საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

,,თეთრი გიორგი’’ - 1925 წ. დამფუძნებელი კრების დეკლარაცია

საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი’’

1925 წ. დამფუძნებელი კრების დეკლარაცია

1921 წ. თებერვალში რუსეთი, რომელმაც ყველაზედ უწინ იცნო ქართველი ერის სუვერენობის აღდგენა და სამშვიდობო ხელშეკრულებაც დასდო მასთან, ურდო ჯარებით თავს დაესხა ახლად სახელმწიფოებრიობა აღდგენილ საქართველოს. მიუხედავათ გმირულ ტაბახმელა-კოჯორ-სოღანლუღის თავდაცვითი ბრძოლებისა, მტრის უამრავმა ფიზიკურმა ძალამ გადმოსტეხა საქართველოს საზღვარი და თავისუფლების მოტრფიალე ერს კვლავ რუსული მონობის უღელი დაადგა.

აღსრულდა!..

ერთხელ კიდევ გაშიშვლდა მსოფლიოს წინაშე რუსული იმპერიალიზმი. ერთხელ კიდევ ნაკუწ ქაღალდათ აქცია რუსეთმა სუვერენულ საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება.

ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა საშინელმა რუსულმა სტიქიამ მოიცვა საქართველო და თავისი დაუნდობელი ტალღებით ერთი მეორეზედ ანადგურებს საქართველოს სუვერენობის ყოველგვარ ნასახს. ,,კომსომოლას’’ მიუგდეს საგინებლად ერის სინდისი, ერის სარწმუნოება. ,,კომსომოლას’’-ვე დაუმორჩილეს ფაქტიურად ეროვნულ კულტურის კერა ქართული უნივერსიტეტი. რუსული მეთოდებით გაანადგურეს ერის სახალხო მეურნეობა. საქართველო კოლონიაა რუსეთის მრეწველობისათვის; საქართველოში შემოყავთ ასობით და ათასობით ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი უცხო ელემენტები და მათ ქართული ხაზინის ხარჯით ქართველი ერის მიწა-წყალზედ საშვილიშვილოდ ასახლებენ; რუსული ნაჯახით მოსჩეხეს ისედაც განახევრებულ საქართველოს მისი მიწა-წყლის მთელი მეოთხედი და მით იყიდეს ოსმალეთის მეგობრობა და ამიერკავკასიის ერთა შორის ის მოჩვენებითი მშვიდობიანობა, რომელიც თავის სიღრმეში ატარებს ისეთი შუღლისა და შურისძიების ელემენტებს, რომელიც არასდროს არსებულა ამ ერთა შორის. საქართველოს საკუთრებად ცნობილი ტერიტორიაც-კი ხელოვნურად რამოდენიმე ავტონომიურ რესპუბლიკად დაანაწილეს.

ერთი სიტყვით, საქართველოში ყველა ბატონობს გარდა ქართველისა: საქართველოში ყველაფერი კეთდება გარდა ქართულისა; საქართველო ყველაფერია, გარდა საქართველოისა.

ქართველ ერს, რომლის ორიათას ნახევარი წლის ისტორია მხოლოდ ბრძოლაა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. არ შეეძლო შერიგებოდა ასეთ საშინელ მონობას. მან ბრძოლითვე უპასუხა დამპყრობელთ. ოთხი წელიწადია სწარმოებს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას ხელმძღვანელობდენ საქართველოში ,,დამოუკიდებლობის კომიტეტი’’, ხოლო საზღვარ-გარეთ, შემოხიზნულ მთავრობის ბრძოლაში (აქ გაზეთი დაზიანებულია და ტექსტი არ იკიტხება) ქართველის სისხლით.

ქართველი ერის მიერ აღებული ბრძოლის ხაზი სწორია, მაგრამ ხელმძღვანელთა სისუსტემ იგი დროებით დაამარცხა. ეს უკანასკნელი აჯანყება, რომელიც უმომენტობის გამო პოლიტიკურ შეცდომათ უნდა ჩაითვალოს, თავისთავათ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მომენტია ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლისა და საქართველოს იდეის უაღრესი გამარჯვება.

