “შოკური თერაპია” და “ ლიბერტანიალური” იდეები, რამაც საბჭოთა წყობილების მშვიდობიანი დემონტაჟის ნაცვლად დამღუპველი ანარქია და ნგრევა გამოიწვია. გამოჩნდნენ ვაიიდეოლოგები და საქართველო,- საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე რესპუბლიკა, განვითარებად ქვეყანად აქციეს, აქედან გამომდინარე, უმძიმესი შედეგებით, რომელთაგან უმთავრესია ქვეყნის ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის მიზანმიმართული განადგურება. დამოუკიდებელობის 21 უმძიმესი წელი გავიდა, რაც ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომა შესაფერისად არ ნაზღაურდება. მეცნიერების, მწერლებისა და ხელოვნების ეროვნული კერები, რომლებიც ბლოშევიკური დიქტატურის პირობებში ჩამოყალიბდა და საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, ვაიხელისუფალთა მოღალატური პოლიტიკის შედეგად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მივიდა. მეცნიერთა და ხელოვანთა საშუალო ასაკი კრიტიკულ ზღვარზეა. დედინაცვალადქცეულ სამშობლოს გარიდებული ნიჭიერი ახალგაზრდობა ხსნას უცხოეთში ეძებს...
საბჭოთა წეს-წყობილების ნგრევის საბაბით სამამულო ქონების არნახული ძარცვა განხორციელდა. ხალხის საარსებო საშუალებათა წაგლეჯვით ბიზნესმენებად გარდასახულმა გარეწართა ჯგუფმა მილიონები მოიხვეჭა. ისინი უძრავი და მოძრავი ქონების მითვისებას არ დასჯერდნენ, შემნახველ სალაროებში წვითა და დაგვით გადანახული ფული არ იკმარეს, ორმაგად ანაზღაურების
სატყუარათი მოქალაქეებს უკანასკნელი სახსარი წაართვეს და ასეულ-ათასობით ადამიანი უკიდურესი სიღარიბისთვის გაწირეს. ამას “კუპონიზაცია” დაერთო, თან პრივატიზაციად მონათლულმა “პრიხვატიზაციამ” სახადივით, შავი ჭირივით დაუარა ქვეყანას და ხალხი სულიდან ხორციამდე გაიძარცვა. სატანურმა ძალებმა ესეც არ იკმარეს, განვითარებადი ქვეყნის ვითომ დახმარებისთვის გამოყოფილი უამრავი ჰუმანიტარული დახმარება, მილიონობით თანხა ფლანგეს და ქართული მენტალიტეტის, ცხოვრების წესისა და ტრადიციების დასამარებისთვის გამოიყენეს. როცა ხალხის ნაშრომ-ნაღვაწი, ნაოფლარი ეროვნული ქონებიდან თითქმის აღარეფერი დარჩა, მაშინ მშობლიურ მიწას მისდგნენ. დღეს ქართული ერის არსებობის საბედისწერო ზღვარი ქართული მიწების საეჭვო, დანაშაულებრივ ამოძრავებაზე გადის. თუ მოქმედი კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა სასწრაფოდ არ შეიცვალა, მერმე გვიანღა იქნება თითებზე კბენანი...
1998-1995 წლების პარლამენტში შევარდნაძის ორჭოფულმა პოლიტიკამ და დროის გაყვანის ტაქტიკამ მიწა და სოფელი კანონგარეშე დატოვა. სოფლის თვითმმართველობისა და აგრარული რეფორმის ქართული გზა რატომღაც დაიგმო. ამ მიმართებით საჯარო გამოსვლებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა, სამაგიეროდ პარმალენტში შემოვიდა სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების ანტიქართული კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ საფუძვლებს მოწყვეტილი იყო და შეფარვით მიწების უცხოელებზე გასხვისებას ითვალისწინებდა. პარლამენტის აგრარულმა კომისიამ ეს კანონპროექტი დაბლოკა. მაგრამ ჩვენი ხმა ხალხამდე ვერ აღწევდა, “თავისუფალ” მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში ითქვიფებოდა. ხელისუფლებას, ზურაბ ჟვანიას მესვეურობით, აშკარად უცხოური გეზი ჰქონდა აღებული, უცხოელებს კი ქართული მიწის დაუფლება სწყუროდათ. მიზანი საშუალებას ამართლებდა და ჩვენი ჯგუფი დასავლური პროგრესის მოწინააღმდეგე შავ-ბნელ ძალად დაისახა, რომელსაც საქართველოში “პირველყოფილი-თემური წყობილების” აღდგება სურდა. ასეთ მდგომარეობაში ჩვენი საპარლამენტო ვადაც ამოიწურა და აგრარული რეფორმის ქართული გზა უარყოფილი იქნა. ხელმოცარულნი საქართველოს მწერლთა კავშირის თავჯდომარესთან, აწ უდროდ გარდაცვლილ გურამ ფანჯიკიძესთან მივედით. 1992 – 1995 წლების პარლამენტის წევრები იყვნენ გამოჩენილი მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, რევაზ ჯაფარიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვები, რომლებიც აგრარული რეფორმის ქართულ გზას უჭერდნენ მხარს. გურამ ფანჯიკიძემ მწერლები დაუყოვნებლივ შეკრიბა. შეკრებაზე ქართული მიწის ბედი ძალიან მწვავედ დადგა. სპეციალისტ-მეცინერთა ჯგუფის მოთხოვნა მეტად მარტივი და მინიმალური იყო: ხელისუფლერბას დროულად უნდა დაედგინა საქართველოს სოფლებში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვიტარება, მეცნიერული უტყუარობით უნდა გაერკვია თითოეულ სოფელში რა მდგომარეობა იყო ადამიანური და ბუნებრივი რესურსების თვალთახედვით, განესაზღვრა თითოეული სოფლის და კომლის სტატუსი, შესაძლებელი სიზუსტით აღერიცხა მუშახელის რაოდენობა, გაერკვია სავარგულების დაცულობა და ნაყოფიერება, შეერჩია არსებული პოლიტიკური ვითარებისათვის შრომის ორგანიზაცია. ბუნებრივია, ასე სახელდახელოდ სრული საკადასტრო მომაცენები ვერ შეიკრიბებ
ოდა, ამიტომ სოფლად ელემენტარული ინვენტარიზაცია მაინც უნდა ჩატარებულიყო და დრომოჭმული კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობის ნაცვლად, ხალხის სასარგებლო კოოპერირება გატარებულიყო, რათა მიწათმოქმედი მიწასთან შიშველი ხელებით არ დარჩენილიყო, რაც მთავარია აღდგენილიყო სოფლისა და მიწის მართვის ეროვნული სისტემა, რომელიც მიწის ფლობა-საკუთრების შემდეგ ფორმებს ემყარებოდა: სამეფო-სახელმწიფოებრივს, სასოფლო-სათემოს და კერძოს. ცალკეა გათვალისწინებული მიწის საეკლესიო-სამონასტრო საკუთრება, ის სახელმწიფოებრივი საკუთრების თავისებური სახეა და საუკუნეთა მანძილზე, სამეფო და ფეოდალური საკუთრებასთან ერთად, მსხვილი მეურნეობების ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, მიწის საეკლესიო-სამონასტრო საკუთრება რატომღაც ღიადაა დატოვებული, დრო კი არ ითმენს, მით უმეტეს, როცა საქართველოს სავარგულები უცხოელებზე ხელაღებით, შეუზღუდავად იყიდება . . . 


მწერალთა კავშირში შეკრება დამთავრებული არ იყო, რომ ედუარდ შევარდნაძემ გურამ ფანჯიკიძეს დაურეკა და დაავალა აგრარული რეფორმის ქართული გზით წარმართვის მესვეურები ხელისუფლების წინაშე საგანგებო სხდომაზე წარმდგარიყვნენ. დავალება დაუყოვნებლივ შესრულდა და საკმაოდ ვრცელ სამთავრობო თავყრილობაზე აღმოვჩნდით, სადაც საადგილმამულო სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელად სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ გულუა და იუსტიციის მინისტრი თედო ნინიძე მოგვევლინენ. ჩვენი გამოსვლა ძალიან მოკლე იყო. დავასაბუთეთ, რომ სოფლად არსებული ვითარება შეუსწავლელია, სოციალურად რას წარმოადგენს დღეს სოფლის მცხოვრები, არც მეცინერებამ იცის და არც ხელისუფლებამ. ყალბი საბჭოთა სტატისტიკა არაფრის მომცემია, თვით სავარგულთა რაოდენობა, მდგომარეობა დაუდგენელია, აღარაფერს ვამბობთ ბონიტირებასა და კადასტრზე. ხელისუფლების მერ გატარებულმა სახელდახელო ღონისძიებამ უარყოფითი შედეგი გამოუღო: სოფლის მოსახლეობა კატეგორიებად დაყვეს და სამოსახლოს შევსებაში უპირატესობა ყოფილ კოლმეურნეებს მიანიჭეს, სოფლის ინტელიგენცია კი (პედაგოგები, მედპერსონალი და სხვა, ე.წ. “მოსამსახურეები”) თითქმის ცარიელი დატოვეს. საბჭოთა ხელისუფლების ღრმა კრიზისის გამო კოლმეურნეები (იგულისხმება გლეხები) თითო-ოროლა იყო დარჩენილი, სოფელს სახეს ინტელიგენცია უნარჩუნებდა. ამ ვაიშევსებას მიწის საერთო ფონდის 20 პროცენტი მოხმარდა, ხოლო 80 პროცენტი, რომლითაც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მძლავრი სოფლის მეურნეობა საზრდოობდა, ფაქტიურად უპატრონოდ დარჩა და მოუვლელობით გაპარტახდა. კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, საცდელ-სამეცნიერო ორგანიზაციების მოძრავი და უძრავი ქონება ბარბაროსულად განადგურდა. ამ ახალ აღამაჰმადხანობას დაემატნენ “განვითარებად ქვეყანაში” საშველად შემოსული ორგანიზაცუიბი, რომლებიც დანაშაულებრივ კავშირს ამყარებდნენ საბჭოთა მომხვეჭველებთან. ქვეყანა და ხალხი დღისით და მზისით სასტიკად გაიძარცვა, უმუშევრად და ულუკმაოუროდ დარჩა. მოხდა ყველაზე საბედისწერო რამ- მიწის გაუცხოება: მიწამ, მამულმა, ადგილის დედამ, ფუძემ და საკომლომ ყოველგვარი ფასი და მნიშვნელობა დაკარგა, თან საქართველოს საბჭოური რკინის ფ
არდა მოეხსნა და მკვიდვრმა მიწათმოქმედმა ქართველმა სამშობლო გაწირა და ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთს მიაშურა. შუასაუკუნოვანი ტყვეთასყიდვა თანამედროვე ტრეფინკინგმა შეცვალა. უფრო უარესიც მოხდა, რასაც ხელისუფალნი ვერ აცნობიერებენ: საქართველოში მიგრაციის ყველაზე საშინელი ფორმა დამკვიდრდა-მამაკაცები უცხოეთში სამუშაოს ნაკლებად შოულობენ, უფრო მეტი გასავალი ქალებს აქვთ. ამჟამად საქართველოს სოფლები ახალგაზრდა შვილოსნობის უნარიან, ფერტილურ ასაკში მყოფი ქალებისგან დაცილია. ქართველი ქალი მშვენიერებისა და სათნოების განსახიერება, ღამის კლუბების მსახურად და შინამოსამსახურედ იქცა. ქართველი ერი დემოგრაფიულ კოლაფსშია, ხოლო უოჯახოდ და უსაქმოდ დარჩენილი მამაკაცები ლოთობაში კლავენ დროს. სოფლად ახალგაზრდა ქალი სანთლით საძებარი გახდა...