აწ აღარ არიან ურწმუნო თომანი. ყველამ იწამა, რომ საქართველო არ გასტეხს ფიცს წარსულის წინაშე, რომ იგი იბრძვის და იბრძოლებს თავისუფალი არსებობისათვის, ჭეშმარიტათ იგი აღსდგება! ბრძოლა სრულ გამარჯვებამდე. საქართველო უარს ვერ იტყვის სიცოცხლეზედ.

ბრძოლა ქართველი ერის ყველა სასიცოცხლო ძალების დაჭიმვით. ამ ბრძოლაში საბოლოოთ უნდა შეკავშირდეს მისი საიმედო ძალები.

ეროვნული ბრძოლის მაღალმა იდეამ უნდა მოსპოს პარტიული დაყოფა.

ეროვნულ ბრძოლისთვის ნებაყოფლობით შეწირული ქართველი აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს პარტიული, კლასიური თუ პირადი ინტერესებისაგან.

,,საქართველო უწინარეს ყოვლისა’’ ეს უნდა იყოს დღევანდელი ქართველის ხმა.

ეს აუცილებლობა ვერ შეიგნეს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა. მათთვის ძნელი აღმოჩნდა პარტიული ხაზის გადალახვა. მათი პარტიული ინტერესები ჯერ კიდევ მაღლა დგას ეროვნულ იდეაზე.

ეს დიადი მცნებანი - ახალგაზრდობამ უნდა შეიგნოს. ახალგაზრდობა, რომელიც მუდამ ბრძოლის ცეცხლს ატარებს. რომელიც მუდამ ეძიებს ახალს, ვერ გაჰყვება ძველი თაობის პარტიულ გზებს.

ის, რაც ვერ შესძლეს ჩვენმა მამებმა, შვილებმა გავაკეთოთ. მომავალი წინ გვაქვს, იგი ჩვენია. შევკავშირდეთ, გავძლიერდეთ, შევქმნათ მებრძოლთა რიგები. პატრიოტული ახალგაზრდობა ამაყათ დასდგება ეროვნული ბრძოლის ასპარეზზე, რომელიც იტევს რამოდენიმე ათეულ საუკუნეთა ეროვნულ მებრძოლთა დიად სახელებს, რომლის განახლებული ქვაკუთხედია 5.000 საუკეთესო მამულიშვილთა უკანასკნელი ეროვნული საფლავი. რომელსაც თავს დასტრიალებს სამფერი დროშით საქართველოს გამარჯვების ემბლემა - თეთრი გიორგი.

აი ის ფართო ეროვნული ასპარეზი, რომელზედაც იშვა საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი’’.

საქართველო რელიგიაა ჩვენთვის. სამშობლოსათვის თავგანწირვა საღვთო ვალია ჩვენთვის.

ქართველი ერი მარადიულია! - ეს განვლილ 27 საუკუნის ურყევი სიტყვაა. მის სადიდებლათ მოვლენილი პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი’’-ც ამიერიდან მარადიულია.

 ჩვენი მიზანია: სუვერენული, მთლიანი, ძლიერი საქართველო

1. ერის განთავისუფლება რუსეთის მონობისაგან.

2. საქართველოს მთლიანობის აღდგენა.

3. ბრძოლა რუსული ენის, აზროვნების და ყოველგვარი რუსულის ბატონობის წინააღმდეგ.

4. საქართველოს გაწმენდა მისდამი მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან.

5. საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის დაცვა მომავალში აჭრელებისაგან.

6. ეროვნული ქონებისა და სამეურნეო ასპარეზის დაცვა ქართველთათვის.

7. ქართველი ერის ფიზიკური, სულიერი და გონებრივი გაჯანსაღება.