სოფლად არსებული უმძიმესი პრობლემების დარეგულების ნაცვლად, აგრარული რეფორმა ქართველი ხალხის ზურგსუკან წარიმართა. არცერთი კანონპროექტი საერთა-სახალხო განხილვისთვის აღარ გამოქვეყნებულა. მაშინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მშობლიური მიწისადმი თავისი დამოკიდებულება 1995 წლის საშობაო ეპისტოლეში საგანგებოდა ასახა, მან კანონმდებლებს საჯაროდ მოუწოდა საქართველოში აგრარული რეფორმა ქართული გზით უნდა წარიმართოსო. ყოველივე ეს ბ-ნ ედუარდ შევარდნაძემ შეისმინა და ჩვენთვის ცნობილ სამთავრობო სხდომაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, საყოველთაო – სახალხო დისკუსია გამოაცხადა. დისკუსია დაიწყო, პრესაში სპეციალისტების უამრავი წერილი დაიბეჭდა. კამათი მიმდინარეობდა ტელევიზიითაც. ჩვენი ტრიბუნა გახდა გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” ბ-ნ თამაზ წივწივაძის რედაქტორობით. ყოველი ახალი გაზეთი ბ-ნ თამაზს შევარდნაძესთან მიჰქონდა. საქართველოს პრეზიდენტი აშკარად ყოყმანობდა, მაგრამ უხილავი მძლავრი ხელი ქართულ მიწას აუქციონით შეუზღუდავი გაყიდვისათვის წირავდა. სამკვდრო-სასიცოცხლო დისკუსია 1996 წელს ახალმა პარლამენტმა შეწყვიტა, მან საეჭვო ვითარებაში მომზადებული კანონპროექტი, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მოულოდნელად მიიღო. სპეციალისტების ჯგუფს წინააღმდეგობა არ შეიუწყვეტია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მრავალი საპროტესტო წერილი გამოქვეყნდა. მეცინერები ხელისუფლებას ამაოდ არწმუნებდნენ: ვიდრე მიწის ინვენტარიზაცია, კადასტრი და ბონიტირება არ ჩატარებულა, ვიდრე სოფლებს ტრადიციული თვითმმართველობა, ქონება, ბიუჯეტი არ დაუბრუნებია, საშუალო ფენა არ ჩამოყალიბებულა, მიწების ამოძრავება დამღუპველიაო. მაგრამ შექმნილ მდგომარეობაზე მაღლა მდგომი უხილავი ძალა თავისას აკეთებდა, რომლის მიმართ საქართველოს ხელისუფლება საეჭვოდ დამყოლი იყო. სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც მიწის გასხვისებით გამოწვეულ შედეგებს აცნობიერებდა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს აწყობდა, პოლიტიკურ პარტიებს ეთათბირებოდა, მაშინდელ ხელმძღვანელთა ოჯახის წევრებთანაც მიდიოდა და უხსნიდა: მიწის ახალი კანონის ამოქმედება ქართველ ერს მშობლიურ მიწას და სოფელს მოწყვეტდა. ვერაფერს გავხდით. თანამდებობის პირები სათოფეზე არ გვიკარებდნენ. პრესაში მხოლოდ ერთხელ გა

მოგვეხმაურა მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ბ-ნ ლადო ჭანტურია (ქართული მიწის განწირვის იდეოლოგი და პრაქტიკოსი. მან ქართული მიწა უძრავი ნივთის საკუთრების დონეზე დაიყვანა და საერთაშორისო აუქციონში ჩართო...). პატივცემულმა მინისტრმა, იმავე პრესით, გამანადგურებელი კოლექტიური პასუხი მიიღო და ამის შემდეგ დადუმდა, თუმცა მიწის გამყიდველთა შავბნელი საქმე დაუბრკოლებლად გაგრძელდა. 



აღსრულდა, შევარდნაძის რეჟიმი დაემხო. ქვეყანას “ვარდოსნები” დაეპატრონენ. ვაი ჩვენი ბრალი, ქართული მიწის გულშემატკივრებს შევარდნაძის ყოყმანი მოენატრათ, ლიბერტიანიზმის იდეებს პრაქტიკული განხორციელება “ნაცების” მოძღვრება გახდა. ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც დამხმარე ძალად მოსკოვიდან კახა ბენდუქიძე ჩამოიყვანა, “მიწის მესაკუთრეთა” ჟურნალში ინტერვიუ მისცა, რომ სახელმწიფოს ხელში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების 80 პროცენტი დაუყოვნებილვ უნდა გაყიდულიყო. ამისათვის მიწის გასხვისების ახალი კანონის მიღება გახდა აუცილებელი. კანონპროექტი მყისვე მომზადდა, რომლის ლობისტი და პრაქტიკულად განმახორციელებელი კახა ბენდუქიძე გახლდათ. წინასწარ შემდეგი ღონისძიებები გაატარეს: გააუქმეს მიწის მართვის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც მიწაზე ყოველგვარი უფლება ჩამოართვეს; 2006 წელს თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარეს და სოფელი, როგორც პირველადი ტრადიციულ-ადმინისტარციული ერთეული, გააუქმეს. საქართველოს მიწა, ქართველი ერის სასიცოცხლო ტერიტორია სრულიად დაუცველი დარჩა. 

პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში მიწის გაყიდვის ახალი კანონი კახა ბენდუქიძემ გაიტანა, მას თანამოაზროვნედ გიგა ბოკერი ახლდა. აგრარულ კომიტეტში ცხარე კამათი გაიმართა. კახა ბენდუქიძის თეორიები შემაშფოთებლად მარტივი გახლდათ: საქართველო გამონაკლის ვერ იქნება. მიწა ისეთივე საქონელია, როგორც ავეჯი-კარადა. სახელმწიფო მის დაცვაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. მიწის ყიდვა-გაყიდვის თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს. მიწის ყოველგვარი ხელყოფისგან კერძო მესაკუთრე დაიცავს, თვით სასაზღვრო ზოლშიც კი, რადგან კერძო საკუთრების უფლება მსოფლიო მაშტაბით აღიარებულიაო... იქნებ ბენდუქიძემ ახლა მაინც საჯაროდ გვიპასუხოს:

ვიდრე სამშობლოში დაბრუნდებოდა, მისი კაპიტალი 55 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, ახლა ამბობენ საქართველოს გაყიდვით მილიარდელი გახდაო, თავისუფალმა ბაზარმა მისცა ასეთი სარფა?! მაშინ, როდესაც ჩემნაირები ბოლშევიკური რეჟიმის დროსაც და ახლაც შიმშილის ზღვარზე ვიმყოფებით...

კამათი კამათად დარჩა, ამაოდ დავშვრით. ქართველი ერისათვის ქართული მიწის წართმევის და მსოფლიო ბაზარზე აუქციონით გაყიდვის კანონ-პროექტი პარლამეტში ზარ-ზეიმით გავიდა. აქციები უყურადღებოდ დარჩა. პრეზიდენტმა ამ დამღუპველ კანონს ხელი დაუყოვნებლივ მოაწერა და საქართველო თავისი მიწიანად მსოფლიოს ბინძური ფულის კერძად იქცა. ამ ვაიკანონის აღსრულების უფლება შეუზღუდავად მიეცა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც კანონმდებლად მოვლენილ ბ-ნ ბენდუქიძეს კანადის კაბარედან გამოყვანილი მშვენიერი გოგონა შეენაცვლა. ქართული მიწები და

უცველად ისეთი ტემპით ამოძრავდა, რომ მსგავსი მაგალითი არც საქართველოს ისტორიამ, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა და საერთოდ მსოფლიომ, არ იცის. სულხან-საბა ორბელიანის ავსიტყვის არ იყოს, საქართველოს ხელისუფლება მიწის გასხვისების დრაკონულ კანონმდებლობას აღარ დასჯერდა და 2012 წლის 26 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის #3 /1, 5, 512/ გადაწყვეტილებით გაუქმდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვისა და საკუთრებაში ქონაზე” (გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #94, 23 მაისი, გვ.4). შედეგი გამაოგნებელი და შემზარავია, საქართველოს უპატრონო და იაფი მიწების ხელში ჩასაგდებად შემოესივნენ ჩინელები, ინდოელები, არაბები და სხვა ატასი ჯურის ბედისმაძიებელნი თუ ავანტურისტები. XIX ს-ის დასაწყისში, როცა რუსეთმა მფარველობის ნაცვლად ჩვენი ქვეყანა დაიპყრო და კოლონიად გაიხადა, მონოქართველური საქართველო უცხოტომელებით, პოლიტიკურად არასაიმედო ადამიანებით და ავაზაკებით აავსო. ეს ამაზრზენი პროცესი “ნაცებმა” გააგრძელეს. არავითარი დაბრკოლება აღარ არის, ყველა, ვისაც ფული აქვს, საქართველოს მიწა-წყალს შეიძენს და კერძო საკუთრებად გაიხდის, კერძო საკუთრება კი, როგორც ბ-ნ კახა ბენდუქიძე ბრძანებს, მსოფლიო მასშტაბით ხელშეუხებელია. ფართო მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, საქართველოს მარჩენალი მიწები, რუსეთის იმპერიის სამეფო ბიუროკრატიის ხელშეწყობით, უმეტესად გაყიდული იყო. უმწეონი აღმოვჩდით თვით სომხური მევახშური კაპიტალის წინაშე. ლენინურმა მიწის ნაციონალიზაციამ წონასწორობა აღადგინა. ძველი კაპიტალისტების შთამომავალები ოქროზე ნაყიდ ქართულ მიწებზე ახლაც დაობენ... ეს უსიამოვნო ფაქტი იმიტომ გავიხსენე, რომ ოქტომბერის რევოლუცია აღარ განმეორდება /ღმერთმა ნუ ქნას.../, ე.ი. ბოლშევიკური მიზანსწრაფულობით მიწის ნაციონალიზაცია გამორიცხლია, მაშინ ყველას ვეკითხები- რას ვაპირებთ?!