ქართული აზროვნების განთავისუფლება იმ მიუწვდომელ ფანტასტიურ ოცნებათაგან, რომელნიც შლიან ეროვნული ძალების მთლიანობასა, თანამშრომლობას და ვერ ეგუებიან ნაციონალურ სახელმწიფოს იდეას.

აი ის ჭეშმარიტი დიადი იდეა, რომლისათვისაც თავს იწირავს პატრიოტული ახალგაზრდობა - ,,თეთრი გიორგი’’. იგი სულიერი მემკვიდრეა მათი, ვინც ათასი წლობით იცავდენ და ქმნიდენ საქართველოს ძლიერებას. ის დაუმკვიდრებს საქართველოს მის ისტორიულ ტრადიციებს, განამტკიცებს წესრიგს და შეადუღებს ერის აწმყო-მომავალს მის დიდებულ წარსულთან.

რისხვა მას, ვისაც არ უნდა შეიგნოს ეს უწმიდესი დიადი იდეა, ლახვარი მას, ვინც წინ აღუდგება ამ იდეას.

,,თეთრი გიორგი’’  არის თავისუფალი უწმინდესი შეფიცვა უტყუარის პატრიოტიზმით აღგზნებულ ქართველთა, წინაშე საქართველოისა და ეროვნული უწმიდესი საფლავისა, სადაც თავისუფლების იდეით შედუღებულნი 5.000 ყრმა ქართველნი სისხლითაც შედუღდენ.

,,თეთრი გიორგი’’ ნაზიარებია მათი იდეით.

,,თეთრი გიორგი’’ მირონ-ცხებულია მათი სისხლით.

,,თეთრი გიორგი’’ გაანთავისუფლებს ეროვნულ საფლავს.

იდიდე საქართველოვ!

 

საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი’’-ის დამფუძნებელი კრება

ახალგაზრდა ქართველო პატრიოტებო!

საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა - ,,თეთრი გიორგი’’ მოუწოდებს ყველა ქართველ პატრიოტს, ყველას, ვინც თავს ახალგაზრდათ გრძნობს, განურჩევლათ მისი ადგილყოფისა, საქართველოშია თუ მის გარეთ: ყველა მათ, ვისაც სამშობლოს უბედობა თავის უბედურებათ მიაჩნია, ერის კეთილდღეობა თავის ბედნიერებათ; ყველა მათ, ვინც ეროვნულ იდეას მაღლა აყენებს პარტიულ ინტერესებზე; მათ, ვინც სამუდამოთ დაგმობს პირად ანგარიშებს და სამშობლოს თავისუფლებას შეეწირება, -

შემოკრბეს საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი’’-ს გარშემო. შევქმნათ ეროვნული ერთობა, ერთი სხეული, შევკავშირდეთ, გავძლიერდეთ, რომ სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღლილნი და უიმედონი გავამხნეოთ, დაღუპულნი შევცვალოთ და ქართველ ერთან ამ სისხლიან დღეებში ახალგაზრდული ბრძოლის ცეცხლი მივიტანოთ.

სიკვდილი ან თავისუფალი საქართველო!

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდა პატრიოტს, ვისაც სწამს ,,თეთრი გიორგი’’-ს გზა, იდეები, ვინც იზიარებს ჩვენი დეკლარაციის პრინციპებს, გაერთიანდით ჩვენთან ერთად, დააარსეთ ადგილობრივ ასეთი პატრიოტული კავშირები, დაგვიკავშირდით; მიიღეთ ჩვენგან ცნობები, რომ გააზროვნებული თანამშრომლობით ეროვნულ იდეას უკეთ ვემსახუროთ.

 

მისამართი: 61, ru Madame, Paris VI. Jeuness georgienne ,,Thethri Guiorgui’’

საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი’’.

პარიზი 15-VI-1925 წ.

ჟურნალი ,,ერთობა’’ N 3. 1990 წ. თებერვალი

განახლებული გაზეთი ,,თეთრი გიორგი’’ (N 1, მარტი, 1990 წ.)


მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-19
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი (I).
gaq