ქართველი ერი მომაკვდინებელი საფრთხის წინაშეა. შინაურმა ჩარჩებმაც /ტერმინ “ჩარჩს” იმიტომ ვხმარობთ, რომ ვინც საბჭოთა პერიოდსა და, მეტადრე, დამოუკიდებლობის წლებში ფული იშოვა, ჩარჩული, უსინდისო გზით აქვს მოპოვებული.../ იყიდეს სოფლად მიწები და ე.წ. “პლანტატორული მეურნეობის” მოწყობა სცადეს მკვიდრი მოსახლეობის დამონების ხარჯზე, მაგრამ არ გამოუვიდათ, მონობა არავინ ისურვა. ამ ვაიმეურნეობების უმეტესობა ზარალზეა და მიწის მეპატრონენი ძვირფას მამულს ყველა ვიგინდარაზე ჩალის ფასად ასხვისებენ, მაშინ, როდესაც საქართველოში არცერთი მტკაველი მიწა თავისუფალი, მეტადრე უპატრონო არასდროს ყოფილა, ის უსათუოდ რომელიმე სოფელს, დასახლებას და გვარს ეკუთნოდა. სწორედ ამიტომ, უნდა განსაზღვრულიყო სოფლის სტსტუსი და აღდგენილიყო სოფლის ტრადიციული უფლებები. რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო უარესია, მეტარე “ნაცების” ჩინოვნიკები იერიშზე არიან გადასულები და მომხვეჭელობის ამაზრზენ მაგალითებს იძლევიან...

დაისპორების ყოფილმა მინისტრმა პაპუნა დავითაიამ ჩინელებ

ი, ინდოელები, არაბებეი, ირანელები და თურქები აღარ იკმარა, შორეულ სამხრეთ აფრიკას მიაშურა, რათა ბურები მოეძებნა და ჩამოეყვანა. თურმე ბინადარი ცხოვრებისა და მიწათმოქმედების პატრიარქ ქართველ ხალხს ბურებმა სოფლის მეურნეობა უნდა ასწავლონ. ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდა და კახეთის “უპატრონო” მიწებს ბურებიც დაეპატრონენ. ბ-ნ პაპუნა დავითაიას პრესით ღია წერილი მივწერეთ, მაგრამ რას შესმენ წარმატებულ ჩინოვნიკს. მას დამსახურება მყისვე დაუფასეს: “ნაცების” წარდგენებით, ნაძალადევში საქართველოს პარლამენტის დეპუტატად კენჭი იყარა, მართალია, ვერ გაიმარჯვა, თუმცა მესამე ადგლიზე გავიდა...



სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი ტანჯული ქვეყნის მწარე სინამდვილე. ახალ ხელისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს გენერალურ პროკურორს ვთხოვეთ, ქართული მიწის ბედით დაინტერესდეს. მით უმეტეს, ესე ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, ჯერ კიდევ სტუდენტი 1992-1995 წ;ების პარლამენტის აგრარულ კომისიაში კონსულტანტად მივიწვიეთ და ეროვნული მიწის დაკარგვის საშიშროებას შეუძლებელია რეალურად არ აფასებდეს. ცნობილია, ვიდრე ვანო მერაბიშვილი ზღაპრულ კარიერას გაიკეთებდა, ქართული მიწის სწრაფად გაყიდვისათვის, ამერიკული ფულებით, “მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია” შექმნა, შემდეგ სწრაფად დაწინაურდა და მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ცოლს გადაულოცა...

საქართველოში უპირველესი და მთავარი, სწრაფად აღსაკვეთი დანაშაული მისი მიწა-წყლის განუკითხავად გასხვისებაა, ამიტომ თუ სახელმწიფო ვართ, მართმსაჯულება უწინარესად ამით უნდა დაინტერესდეს. მიწაზე გამოცხადებული მონიტორინგი მეტ დასაბუთებას საჭიროებს, ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ. გადაუდებელი საზრუნავია საქართველოს მიწების მეცნიერული აღრიცხვა, მოქმედი აგრარული კანონმდებლობა, რომელიც ქათულ ეროვნულ სახელმწიფოს ანგრევს, ქართველ ერს კი თავის მამაპაპურ საცხოვრისში უმიწაწყლოდ ტოვებს, ხიზნობას და მონობას უქადის-გადასასინჯია. მიწა მის კანონიერ მეპატრონეს სოფლებს, გვარებს და ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.



და ბოლოს, მცირეოდენ ისტორიულ ექსკურს გავაკეთებთ, რათა ახალმა ხელისუფლებამ ამ დილემიდან გამოსასვლელად სწორი პოზიცია შეიმუშაოს და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ცოდნა გამოცდილება პრაქტიკულად გამოიყენოს.
ქართველი ერი ბინადარი ცხოვრების, მიწათმოქმედების, მესაქონლეობისა და მეტალურგიის ფუძემდებელია, როგორც აკად. ივანე ჯავახიშვილი ბრძანებს, ქართველთა წინაპრების განსახლება უფლისგან მიკუთნებულ საცხოვრისში გვარებად მოხდა. ქართული გვარი /”გორი”/ მარქისტული ფორმაციების ცვლაში ვერ ჯდება. სულმანათი ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ქართული გვაროვნულობა სრულიად განსხვავებული მოვლენა და ფენომენია. დასაბამიდან ქართველობა თავის მიწა-წყალზე გვარებად იყო განსახლებული, რაც მეტნაკლები სისრულით დღემდეა მოღწეული, გვარები ქმნიდნენ სოფლებს, რა თქმა უნდა, საარსებო გარემოს კომპლექსურად გათვალისწინებით /სახნავ-სათესი, ვენახი, ხეხილი, სათიბ-საძოვარი, ტყე და სხვა./.


ამრიგად, საქართველოში შემთხვევით
არცერთი სოფელი არ არის წარმოშობილი. ყოველ ტრადიცულ სოფელს მისთვის განკუთვნილ საზღვრებში არსებობისათვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსები ჰქონდა და ძირითადად, წინაპართა წესის თანახმად, მისი გეგმაზომიერი ათვისებით ცხოვრობდა. საქართველო მთიანი ქვეყანაა, მოსახლეობა ვერტიკალურ ზონალობაშია განლაგებული და დიდმა ვახუშტი ბაგრატიონმა ეს ზონალობა ევროპელ მეციენერბზე საუკუნით ადრე /ივანე ჯავახიშვილი/ ხუთ ბუნებრივ სამეურნეო არედ ჩამოაყალიბა /თურინჯ-ნარიჯის, ბრინჯ-ბამბის, ვენახოვან-ხილიანი, უვენახო-ხილიანი, მაღალმთიანეთის სათიბ-საძოვრები/. ამ არეებში დამკვიდრებულ საგვარეულო სოფლებში კერძო-მოკეთეობით, ურთიერთსარგებლობის საფუძველზე, დასაბამიდან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები იყო, ჯერ კიდევ პირველადი ბარტერის მეშვეობით.ასე, რომ იმთავითვე განსაზღვრული და განხორციელებული გახლდათ მთისა და ბარის გარდაუვალი სასიცოცხლო კავშირები. 


სოფლები კომლებისგან შედგებოდა და როგორც წმიდა ილია მართალი ბრძანებს – კომლი ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური უჯრედია, თავისი მეურნეობითა და ტრადიცული მართვის სისიტემით. კომლს, იჯახის სრულწლოვან წევრებთან ერთად, მამასახლისი და დიასახლის განაგებდა. სოფლის მართვის უმაღლესი ორგანო კომლის მეთაურთა ყრილობა იყო. თითოეულ სოფელს თავისი იდეოლოგიური ცენტრი ჰქონდა, სალოცავის სახით. ოცი საუკუნეა ეს იდეოლოგიური ცენტრი ქრისტიანულ-მართმადიდებლური ეკლესიაა. ქართველი ერის უმთავრესი რწმენა და იდეოლოგია მართმადიდებლობაა, რომელიც საეკლესიო კალენდარის მეოხებით წარმართავს ქართველთა ცხოვრების წესს. ამ წესისი სრულყოფასა და დახვეწაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო ასპარეზზე გასულ ათონის სწავლულ ქართველ წმინდანთა სკოლას – იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახით. გიორგი მთაწმიდელის “კურთხევანი” ყოველი ქართველის საოჯახო წიგნი უნდა გახდეს. 



ქართული სოფლის ტრადიციულ თვითმმართველობას ილია მართალმა ჩვეული გენიალური ჭვრეტით “სოფლის უზენაესობა” უწოდა. სწორედ ამას ეყრდნობა ერთიანი ნიადაგის თეორია. საქართველოში ტრადიციულად ქვეყნის მართვა ქვემოდან ზემოთ მიმდინარეობდა. დღეს ეს მრავალწლოვანი ტრადიცია მოშლილია და როგორც უკვე ვიცით, სოფელი კანონგარეშეა დარჩენილი. დარღვეულია ვახტანგ VI-ის კანონების უმთავრესი მუხლი: “169. ქვეყანაზედ ეს სამი არ დაეჭირვის კაცსა და ხელმწიფისა არის: წყალი, შეშა და ბალახი”.იმის შემდეგ, რაც საქართველოში მიწაზე კერძო საკუთრება წარმოიშვა /დაახლ. ცივილიზაციის საწყისებიდან/, იმთავითვე ამოქმედდა მიწის სასოფლო-სათემო საკუთრება, რომელიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობას წყლით, ხე-ტყით და სათიბ-საძოვრით უზრუნველყოფდა. ამჟამად ამ აუცულებელი საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენილი სოფლის მცხოვრებლები უკიდურეს მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი. ვინც შეძლო, უცხოეთში გაიქცა, ვინც დარჩა, საპროტესტო გამოსვლებით ამაოდ ირჯება...

სრულიად ბუნდოვანია, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. რუსული კოლონიალიზმის შედეგად, ორას წელზე მეტია, საქართველო ნორმალური, ეროვნული განვი

თარების კალაპოტიდან ამოვარდნილია. ამჯერად დასავლურ ფასეულობებზე უფრო ვამახვილებთ ყურადღებას, ვიდრე ქართული ეროვნული ცხოვრების წესისა და ტრადიციების აღდგენაზე. ჯერ-ჯერობით უცხოური იდეების შემყურენი ვრჩებით და ლამისაა ქავეყანა ხელიდან გამოგვეცალოს. მკვიდრი მოსახლეობის ახალგაზრდა, ჯანსაღი ნაწილი ლუკმა-პურს უცხოეთში ეძებს, სამშობლოში კი კეთილდღეობის უმთავრესი წყარო – მიწა უქმადაა, თან ყველა ვიგინდარაზე დაუბრკოლებლად იყიდება. 



როდემდე?!

ფიქრობს კი ვინმე, ეს გზა სანამდე მიგვიყვანს?!



საქართველო XIX ს-ის 30-იან წლებამდე მონოქართველური ქვეყანა იყო, ვიდრე დამპყრობელმა რუსეთმა ეთნიკურად არ ააჭრელა. დაპყრობამდე ქართული სახელმწიფო ეთნიკურ წინასწორობას მკვიდრისა და მოსულის ურთიერთშეთანწყობით იცავდა. მიწა რომელიმე გვარს და დასახლებას ეკუთვნოდა, ხოლო მისი უზენაესი გამგებელი მეფე-სახელმწიფო იყო. მოსული – მწირი, მსხემი, ხიზანი მიწის მესაკუთრე ვერ გახდებოდა, თუ გვარს და ეროვნებას არ შეიცვლიდა. მტრისგან უამრავჯერ იავარქმნილ და გათელილ საქართველოში ეს წესი მყარად იყო დაცული, ვიდრე რუსეთის იმპერიამ არ მოშალა და პროლეტარების შეერთების ადგილად თბილისი და მთელი საქართველო არ აქცია. უმძიმესი კოლონიალიზმის იარების მოშუშების ნაცვლად, რაც ოდენ წინაპართა ცოდნა-გამოცდილებით მიიღწევა, გლობალიზაციის ხახაში სრულიად დაუცველად აღვმოჩნდით... ჭეშმარიტი ქართველისათვის მშობლიური მიწის გაუცხოვება საბედისწერო აღსასრულის მაუწყებელია. თუ მარქისტულ აზროვნებას თავს დავაღწევთ და კლასობრივ შეუთავსებლობაზე მაღლა დავდგებით, მაშინ გეგმაზომიერად ეროვნულ ნიადაგზე უნდა აღდგეს ტრადიცული მიწათმფლობელობა. არსებული მიწის ფონდისა და რელიეფის გათვალისწინებით ჩვენთან მსხვილი, საშუალო და წვრილი მეურნეობები უნდა შეიქმნას. 

მსხვილი მეურნეობები /სამეფო-ფეოდალური, სატაძრო-სამონასტრო/ერთმანეთის მეტოქი და გამაწონასწორებელნი იყვნენ. რაც მთავარია, ხოდაბუნები და ზვრები არ ქუცმაცდებოდა და სახალხო-სახელმწიფოებრივი დოვლათს ქმნიდა. ამ მეურნეობის საიმედო სამუშაო ძალას მონები კი არ წარმოადგენდნენ, არამედ თავისუფალი მკვიდრი მეთემენი – ჰეროვანნი-ერისაგანნი, სახლისშვილები /ოჯახისშვილები/, გვარიშვილები, მამულიშვილები, თავიანთი ადგილ-მამულით, საშენითა და უშენით. მეფე-სახელმწიფო მკვიდრისა და მოსულის უფლებების დაცვით, მიწის მთლიანად ათვისებას უზრუნველყოფდა. სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების უმრავლესობა კერძო იყო, წყალი, ტყე და სათიბ-საძოვრები – სათემო, რათა ქვეყნის არცერთი მცხოვრები წყლის, ხე-ტყის და საქონლის საკვების გარეშე არ დარჩენილიყო. მკვიდრი მოსახელობა ჩვეულებრივი მესაკუთრე იყო და ეროვნული სახელმწიფოს საყრდენ ბურჯს წარმოადგენდა. მიწა მხოლოდ გვარის შიგნით იყიდებოდა. უცხოზე მამულის გასხვისება სასტიკად იკრძალებოდა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. სოფლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზღვრები ხელშეუხებელი და აბსოლუტურად დაცული იყო. მამული თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და მემამულეს მეფე – სახელმწიფო

იცავდა, ვიდრე ქართველი მეფეები და მემამულეები რუსმა კოლონიზატორებმა მიზანმიმართულად არ მოსპეს, ხოლო XX ს-ის 20-იან წლებში ქართველი თავად-აზნაურობა კლასობრივი ბრძოლის საბაბით ბოლშევიკებმა ფიზიკურად გაანადგურეს. ესეც არ იკმარეს, ამავე საუკუნის 30-იან წლებში კულაკად ბრალდებული შეძლებული გლეხი ზედ მიაყოლეს. ასე რომ საქართველო მწარმოებლური მოსახელობის გარეშე დარჩა. მაშასადამე, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები, ამიტომ ასჯერ გაზომვისა და ერთხელ გადაჭრის გზას უნდა დავადგეთ. რეფორმები და მეტადრე აგრარული რეფორმა ქართული ტრადიცული გზით უნდა წარიმართოს, რა თქმა უნდა, მსოფლიოს თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით. დღემდე მოქმედი ინტელექტუალური ძალების მოზიდვით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მიწის კოდექსზე მუშაობა, ოღონდ ჯერ უნდა განისაზღვროს სოფლისა და საერთო დასახელებათა სტატუსი, დასახლებათა შიგნით მოსახლეობის რაოდენობა, სქესი, ასაკი, ქონებრივი მდგომარეობა, შრომისუნარიანობა და სპეციალობა; მოგვარდეს მიწების მეცნიერული აღრიცხვა, ჩატარდეს მიწის დეტალური ინვენტარიზაცია და კადასტრი, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვას ამჟამად რას წარმოადგენს მარჩენალი მიწა, თანამედროვე კომლი, დადგინდეს მისი სოციალურ-ეკონომიკური სახე. 



ქართული ეროვნული კანონმდებლობით უვენახო გლეხი ბოგანოდ ითვლებოდა. მეფე, სახელმწიფო და მემამულეები – ფეოდალები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანაში ბოგანო არ ჰყოლოდა. ამ მცდელობაში ღრმა ბრძნული აზრია ჩაქსოვილი: ვენახის მომვლელი და ზედაშეს დამყენებელი კომლი სრულფასოვანი მიწათმოქმედია, ჯალაბის შემნახავი, გადასახადების წესიერად გადამხდელი და სახელმწიფოს კეთილდღეობის საიმედო საყრდენი. სახელმწიფოსგან დაცული კერძო მესაკუთრე ქმნიდა საშუალო ფენას, დღეს კი საშუალო ფენის გარეშე დარჩენილი ჩვენი სახელმწიფო ჰაერშია გამოკიდებული. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ: - დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს!

სწორედ ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, ავტორიტარიზმს, კვაზიდიქტატურას ვიმკით. სააკაშვილი და მისი გუნდი ამ ანომალური ეპოქის ნაყოფია, ვაი სირცხვილო, როგორ დავმცირდით!...


მემკვიდერობის, სყიდვის, ჩუქების, მზითვად გატანებისა და სხვა მისთანათა გარდა, ძველ საქართველოში მიწის კერძო საკუთრებაში დაუფლების მეტი ქმედითი და გავრცელებული საშუალება იყო სანაშენო იჯარა. უმიწაწყლო, შრომისუნარიანი პიროვნება მიწის მეპატრონისგან იჯარით უშენ ნაკვეთს საშენად იღებდა. ზედ ხელშეკრულების თანახმად ვენახს, ხეხილს და შესაძლოა ტყეს ან საბელავებს გააშენებდა. ამ პირობის შესრულების შემდეგ ის მოცმეული ნაკვეთის ნახევარს, ან შეთანხმების თანახმად ზოგჯერ მეტსაც, შეუცილებელ საკუთრებად მიიღებდა და ბოგანეობას თავს დააღწევდა. სანაშენო იჯარა ჩვენი დაუძლურებული ქვეყნის მკვდრეთით აღდგომის ერთ-ერთი მძლავრი ბრეკეტი იყო. ამრიგად, წარსულის ცოდნა-გამოცდილებას დღეს თუ შემოქმედებითად გამოვიყენებთ, საწადელს უსათუოდ ავისრულებთ, ოღონდ ჯერჯერობით მცდარი პოლიტიკით გამოწვეული ზარალი მეცნიერული სიზუსტ

ით უნდა აღირიცხოს და მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს. მისაღწეველი მხოლოდ სიმართლის გზით მიიღწევა.



2013 წლის პირველ ივლისს, ორშაბათს, სამების საკეთედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირის-“გვარი და გვარიშვილობის” გვარის წინამძღოლთა მორიგი სხდომა გაიმართა.
საგვარეულოთა კავშირი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სამების ტაძარში მოღვაწეობს, ქმნის საგვარეულო კავშირებს და ორგანიზებულ გვარს უწმინდესთან დასალოცად წარადგენს. 700-მდე საგვარეულო კავშირი ჩამოყალიბებულია. მოქმედებს გვარიშვილთა დარბაზი. ესაა გვარების მიერ დემოკრატიულად არჩეული გვარის წინამძღოლთა სათათბირო, ლეგიტიმური ორგანო, რომელიც ყოველი თვის პირველ ორშაბათს იკრიბება. დარბაზს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მესვეურობს. დარბაზობაზე გვარის წინამძღოლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, თან იხილება საუფლო და საერო მნიშვნელობის კარდინალური საკითხები.

პირველი ივლისის სხდომაზე, რომელიც ფრიად წარმომადგენლობითი იყო, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მობრძანდა. გვარის წარმომადგენლების გარდა, სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ზურაბ ტყემალაძე, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი დავით ონოფრიშვილი. სხდომაზე მწვავედ დაისვა ამოძრავებული ქართული მიწების ბედის საკითხი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიუთითა, რომ ღვთისმშობლის კალთა გადაფარებული ქართული მიწა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხალხის სამშობლო, მამული, მარჩენალი მიწა-წყალი უფლის კუთვნილებაა, მისი გაყიდვის უფლება მოკვდავთ არა აქვთ, არც მეუფეს, არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს და არც კათალიკოს-პატრიარქს, ამიტომ ყოვლად დაუშვებელია აუქციონის წესით მიწების გაყიდვა. მით უმეტეს, მთელი სოფლებისა და თვით მდინარეებისა და მათი ხეობებისა, ტყეებისა, სათიბ-საძოვრებისა და ა.შ.



უწმიდესმა მიწების ამოძრავებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული მონიტორინგი მოიწონა და დაბეჯითებით აღნიშნა:

ქვეყნის სავარგულები მეცნიერულად უნდა აღირიცხოს /ინვენტარიზაცია, ბონიტირება, კადასტრი/, გაირკვას მათი ისტორიული კუთვნილების საკითხი და თანამედროვე მდგომარეობა. განისაზღვროს სოფლისა და საერთოდ დასახლებათა სახელმწიფოებრივი სტატუსი. ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა და სპეციალური სამეცნიერო-საკონსულტაციო სამსახურში ორგანიზებულმა მეცნიერ-სპეციალისტებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მუშაობა მიწის კოდექსზე.


სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი “გვარი და გვარიშვილობა”, მისი გვარის წინამძღოლთა დარბაზი, საქართველოში მცხოვრები 25 ათასი გვარის სახელით, მხარს უჭერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივასა და ხელისუფლებას სთხოვს დროულ რეაგირებას.



  

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq